შინაარსზე გადასვლა

უკრაინული კულტურა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერნიჰივის საჯარო ბიბლიოთეკა ალყამდე.

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს, როგორც 2014 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინული ომის მთავარი გამწვავება. ის არის უდიდესი სამხედრი შეტაკება ევროპაში, რომელიც მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.[1][2][3] ბრძოლის დროს, უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის მარვალი ნიმუში, ან განადგურდა, ან დაზიანდა, ან მისი არსებობის საკითხი რისკის ქვეშ მოექცა.[4] ეს მიზანმიმართული განადგურება და 500-ზე მეტი უკრაინული კულტურული მემკვიდრობის ნომუშის ძარცვა ომის დანაშაულად[5] არის მიჩნეული და უკრაინის კულტურის მინისტრის მიერ აღწერილია, როგორც კულტურული გენოციდი.[6]

სამართლებრივი დაცვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურული საკუთრება არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მფარველობით.[7] ჟენევის კონვენციისა და ჰააგის კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ პირველი პროტოკოლი (ორივე სავალდებულოა უკრაინის და რუსეთის დასახლებებისთვის) სახელმწიფო მხარეებს უკრძალავს ისტორიული მონუმენტების გამოყენებას საკუთარი სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერის მიზნით, ან მათი ქცევა სამხედრო მოქმედებების აქტების სამიზნედ. მეორე კონვენცია კულტურულ საკუთრებაზე თავდასხმის უფლებას იძლევა მხოლოდ „სასწრაფო სამხედრო საჭიროების“ შემთხვევაში, როდესაც არსებობს განხორციელებადი ალტერნატივა. კულტურულ მემკვიდრეობაზე თავდასხმები ფასდება, როგორც ომის დანაშაულები და, შესაძლოა, გახდეს დევნის საფუძველი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მხრიდან.[7]

შირსშესანიშნავი ადგილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩერნიჰივის სამების მონასტერი რუსეთის მიერ ქალაქის ალყის დროს დაზიანდა.

უკრაინას გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) შვიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი აქვს, მათ შორის, კიევის წმინდა სოფიას ტაძარი, კიევ-პეჩორის ლავრა და ლვივის მთელი კვარტალი.[8] ხარკივში, მიკოლაივსა და ჩერნიჰივში არსებული დამატებითი ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მისაღებად განიხილებოდა, თუმცა შეჭრამდე ისინი არ დაემატათ.[9]

2022 წლის აპრილის ბოლოს, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსული კრეისერის „მოსკვას“ ჩაძირული გემი „წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის“ ძეგლად დაარეგისტრირა.[10]

კონსერვაციის მცდელობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  კიევში მდებარე უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, ფედირ ანდროშჩუკმა, ორ კოლეგასთან ერთად იმუშავა მუზეუმის შენარჩუნებისა და თავდასხმებისა და პოტენციური ძარცვისგან დაცვის მიზნით. ანდროშუკმა, ასევე განაცხადა, რომ ვინიციაში, ჟიტომირში, სუმში და ჩერნიჰივში კიდევ ოთხმა მუზეუმმა მოახერხა მათი მთავარი ექსპონატების გადატანა, შენახვა და დაცვა, ხოლო ვინიციაში არსებული მუზეუმი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლად გამოიყენებოდა. ივანო-ფრანკივსკის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დაფუძნებულმა მხატვართა კოლექტივმა „ასორტიმენტნა კიმნატა“ (ასორტიმენტული ოთახი) რამდენიმე ბუნკერი შექმნა და კიევის, მარიუპოლის, ოდესის, ზაპორიჟიის და სხვა გალერეებთან ითანამშრომლა, რათა გალერეებიდან ნამუშევრები გადაეტანა და შეენარჩუნებინა.[11]

კიევში, ჰეტმან საჰაიდაჩნის ძეგლი ქვიშით სავსე ტომრებით არის დაცული.

მრავალი ძეგლი და მემორიალი დაცული იყო ქვიშის ტომრებით ან სხვადასხვა მასალით იყო გახვეული. კიევში, აპრილის შუა რიცხვების მონაცემებით, ამ გზით დაახლოებით 28 ობიექტი იყო დაცული. ლვივის მაცხოვრებლებმა სცადეს რამდენიმე ქვის ქანდაკებისა და შადრევნის შენარჩუნება, რომელთა დაშლაც შეუძლებელი იყო, მათი პლასტმასში, ქაფსა და სხვა მასალებში შეფუთვით. არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების შენარჩუნების ლვივის ფონდმა ხის ჩარჩოებისა და დაფების დამატებითი ფოტოები გადაიღო და გამოაქვეყნა, რომლებიც ძეგლებისა და ეკლესიის ვიტრაჟების დასაცავად გამოიყენება.[12][13]

28 მარტს, ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და ისტორიის შენარჩუნების მიზნით NFT-ის მუზეუმი გახსნა, საიდანაც შემოსული თანხა სამინისტროს გადაეცემა. უკრაინის მეტა-ისტორიის NFT-მუზეუმის ადგილზე, შეტანილი იქნებოდა მოვლენების „საომარი ხაზი“ ან ქრონოლოგია შესაბამისი NFT-ით, რომელიც მოიცავდა წარწერას ომის მნიშვნელოვან მომენტთან დაკავშირებით და უკრაინელი მხატვრის ილუსტრაციას. 1 აპრილისთვის, NFT-ების გაყიდვით დაახლოებით 600 000 აშშ დოლარი შეგროვდა, თანხები კი დანგრეული ან დაზიანებული მუზეუმების, თეატრების და სხვა კულტურული დაწესებულებების აღდგენისთვის გამოყვეს.[14][15]

უკრაინაში რუსული შეჭრისგან დაცული კულტურული მემკვიდრეობის მრავალი ობიექტი, ამავდროულად, რუსული კულტურის ობიექტებს წარმოადგენს.

შეჭრიდან მალევე, იუნესკომ განაცხადა, რომ ისინი მუშაობდნენ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი შესაძლო მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლისა და ადგილის 1954 წლის ჰააგის კონვენციის ემბლემით აღნიშვნაზე, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული სიმბოლოა. ორგანიზაცია, ასევე ითანამშრომლებდა ქვეყნის მუზეუმების დირექტორებთან, რათა კოორდინაცია გაეწია კოლექციების დასაცავად კონსერვაციის ძალისხმევისთვის და თანამგზავრული სურათების საშუალებით ეკონტროლებინა კულტურული ძეგლების დაზიანება.[16] შეჭრიდან მალევე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებმა დაიწყეს არტეფაქტებისა და ექსპონატების დოკუმენტირება, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს შეიძლება აღმოაჩნდეთ ეროვნული საზღვრების უკანონოდ გადატანის შემთხვევაში.[17]

პოლონეთში, კულტურულმა დაწესებულებებმა დახმარება შესთავაზეს უკრაინის მუზეუმებს დახმარების კომიტეტის მეშვეობით, რომელიც შეჭრის შემდეგ მალევე შეიქმნა. კომიტეტმა მხარდაჭერა შესთავაზა უკრაინის ყველა მუზეუმსა და კულტურულ დაწესებულებას მათი კოლექციების მხარდაჭერისა და დაცვის, ასევე კოლექციების დოკუმენტაციის, დიგიტალიზაციისა და ინვენტარიზაციის მიზნით. სხვა დაწესებულებებიდან დახმარება ომის განმავლობაში გაგრძელდა. 2022 წლის მაისში ჩეხეთის კულტურის სამინისტრომ პრაღის ეროვნულ მუზეუმს დაავალა, გაეგზავნა შესაფუთი მასალები, როგორიცაა ბუშტუკოვანი შესაფუთი მასალა და პოლიეთილენის ქაფი, ასევე უსაფრთხოების აღჭურვილობა, როგორიცაა ცეცხლმაქრები და ორიენტირებული ძაფისებრი დაფები ფანჯრების დასაბლოკად.[18] 2022 წლის გაზაფხულიდან საგანგებო დახმარების გაწევაში აქტიურად მონაწილეობდნენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა უკრაინის ხელოვნების დახმარების ცენტრი (რომელიც გერმანიაში მდებარეობს და სხვა ორგანიზაციებთან ერთად გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითაც არის დაარსებული) და ALIPH (შვეიცარიაში დაფუძნებული).[19][20]

2022 წლის მარტში დაიწყო უკრაინის კულტურული ინსტიტუტების პოტენციურად საფრთხის ქვეშ მყოფი მონაცემებისა და ტექნოლოგიების სარეზერვო ასლის შექმნისა და შენარჩუნების პროცესი, როგორც უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ონლაინ გადარჩენა (SUCHO).

ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, აღმოსავლეთ ჰოლივუდში მდებარე უკრაინული კულტურის ცენტრში ხელოვნების დარგობრივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ლოს-ანჯელესში მოღვაწე უკრაინელი მხატვრების ნამუშევრები გამოფინეს, ჩუმ აუქციონსა და კონცერტზე, რომელშიც გარდაცვლილი მიროსლავ სკორიკის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შემოსული თანხა მთლიანად უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდებოდა და იმედოვნებდნენ, რომ კულტურული მემკვიდრეობა და ენა მომავალ თაობას გადაეცემა.[21] სხვებმა, როგორც ლტოლვილებმა, ასევე გადასახლებულებმა, უკრაინის გარეთა დღესასწაულების დროს ტრადიციები და ტრადიციული ტანსაცმელი მიიღეს, რათა მხარდაჭერა და მდგრადობა გამოეხატათ რუსული შემოჭრის მიმართ.[22]

2022 წლის ივნისში მილანის ავეჯის გამოფენაზე უკრაინელმა დიზაინერებმა ვიქტორია იაკუშამ და კატერინა სოკოლოვამ თავიანთი ნამუშევრებით უკრაინის კულტურული მემკვიდრეობა და სიმბოლიკა წარმოადგინეს. სოკოლოვამ განაცხადა, რომ მისი ნამუშევრები შეიქმნა „უკრაინული დიზაინის მსოფლიო რუკიდან წაშლის თავიდან ასაცილებლად“, ხოლო იაკუშა ამტკიცებს, რომ მისი მისიაა „მსოფლიოს აჩვენოს უკრაინული კულტურის კრეატიულობა და სილამაზე და ამით დაადასტუროს მისი იდენტობა“.[23]

პროექტი „Backup Ukraine“, რომელიც Virtue Media Group VICE-თან, Blue Shield Danmark-თან და დანიის იუნესკოს ეროვნულ კომისიასთან პარტნიორობით ხორციელდება, 2022 წლის მაისში გამოცხადდა. შემოთავაზებულია აპლიკაციის გამოყენება უკრაინაში არსებული ობიექტების სკანირებისთვის, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნება 3D მოდელად და აიტვირთება ღრუბლოვან მონაცემთა ბაზაში სარეზერვო ასლის შესაქმნელად.[24]

ხარკივის მიძინების ტაძარი, მისი შემოსევამდელი იერსახე და ტაძრის ინტერიერის დაზიანება.

2024 წლის 16 ოქტომბერს, იუნესკომ დაადასტურა 457 ობიექტის დაზიანება: 143 რელიგიური ადგილი, 231 ისტორიული და/ან მხატვრული ინტერესის მქონე შენობა, 32 მუზეუმი, 33 ძეგლი, 17 ბიბლიოთეკა, 1 არქივი. ეს სია შეიცავს მხოლოდ რამდენიმე სანდო წყაროდან ცნობილ შემთხვევებს და არ შეიცავს ზედაპირულ დაზიანებებს, როგორიცაა გატეხილი ფანჯრები და კარები.[25]

უკრაინის კულტურის სამინისტრო 5 წლის მდგომარეობით, 2023 წლის იანვარში კულტურული ობიექტების დაზიანების ან განადგურების 1189 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 563 „შემოქმედებითი ცენტრი“, 453 ბიბლიოთეკა, 63 მუზეუმი და გალერეა, 18 თეატრი და ფილარმონიული დარბაზი და 92 სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება. მათგან 21 ეროვნული მნიშვნელობის მემორიალად ითვლებოდა. დაახლოებით 100 ობიექტი მთლიანად ან თითქმის მთლიანად განადგურდა.[26] ვირჯინიის ბუნების ისტორიის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის ლაბორატორიამ 10 წლის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში 458 დაზიანებული კულტურული ძეგლის კვალი აღმოაჩინა. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ვიზუალური გამოძიებების გუნდი ადგენს დაახლოებით 339 შენობის, ძეგლისა და სხვა კულტურული დაწესებულების სიას, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა 2022 წლის დეკემბრისთვის, ძირითადი ყურადღება დონბასის რეგიონზეა გამახვილებული.[27]

ივანკივის მუზეუმის ნანგრევები

2022 წლის 25 თებერვალს, რუსული დაბომბვის შედეგად, დედაქალაქიდან დაახლოებით ორმოცდაათი მილის დაშორებით მდებარე ივანკივის ისტორიული და ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი დაიწვა.[28] მუზეუმში წარმოდგენილი იყო ხალხური ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის, მარია პრიმაჩენკოს ნახატები და ჰანა ვერეშის ტექსტილის ნამუშევრები. ზოგიერთი ნახატი და სხვა ნივთი ადგილობრივებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან გადაარჩინეს. პრიმაჩენკოს, ვერეშის და სხვა მხატვრების ნამუშევრების განადგურების ან დაზიანების რაოდენობა უცნობია.[29]

ბაბინ იარის ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრი, რომელიც მშენებლობის პროცესში იყო, 2022 წლის 1 მარტს დაზიანდა. ცენტრში მდებარე მუზეუმის შენობა სტრუქტურულად დაზიანდა, ასევე დაზიანდა მიმდებარე სასაფლაო. ადგილის სხვა ელემენტები, მათ შორის, სინაგოგა და მენორას ქანდაკება, დაუზიანებელი იყო.[30][31] კიევის მცირე ოპერის შენობა 15 მარტს დაზიანდა.[32]

ვიაზივკაში დანგრეული ეკლესია

ხარკივის მიძინების ტაძარი ხარკივის ბრძოლის დროს დაზიანდა. ტაძარში არსებული ხელოვნების ნიმუშები და ვიტრაჟები დაზიანდა ფრთოსანი რაკეტის აფეთქების შედეგად, რომელმაც ასევე დააზიანა ხარკივის ცენტრი. რუსეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად, ასევე დაზიანდა ხარკივში მდებარე „სლოვოს“ შენობა,[33] ასევე ხარკივის გარეუბანში, დრობიცკი იარში მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთაადმი მიძღვნილი მემორიალი.[34] 7 მარტს, ხარკივის ხელოვნების მუზეუმის გარე იერსახე გარკვეულწილად დაზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ გამოფენები არ დაზიანებულა, ისინი კვლავ საფრთხის წინაშე დგანან ქუჩის და საჰაერო თავდასხმების გამო.[35] დაზიანდა მრავალი თანამედროვე შენობა, მათ შორის, ხარკივის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა, ხარკივის საქალაქო საბჭო, ოპერისა და ბალეტის თეატრი და ხარკივის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის შენობა.

IX-XIII საუკუნეების პოლოვცის ქვის ქანდაკებები იზიუმში. მარჯვნივ მდებარე ქანდაკება მთლიანად დანგრეულია; მეორე მსოფლიო ომის გმირების ახლომდებარე ძეგლი (ფონზე) ნაწილობრივ დანგრეულია.

ხარკივის ოლქის კიდევ ერთი ძლიერ დაზიანებული ქალაქი იყო იზიუმი, სადაც ქალაქისთვის ბრძოლაში დაზიანდა ან განადგურდა ისტორიული შენობები, ეკლესიები, მემორიალები, ასევე IX-XIII საუკუნეების პოლოვცის ქვის ქანდაკებები.[36][37]

2022 წლის მარტში, რუსულმა დაბომბვამ XIX საუკუნეში აშენებული სამი ხის ეკლესია გაანადგურა: ზავორიჩის წმინდა გიორგის ეკლესია, ვიაზივკაში ღვთისმშობლის შობის ეკლესია და ლუკიანოვკაში ამაღლების ეკლესია.[38][39] ეს ეკლესიები მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში შედიოდა.[40][41] სვიატოჰირსკის გამოქვაბულის მონასტერი 2022 წლის 12 მარტიდან ივნისის დასაწყისამდე, როდესაც ეს ტერიტორია რუსეთმა დაიპყრო, რამდენჯერმე დაზიანდა საჰაერო დარტყმებისა და დაბომბვების შედეგად. მონასტრის რამდენიმე ეკლესია მთლიანად განადგურდა და სხვა შენობებიც დაზიანდა.[42] პირველი დაბომბვის შედეგად, ასევე დაიჭრა მონასტრისკენ მიმავალი დაახლოებით 520 ლტოლვილიდან რამდენიმე პიროვნება.[43]

მარიუპოლის დრამატული თეატრი, ძირითადად, 2022 წლის 16 მარტს განადგურდა, მაშინ, როცა შიგნით სულ მცირე 1300 ადამიანი იმყოფებოდა.[44]

დონეცკის რეგიონალური დრამატული თეატრი, რომელიც 1960 წელს აშენდა, 2022 წლის 16 მარტს რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დიდწილად განადგურდა.[45] 2022 წლის 23 მარტს გამოცხადდა, რომ კუინძის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მხატვარ არკიპ კუინძის ეძღვნებოდა და სხვა უკრაინელი მხატვრების ნამუშევრებს ინახავდა, განადგურდა, თუმცა ზოგიერთი ნამუშევარი წინასწარ იყო ამოღებული. სექტემბერში რუსეთმა მიკოლაივის აკადემიური ხელოვნების დრამატული თეატრის ეზოში რაკეტა ისროლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.[46]

ჩერნიჰივის ქალაქში, რომელიც 24 თებერვლიდან ალყაში იყო მოქცეული, უკრაინის სიძველეთა მუზეუმის ვასილ ტარნოვსკის სახელობის სახლი 11 მარტს თითქმის მთლიანად განადგურდა.[47] გოთური აღორძინების სტილში აგებული ჩერნიჰივის რეგიონალური ახალგაზრდული ბიბლიოთეკა გარკვეულწილად დაზიანდა. 6 მარტს, ჩერნიჰივის რეგიონალური ხელოვნების მუზეუმი დაიბომბა იმავე დღეს, როდესაც დაზიანდა ჩერნიჰივის ლიტერატურული მუზეუმ-ნაკრძალი. ასევე დაზიანდა კინოთეატრი „შჩორსი“, სასტუმრო „უკრაინა“ და სამხედროებისთვის განკუთვნილი მუზეუმის ფილიალი, რომლის შიგთავსიც ადრე სარდაფში იყო დალუქული.[48] კოროლენკოს სახელობის ჩერნიჰივის რეგიონალური უნივერსალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა 30 მარტს დაიბომბა, რის შედეგადაც მისი ბიბლიოთეკა დაზიანდა.[49]

2022 წლის მარტის ბოლოს გამოცხადდა, რომ მარიუპოლის ალყის დროს განადგურდა უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი კერძო კომპიუტერული მუზეუმი, Club 8-bit, რომელიც ინახავდა 1950-იანი წლებით დათარიღებულ კომპიუტერული ისტორიის 500-ზე მეტ ნიმუშს.[50]

ტროსტიანეცის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს მე-18 და მე-19 საუკუნეების კოენიგის მამულში, ოკუპაციისა და დაბომბვის შემდეგ.

ტროსტიანეცის მერმა 2022 წლის აპრილში განაცხადა, რომ კენიგის მამული, მე-18 საუკუნის ნეოკლასიკური სასახლის კომპლექსი, რომელიც მოიცავს ადგილობრივი ისტორიის მუზეუმს, შოკოლადის მუზეუმს, ხელოვნების გალერეას, რუსი კომპოზიტორის, პიტერ ჩაიკოვსკის გალერეას და ბაღებს, დაზიანდა რუსული ძალების მიერ 2022 წლის თებერვლიდან ოკუპაციისა და დაბომბვის დროს. იმავე თვეში უკრაინის ხელისუფლებამ განზრახ დაშალა 27 ფუტის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელზეც გამოსახული იყო ორი უკრაინელი და რუსი მუშა, რომლებიც საბჭოთა მეგობრობის ორდენს უჭერდნენ მხარს და ხალხთა მეგობრობის დიდი თაღის ქვეშ იყო განთავსებული. ნაგებობები 1982 წელს, საბჭოთა კავშირის 60 წლისთავის აღსანიშნავად დამონტაჟდა, თუმცა უკრაინა ქანდაკების დემონტაჟის საკითხს 2016 წლიდან განიხილავდა.

4 მაისს უკრაინელმა კულტურის ინსპექტორებმა განაცხადეს, რომ რუსმა ჯარებმა გაანადგურეს კურგანები, უძველესი სამარხები, რომლებიც 2000 წელზე მეტი ხნისაა. როგორც ამბობენ, 15 მეტრამდე სიმაღლის ბორცვები არტილერიის ცეცხლისთვის ამაღლებულ პოზიციებად გამოიყენებოდა.

გრიგორი სკოვოროდას მემორიალური მუზეუმი 6-ის მაისის დაბომბვის შემდეგ.

6 მაისს, გრიგორი სკოვოროდას ქ. სკოვოროდინივკაში, ხარკივის ოლქში, რუსული რაკეტის სამიზნე გახდა და დაიწვა.[51] ყველაზე ძვირფასი ნივთები წინასწარ იქნა ევაკუირებული.[52]

ებრაული სასაფლაო გლუხოვში, 8 მაისის დაბომბვის შემდეგ.

8 მაისს რუსულმა დაბომბვამ ისტორიული ებრაელთა სასაფლაო დააზიანა ჰლუხივში. ზოგიერთი საფლავი ხეების წაქცევის შედეგად განადგურდა, სასაფლაო კი მეზობელი სახლების სახურავის ნამსხვრევებით იყო მოფენილი.

2023 წლის ივნისის მონაცემებით, მხოლოდ ხარკივის ოლქში საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებზე რუსული არტილერიის ან სარაკეტო თავდასხმის 634 ინციდენტი დაფიქსირდა და მტკიცებულებები ასეთი დაწესებულებების განზრახ მიზანში ამოღებაზე მიუთითებს.[53]

2022 წლის აპრილში მარიუპოლის საქალაქო საბჭომ განაცხადა, რომ მარიუპოლის მუზეუმებიდან ორ ათასზე მეტი ექსპონატი მოიპარეს, მათ შორის, არქიპ კუინძისა და ივან აივაზოვსკის ორიგინალური ნამუშევრები. მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან და კუინძის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების უმეტესობა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტანეს. თუმცა, მარიუპოლის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის დირექტორმა, ნატალია კაპუსტნიკოვამ, კრემლის მომხრე საინფორმაციო გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადა, რომ მან აივაზოვსკის და კუინძის ნამუშევრები რუსულ ძალებს „საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ“ გადასცა.[54]

ხერსონის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის გაძარცვა.

2022 წლის მაისში, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა მელიტოპოლიდან უკრაინაში არსებული სკვითური არტეფაქტების „ყველაზე დიდი და ძვირადღირებული“ კოლექციები გაძარცვეს.[55] უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ, განაცხადა, რომ 2022 წლის ოქტომბრამდე რუსეთის ძალებმა უკრაინის თითქმის ორმოცი მუზეუმიდან ათასობით არტეფაქტი გაძარცვეს. ტკაჩენკომ ასევე განაცხადა, რომ გაძარცვული ნივთები და სხვა კულტურული ძეგლების განადგურება ასობით მილიონი დოლარის ზარალსა და დაკარგულ ნივთებს შეადგენდა. სხვა მუზეუმებთან ერთად, 2022 წლის ნოემბერში ქალაქიდან უკან დახევამდე რუსულმა ძალებმა გაძარცვეს ხერსონის ორი მთავარი მუზეუმი: ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი და ხელოვნების მუზეუმი, საიდანაც დაახლოებით 10 000 ხელოვნების ნიმუში მოიპარეს. ნივთები ყირიმის მუზეუმებში გადაიტანეს.[56][57]

2022 წლის ბოლოს, როდესაც მარიუპოლი ჯერ კიდევ რუსული ძალების მიერ იყო ოკუპირებული, საშა კორბანის მიერ მარიუპოლის შენობის ფასადზე განთავსებული მურალი „მილანა“, რომელზეც გამოსახულია 3 წლის მილანა აბდურაშიტოვა, რომელიც 2015 წელს პრო-რუსული სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი გახდა, განადგურდა.

ონლაინ კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო მოხალისეები მუშაობენ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ციფრული კონტენტის არქივაციაზე, რომელიც განადგურების საფრთხის წინაშე დგას 2022 წლის რუსეთის შემოჭრის გამო.[58] ინტერნეტ-არქივი მხარს უჭერს სხვადასხვა სახის შენარჩუნების ძალისხმევას, მათ შორის, ინიციატივას „უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ონლაინ შენახვა“ (SUCHO), რომელიც 2022 წლის 1 მარტს დაიწყო.[59]

SUCHO მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს სტენფორდის უნივერსიტეტის, ტაფტსის უნივერსიტეტისა და ავსტრიის ციფრული ჰუმანიტარული და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის სამი აკადემიკოსიTwitter-ზე დაუკავშირდა ერთმანეთს. ჯგუფმა გადაწყვიტა გააფართოვოს ინტერნეტ-არქივების Wayback Machine-ის გამოყენება, რომელიც მხოლოდ მთავარ გვერდს აფიქსირებს და გამოიყენა კომპიუტერებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ასოციაციისა და ევროპის ციფრული ჰუმანიტარული მეცნიერებების ასოციაციის, ასევე Amazon-ისა და DigitalOcean-ის გრანტები. ინიციატივის პირველი ორი კვირის განმავლობაში, უკრაინის კულტურული ორგანიზაციების 1 500-ზე მეტ ვებსაიტზე, ციფრულ ექსპონატზე, ღია წვდომის პუბლიკაციებსა და სხვა ონლაინ-რესურსებზე შეიქმნა ციფრული არქივი, რომელიც დაახლოებით სამ ტერაბაიტ მონაცემს შეადგენდა.[60]

პროექტი „Backup Ukraine“ 2022 წლის მაისში გამოცხადდა და ის VICE Media Group-ის Virtue- სთან, Blue Shield Denmark-თან და დანიის იუნესკოს ეროვნულ კომისიასთან პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი მოხალისეებს სთხოვს, აპლიკაციის გამოყენებით დაასკანირონ უკრაინაში არსებული ობიექტები, რომლებიც შემდეგ 3D მოდელად გარდაიქმნება და ღრუბლოვან მონაცემთა ბაზაში აიტვირთება სარეზერვო ასლის შესაქმნელად. პროექტში უკვე ატვირთული სკანირებული ფოტოები მოიცავს ყოველდღიურ ნივთებს, როგორიცაა საძინებლები და შინაური ცხოველები, ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.[61] Google-მა შექმნა გამოცდილება, სახელწოდებით „უკრაინა აქ არის“, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს, 3D ფორმატში დაათვალიეროს 40-ზე მეტი კულტურული ღირსშესანიშნაობა ეროვნული პარკების 360-გრადუსიანი ხედებით. ხელოვნების ნიმუშების ნახვა, ასევე შესაძლებელია გაფართოებული რეალობის საშუალებით Google Arts and Culture აპლიკაციის მეშვეობით.[62]

შირსეშანიშნავი ადგილების დაზიანების ეფექტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის არქეოლოგიის ინსტიტუტის მთავარმა მკვლევარმა, ალექსანდრ სიმონენკომ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არტეფაქტებისა და კულტურული ინსტიტუტების ნებისმიერი ძარცვა და განადგურება შეუცვლელია და თუ უკრაინული კულტურა გაქრება, ეს გამოუსწორებელი კატასტროფა იქნება. უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და მუზეუმებზე თავდასხმები უკრაინული იდენტობის წინააღმდეგ ომად შეაფასა 2022 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, უკრაინულ მუზეუმში გამოსვლისას.[63] ლვივის ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექტორმა, ტარას ვოზნიაკმა, გაიმეორა ეს კომენტარები და განაცხადა: „პუტინმა იცის, რომ ხელოვნების, ჩვენი ისტორიის გარეშე უკრაინას უფრო სუსტი იდენტობა ექნება“.

ზოგიერთმა აკადემიკოსმა, როგორიცაა ლექსიკოგრაფი და კოლუმბიის უნივერსიტეტის უკრაინული ენის ლექტორი, შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსული ძალების მიერ უკრაინული კულტურის განადგურება უკრაინის განადგურების მცდელობაა, მაშინაც კი, თუ უკრაინა ომს მოიგებს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა არა მხოლოდ კარგავდა თავისი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს, არამედ მისი იდენტობა და ისტორიის ნაწილი გაქრებოდა, თუ ომი არ დასრულდებოდა.[64] დამატებითი შეშფოთება გამოთქვა კულტურული უფლებების საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა მომხსენებელმა, რომელმაც გააფრთხილა, რომ უკრაინული იდენტობისა და ისტორიის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და უარყოფა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები და უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის განადგურება ხანგრძლივ შედეგებს მოიტანდა.[65]

დანიის „ლურჯი ფარის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განადგურება მისი ეროვნული იდენტობის შელახვის ყველაზე სწრაფი გზაა და რომ მეორე მსოფლიო ომისა და სხვა კონფლიქტების შემდეგ დასკვნები ისაა, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა კონფლიქტების შემდეგ საზოგადოების აღდგენის საუკეთესო გზაა.

უკრაინელმა მეცნიერებმა შეშფოთება გამოთქვეს „მზარდი კულტურული კატასტროფის“ შესახებ, რასაც იზიარებს J Paul Getty Trust-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს კუნო. კუნოს განცხადებაში დაგმობილია უკრაინაში ჩადენილი კულტურული სისასტიკე, ადამიანური და გარემოსდაცვითი დანაკარგები და ნათქვამია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება ძირითადი ღირებულებაა. სმითსონის კულტურული გადარჩენის ინიციატივამ მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად უკრაინელ კონტაქტებთან ითანამშრომლა, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში გაიარეს ტრენინგი.

სიმონ ვიზენტალის ცენტრმა 2022 წლის 7 მარტს მოუწოდა იუნესკოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინაში არსებული ყველა რელიგიური და კულტურული ობიექტის დასაცავად, რუსეთის მიერ ბაბი იარის ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრის დაბომბვის შესახებ ინფორმაციის შემდეგ. ვიზენტალის ცენტრმა, ასევე მოუწოდა რუსეთის შემოჭრის გამო რუსეთს აეკრძალოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონფერენციის მასპინძლობა, რომელიც თავდაპირველად 19-30 ივნისს იყო დაგეგმილი, რადგან კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო ყაზანში, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქში, რომელიც რუსეთის ფედერალური სუბიექტია.[66]

9 მარტს, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ გამოაცხადა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების განადგურების შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესახებ.[67] ამავდროულად, სამინისტრომ მოუწოდა, არ გავრცელდეს ინფორმაცია კულტურული ქონების დაცვის გზების ან ომის დროს მუზეუმის კოლექციების განთავსების ან გადაადგილების შესახებ. 5 აპრილს, უკრაინის კულტურის ფონდმა გამოუშვა ინტერაქტიული რუკა სახელწოდებით „კულტურული დანაკარგების რუკა“, რომელიც ასახავს შემოჭრის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით განადგურებულ ან დაზიანებულ მემკვიდრეობის ძეგლებს.[68]

რუსული ჯარების მიერ სკვითური არტეფაქტების ძარცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საბერძნეთის კულტურის მინისტრმა ლინა მენდონიმ ძარცვას საზარელი და ბარბაროსული უწოდა და ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განხორციელებულ ძარცვას, როდესაც შლიმანის გათხრებიდან აღებული პრიამოსის საგანძური რუსეთში გადაიტანეს. მენდონიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა წითელი სიის შექმნისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნაძარცვი არტეფაქტებით უკანონო ვაჭრობა და შეიქმნას პლატფორმის შექმნა ნაძარცვი კულტურული ფასეულობების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად.[69]

  1. ↑ Herb, Jeremy; Starr, Barbara; Kaufman, Ellie (24 February 2022). "US orders 7,000 more troops to Europe following Russia's invasion of Ukraine". Oren Liebermann and Michael Conte. CNN. Archived from the original on 27 February 2022. Retrieved 27 February 2022. Russia's invasion of its neighbor in Ukraine is the largest conventional military attack that's been seen since World War II, the senior defense official said Thursday outlining United States observations of the unfolding conflict
  2. ↑ Karmanau, Yuras; Heintz, Jim; Isachenkov, Vladimir; Litvinova, Dasha (24 February 2022). "Russia presses invasion to outskirts of Ukrainian capital". ABC News. Photograph by Evgeniy Maloletka (AP Photo). Kyiv: American Broadcasting Company. Associated Press. Archived from the original on 27 February 2022. Retrieved 26 February 2022. ... [a]mounts to the largest ground war in Europe since World War II.
  3. ↑ Tsvetkova, Maria; Vasovic, Aleksandar; Zinets, Natalia; Charlish, Alan; Grulovic, Fedja (27 February 2022). "Putin puts nuclear 'deterrence' forces on alert". Reuters. Writing by Robert Birsel and Frank Jack Daniel; Editing by William Mallard, Angus MacSwan and David Clarke. Kyiv: Thomson Corporation. Archived from the original on 27 February 2022. Retrieved 27 February 2022. ... [t]he biggest assault on a European state since World War Two.
  4. ↑ Akinsha, Konstantin. (25 March 2022)"Culture in the crossfire: Ukraine's key monuments and museums at risk of destruction in the war". The Art Newspaper. ციტირების თარიღი: 26 March 2022.
  5. ↑ Kirchmair, Lando. (2022-03-21)"The War of Aggression Against Ukraine, Cultural Property and Genocide: Why it is Imperative to Take a Close Look at Cultural Property". EJIL: Talk!. ციტირების თარიღი: 2022-11-11.
  6. ↑ "Salvaging Ukraine's culture: Country's history & language under threat". euronews (2022-09-13). ციტირების თარიღი: 2022-11-11.
  7. 1 2 Hausler, Kristin; Drazewska, Berenika. "How does international law protect Ukrainian cultural heritage in war? Is it protected differently than other civilian objects?" (PDF). British Institute of International and Comparative Law.
  8. ↑ Sherwood, Harriet. (2022-03-01) 'Cultural catastrophe': Ukrainians fear for art and monuments amid onslaught en. ციტირების თარიღი: 2022-03-11
  9. ↑ Katz, Brigit. (March 8, 2022) Unesco Sounds the Alarm Over Threats to Ukrainian Cultural Heritage en. ციტირების თარიღი: 2022-03-11
  10. ↑ Jack, Victor. (2022-04-22) Trolling Russia, Ukraine registers Moskva shipwreck as 'underwater cultural heritage' en-US. ციტირების თარიღი: 2022-05-10
  11. ↑ Braun S.. (2022-03-17) Ukraine rushes to save cultural heritage from destruction en-GB.
  12. ↑ Holland. (March 4, 2022) 'Concerned' Ukrainian locals help protect Lviv's historic statues.
  13. ↑ Кречетова Д.. (2022-04-16) На захисті від "русского мира": як рятують українські пам'ятки і чому Київ лишив монумент Незалежності відкритим. Українська правда.
  14. ↑ Kharif, Olga. (April 1, 2022) Ukraine Raises $600,000 Through Museum NFT Sales to Help Rebuild. ციტირების თარიღი: 2022-04-05
  15. ↑ Mattei, Shanti Escalante-De. (2022-03-28) Ukraine Has Launched an NFT 'Museum' to Preserve the Country's History en-US. ციტირების თარიღი: 2022-04-05
  16. ↑ Hickley, Catherine. (2022-03-04) Unesco 'gravely concerned' about damage to Ukrainian cultural heritage. ციტირების თარიღი: 2022-03-11
  17. ↑ Kishkovsky, Sophia. (2022-09-09) Ukraine gets emergency Red List for art as evidence mounts of 'trading networks flowing West'. ციტირების თარიღი: 2022-10-13
  18. ↑ Iotkovska. (May 11, 2022) Czechia helps Ukraine preserve its endangered cultural heritage | TheMayor.EU en.
  19. ↑ Protecting cultural heritage in Ukraine | Aliph Foundation - Protecting heritage to build peace en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-01-29. ციტირების თარიღი: 2025-05-07.
  20. ↑ Ukraine Hilfslieferungen für Rettung von Kunst- und Kulturgut de.
  21. ↑ Garrova, Robert. (2022-04-15) Ukrainian Culture Center To Host Art Fundraiser, Concert For War Relief en. ციტირების თარიღი: 2022-04-20
  22. ↑ Freeman, Mike. (2022-04-18) San Diego's Ukrainian community leans into Easter cultural traditions in time of war en-US. ციტირების თარიღი: 2022-04-20
  23. ↑ In Milan, Ukrainian designers show off their cultural heritage en (2022-06-13). ციტირების თარიღი: 2022-06-13
  24. ↑ Gault, Matthew. (2022-05-06) Backup Ukraine Is Looking to Preserve The Country’s Cultural Heritage en. ციტირების თარიღი: 2024-02-13
  25. ↑ Эксперт ЮНЕСКО: «Мониторинг разрушений украинских культурных ценностей идет с первых дней войны» ru. Международное французское радио (2022-06-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-17.
  26. ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  27. ↑ Farago, Jason (2022-12-27). „When Cultural Heritage Becomes a Battlefront“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  28. ↑ The Ukrainian Cultural Sites at Risk of Destruction. Bloomberg (2022-03-08).
  29. ↑ Getty condemns cultural 'atrocities' as Ukrainian heritage museum burns (2022-03-01).
  30. ↑ Harkov, Lahav. (1 March 2022) Russia strikes Babyn Yar Holocaust memorial site in Ukraine. ციტირების თარიღი: 2 March 2022
  31. ↑ Wertheimer, Tiffany. (2 March 2022) Babyn Yar: Anger as Kyiv's Holocaust memorial is damaged. ციტირების თარიღი: 3 March 2022
  32. ↑ Разрушение музеев, театров и храмов — это военное преступление Под обстрелами в Украине уничтожены десятки гражданских объектов. Что за это будет России? ru. ციტირების თარიღი: 2022-04-27
  33. ↑ O'Sullivan, Feargus. (8 March 2022) The Ukrainian Cultural Sites at Risk of Destruction. ციტირების თარიღი: 8 March 2022
  34. ↑ Levine, Jon. (2022-03-26) Russian forces damage Holocaust memorial near Kharkiv en-US. ციტირების თარიღი: 2022-04-05
  35. ↑ Велике російське руйнівництво: Архітектурні пам'ятки, пошкоджені війною uk-UA (2022-03-18). ციტირების თარიღი: 2022-04-27
  36. ↑ 'Only fascists can destroy World War II and Holocaust memorials'. Euractiv (2022-04-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-12.
  37. ↑ Ukrainian stone statues—likened to Easter Island's Moai—destroyed during Russian invasion. The Art Newspaper (2022-09-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-23.
  38. ↑ Murphy, Paul P.; Pennington, Josh. Church in Ukrainian village of Zavorychi on fire after alleged military strike en (2022-03-07). ციტირების თარიღი: 2022-03-14
  39. ↑ Ворог спалив Свято-Георгіївську церкву в Заворичах // Телеканал ATR, 07.03.2022Росія нищить наші православні храми — УПЦ Московського патріархату (2022-03-07).„"Потеря невосполнима". Захватчики сожгли старинную церковь с уникальным иконостасом“. Рбк-Украина. RBK. 2022-03-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-03. ციტირების თარიღი: 2025-05-07.
  40. ↑ Від обстрілів продовжують страждати храми. Зруйновані древні церкви у селах В'язівка та Заворочі (2022-03-07).
  41. ↑ У Лук'янівці знищено древній храм Бориспільської єпархії УПЦ (2022-03-26).
  42. ↑ Clues to the Fate of Five Damaged Cultural Heritage Sites in Ukraine (2022-06-07).
  43. ↑ Regan, Helen. Russian airstrike damages historic Ukrainian monastery en (2022-03-13). ციტირების თარიღი: 2022-03-18
  44. ↑ Survivors emerge from rubble of Mariupol theater bombed by Russia (17 March 2022).
  45. ↑ „Ukraine: Mariupol city council claims Russia destroys crowded theater — live updates“. Deutsche Welle (ინგლისური). 2022-03-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-16. ციტირების თარიღი: 2022-03-16.
  46. ↑ Naylor, Aliide (24 September 2022). „Theater in the Bomb Shelter: How the Arts Are Surviving Russia's Invasion of Ukraine“. Radio Free Europe/Radio Liberty.
  47. ↑ Museum building heavily damaged in Ukraine's battle-ravaged city of Chernihiv (2022-03-15).
  48. ↑ У Чернігові обстрілом зруйнували історичну будівлю молодіжного театру.
  49. ↑ Російські загарбники обстріляли унікальні історичні пам'ятки Чернігова (Фото) (2022-03-30).
  50. ↑ Russia's invasion of Ukraine has destroyed a historic computer museum (March 27, 2022).
  51. ↑ Goodman, Amy. (2022-05-12) Author Andrey Kurkov: Russia's War Is an Attack on Ukrainian Identity en. ციტირების თარიღი: 2022-05-24
  52. ↑ Hryhoriy Skovoroda National Museum destroyed in Kharkiv region, head of Kharkiv region state administration says ru (2022-05-07). ციტირების თარიღი: 2022-05-24
  53. ↑ „The Kharkiv class of 2023 may be few in number, but it holds big hopes for the future“. ABC News (ინგლისური). 2023-06-04. ციტირების თარიღი: 2023-06-05.
  54. ↑ Ukraine accuses Russian forces of seizing 2,000 artworks in Mariupol en. the Guardian (2022-04-29). ციტირების თარიღი: 2022-05-22
  55. ↑ Grylls, George (May 4, 2022). „Russian troops are destroying ancient nomadic tombs“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. ციტირების თარიღი: 2022-05-22.
  56. ↑ Ukraine reports looting of Kherson museums by Russian troops (2022-11-17).
  57. ↑ Russia to take over Ukrainian museum collections as formal annexation plans announced (2022-09-30).
  58. ↑ Volunteers Rally to Archive Ukrainian Web Sites. blog.archive.org (22 March 2022). ციტირების თარიღი: 26 March 2022
  59. ↑ Volunteers Unite to Archive Ukrainian Cultural Heritage. sucho.org (8 March 2022). ციტირების თარიღი: 26 March 2022
  60. ↑ Cascone, Sarah. (2022-03-14) How Tech Experts in the West Are Rushing to Save the Digital Archives of Ukraine's Museums en-US. ციტირების თარიღი: 2022-04-05
  61. ↑ Gault, Matthew. (May 6, 2022) Backup Ukraine Is Looking to Preserve The Country's Cultural Heritage en. ციტირების თარიღი: 2022-05-28
  62. ↑ Shah, Saqib. (November 25, 2022) Google preserves Ukraine's historical culture in virtual exhibition en-GB. ციტირების თარიღი: 2022-11-25
  63. ↑ Dawson, Bethany. (October 9, 2022) Putin's forces have looted nearly 40 museums in Ukraine, plundering thousands of 'priceless' treasures, says culture minister en-US. ციტირების თარიღი: 2022-10-10
  64. ↑ Gedeon, Joseph. (May 3, 2022) Destruction of cultural sites in Ukraine puts country's identity in peril en. ციტირების თარიღი: 2022-05-28
  65. ↑ Jarvis, Hayley. (27 May 2022) Russia's culture crushing in Ukraine will leave deep scars, warns UN rights expert en-GB. ციტირების თარიღი: 2022-05-28
  66. ↑ Russia should be barred from hosting World Heritage Conference – SWC en-US. The Jerusalem Post | JPost.com (7 March 2022). ციტირების თარიღი: 2022-03-11
  67. ↑ Ворог руйнує культурні пам'ятки: куди надсилати докази для Гааги?. ციტირების თარიღი: 2022-04-27
  68. ↑ Росія нищить культурні пам'ятки України: з'явилася інтерактивна мапа втрат. ციტირების თარიღი: 2022-04-27
  69. ↑ Bureau, Athens. (2022-05-03) Greece Condemns Russian Looting Of Melitopol Museum en-US. ციტირების თარიღი: 2022-05-22