შინაარსზე გადასვლა

უკრაინული ენის რომანიზაცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკრაინული ენის რომანიზაცია, ან უკრაინული ენის ლათინიზაცია არის ლათინურ წერილებში უკრაინული ენის წარმოდგენა. უკრაინული ენა ტრადიციულად დაწერილია საკუთარ უკრაინულ ანბანზე, რომელიც ეფუძნება კირილიცას ანბანს. რომანიზაცია, შესაძლოა, გამოყენებული იყოს, როგორც უკრაინული ტექსტის წარმოდგენა ან მეტყველება არა-უკრაინელი მკითხველებისთვის, ან იმ მწერლებისთვის, რომლებიც არ იცნობენ კარგად უკრაინულ ანბანს. რომანიზაციის მეთოდები მოიცავს ტრანსლიტერაციასა (რეპრეზენტირებული წერითი ტექსტი) და ტრანსკრიფციას (რეპრეზენტირებული წარმოთქმითი სიტყვა).

რომანიზაციისგან განსხვავებით, რამდენიმე ისტორიული წინადადება არსებობდა მშობლიური უკრაინული ლათინური ანბანის შესახებ, როგორც წესი, დასავლეთსლავური ენების მიერ გამოყენებული ანბანის საფუძველზე, მაგრამ არცერთი არ იყო ფართოდ მიღებული.

რომანიზაციის სისტემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუთენიული ენის ანბანის ასოების ცხრილის ნაწილი, ივან უჟევიჩის მიერ (1645 წ.). სვეტებში მითითებულია დაბეჭდილი ასოების სახელწოდებები, ხელნაწერში დაწერილი კირილიცა და ლათინური ასოები, გავრცელებული კირილიცული ასოების ფორმები და ლათინური ტრანსლიტერაცია. (მე-2 და მე-3 ნაწილები)

ტრანსლიტერაცია არის ტექსტის ასო-ასო წარმოდგენა სხვა დამწერლობის სისტემის გამოყენებით. რუდნიცკიმ ტრანსლიტერაციის სისტემები რამდენიმე ნაწილად დაჰყო: სამეცნიერო ტრანსლიტერაციად, რომელიც გამოიყენება აკადემიურ და განსაკუთრებით, ლინგვისტურ ნაშრომებში, და პრაქტიკულ სისტემებად, რომლებიც გამოიყენება ადმინისტრაციაში, ჟურნალისტიკაში, საფოსტო სისტემაში, სკოლებში და ა.შ.[1] სამეცნიერო ტრანსლიტერაცია, რომელსაც ასევე უწოდებენ აკადემიურ სისტემას, გამოიყენება საერთაშორისო დონეზე ძალიან მცირე სახესხვაობით, ხოლო ტრანსლიტერაციის სხვადასხვა პრაქტიკული მეთოდი ადაპტირებულია სხვა ენების, როგორიცაა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და ა.შ., ორთოგრაფიულ კონვენციებთან.

ტრანსლიტერაციის მიზნიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს ორიგინალური ტექსტის რეკონსტრუქცია, ან შეიძლება სასურველი იყოს ისეთი ტრანსლიტერაცია, რომელიც ხმამაღლა წაკითხვისას ორიგინალის ენაზე ჟღერს.

სამეცნიერო ტრანსლიტერაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო ტრანსლიტერაცია, რომელსაც ასევე აკადემიურ, ლინგვისტურ, საერთაშორისო ან სამეცნიერო სისტემას უწოდებენ, ყველაზე ხშირად სლავური ენების შესახებ ლინგვისტურ პუბლიკაციებში გვხვდება. სამეცნიერო ტრანსლიტერაცია წმინდა ფონემატიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული სიმბოლო წარმოადგენს ბგერის ერთ მნიშვნელოვან ერთეულს და ეფუძნება ხორვატულ ლათინურ ანბანს.[2] ისტორიული ძველი უკრაინულის (XI-XIV საუკუნეების შუა პერიოდი) და შუა უკრაინულის (XV-XVIII საუკუნეები) ფონოლოგიის წარმოსადგენად სხვადასხვა სახესხვაობები შესაფერისი.

ეს სახესხვაობა კოდიფიცირებულია 1998 წლის პრუსიულ ინსტრუქციებში ბიბლიოთეკებისთვის, მეორენაირად Preußische Instruktionen (PI) და ფართოდ გამოიყენებოდა ბიბლიოგრაფიულ კატალოგიზაციაში ცენტრალურ ევროპასა და სკანდინავიაში. შემდგომი მოდიფიკაციებით, ეს სახესხვაობა (ვარიაცია) გამოქვეყნდა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორც რეკომენდაცია ISO/R 9 1954 წელს, ხოლო მისი გადახედვა მოხდა 1968 წელს და კვლავ, როგორც საერთაშორისო სტანდარტი - 1986 და 1995 წლებში.

კომპიუტერების მეშვეობით ყველა საჭირო დიაკრიტიკული ნიშნის წარმოსადგენად საჭიროა Unicode, Latin-2, Latin-4 ან Latin-7-ის კოდირება. სხვა სლავურ-რომანიზებული ანბანები, რომლებიც ზოგჯერ გვხვდება, არის სლოვაკურ ან პოლონურ ანბანზე დაფუძნებული რომანიზაციები, რომლებიც მოიცავს პალატალიზებული თანხმოვნების სიმბოლოებს.

კონგრესული სისტემის ბიბლიოთეკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ALA-LC რომანიზაციის ცხრილები პირველად ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაციამ 1885 წელს განიხილა და 1904 და 1908 წლებში გამოაქვეყნა.[3] მათ შორის, საეკლესიო სლავური ენის რომანიზაციის წესები, რეფორმამდელი რუსული ანბანი და სერბულ-ხორვატული.[4] გადამუშავებული ცხრილები, მათ შორის უკრაინული, 1941 წელს გამოქვეყნდა[5] და პრაქტიკულად, უცვლელი რჩება 2011 წლის უახლესი გამოცემის მიხედვით.[6] ეს სისტემა ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის წარმოსადგენად გამოიყენება აშშ-სა და კანადის ბიბლიოთეკების, ბრიტანეთის ბიბლიოთეკის მიერ 1975 წლიდან[7] და ჩრდილოეთ ამერიკის პუბლიკაციებში.

ბიბლიოგრაფიული კატალოგიზაციის გარდა, აკადემიური და ზოგადი პუბლიკაციების ტექსტში რომანიზაციისთვის ფართოდ გამოიყენება კონგრესის ბიბლიოთეკის სისტემის გამარტივებული ვერსიები. შენიშვნების ან ბიბლიოგრაფიული მითითებებისთვის, ზოგიერთი პუბლიკაცია იყენებს ლიგატურების გარეშე ვერსიას, რაც საკმარის სიზუსტეს უზრუნველყოფს, მაგრამ ამავდროულად, შრიფტის აკრეფის ტვირთს ამარტივებს და წაკითხვადობას აადვილებს. სპეციალიზებული აუდიტორიისთვის ან სლავური ენების მცოდნე პირებისთვის ზოგჯერ გამოიყენება ვერსია ლიგატურებისა და დიაკრიტიკული ნიშნების გარეშე.[8] უფრო ფართო აუდიტორიისთვის, პირადი, ორგანიზაციული და ადგილმდებარეობის სახელწოდებებისთვის გამოიყენება „კონგრესის ბიბლიოთეკის მოდიფიცირებული სისტემა“, სადაც გამოტოვებულია ყველა ლიგატურა და დიაკრიტიკა, უარყოფილია რბილი ნიშანი ь (ʹ), საწყისი Є- ( I͡E- ), Й- ( Ĭ- ), Ю- ( I͡U- ) და Я- ( I͡A- ) წარმოდგენილია Ye-, Y-, Yu- და Ya--თი, გვარების საბოლოო -ий ( -yĭ ) და -ій ( -iĭ ) დაბოლოებები გამარტივებულია -y- მდე და ზოგჯერ ანგლიციზებულია საერთო სახელები, მაგალითად, Олександр (ოლექსანდრ) იწერება, როგორც ალექსანდრე.

1969 წელს რუსული ენისთვის მსგავსი პრინციპები სისტემატურად აღწერა ჯ. თომას შოუმ და მას შემდეგ ფართოდ გამოიყენება. მათი გამოყენება უკრაინულ და მრავალენოვან ტექსტებში აღწერილია კუბიოვიჩის „უკრაინის ენციკლოპედიის“ 1984 წლის ინგლისურ თარგმანში და გრუშევსკის უკრაინელ-რუსთა ისტორია 1997 წლის თარგმანში, ხოლო სხვა წყაროები მათ მოიხსენიებენ თავიანთ ნაშრომში, როგორიცაა, მაგალითად, ისტორიკოსი სერგეი პლოხი. თუმცა, გამოყენების დეტალები განსხვავებულია, მაგალითად, უკრაინის ისტორიული ლექსიკონის ავტორები რბილ ნიშანს ь „о“-ს წინ i- თი თარგმნიან, „ამგვარად, ხვილიოვი და არა - ხვილოვი, როგორც უკრაინის ენციკლოპედიაშია “.[9]

დიაკრიტიკული ნიშნების დასაკავშირებლად საჭიროა უნიკოდი, გამარტივებული ვერსიისთვის კი მხოლოდ უბრალო ASCII სიმბოლოები.

ბრიტანული სტანდარტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანული სტანდარტი 2979:1958 „კირილიცას და ბერძნულ ასოთა ტრანსლიტერაცია“, BSI-დან, გამოიყენება ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.[10] ამ სახესხვაობას (ვარიაციას) იყენებენ ბრიტანეთის მუზეუმი და ბრიტანეთის ბიბლიოთეკა, თუმცა 1975 წლიდან მათი ახალი შენაძენები კატალოგიზირებულია კონგრესის ბიბლიოთეკის ტრანსლიტერაციის გამოყენებით.

„ბრიტანული“ სისტემის გარდა, სტანდარტი ასევე მოიცავს კირილიცას „საერთაშორისო“ სისტემის ცხრილებს, რომლებიც შეესაბამება ISO/R 9:1968 სტანდარტს (და ISO-ს რეკომენდაციას, პირიქით, აქვს BSI-ების შესაბამისი ალტერნატიული სისტემა). ის, ასევე, მოიცავს ბერძნული ენის რომანიზაციის ცხრილებს.

BGN/PCGN რომანიზაცია არის სტანდარტების სერია, რომელიც დამტკიცებულია ამერიკის შეერთებული შტატების გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭოსა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური გამოყენების გეოგრაფიული სახელწოდებების მუდმივი კომიტეტის მიერ. გამოთქმა არის ინტუიციური ინგლისურენოვანი მომხმარებლებისთვის. უკრაინის შემთხვევაში, ყოფილი BGN/PCGN სისტემა 1965 წელს შემოიღეს, მაგრამ 2019 წელს ის უკრაინის ეროვნულმა სისტემამ ჩაანაცვლა.[11][12] შეცვლილი ვერსია, ასევე მოხსენიებულია ოქსფორდის სტილის სახელმძღვანელოში.

თუ დამატებითი გამყოფები არ გამოიყენება, საჭიროა მხოლოდ ASCII სიმბოლოები.

საბჭოთა კავშირის GOST, COMECON-ის SEV და უკრაინის Derzhstandart ყოფილი ევრაზიული კომუნისტური ქვეყნების სამთავრობო სტანდარტიზაციის ორგანოებია. მათ გამოაქვეყნეს უკრაინული ენის რომანიზაციის სისტემების სერია, რომლებიც შეიცვალა ISO 9:1995 სტანდარტით. დეტალებისთვის იხ. GOST 16876-71.

2022 წლის 1 აპრილს, უკრაინის სახელმწიფო სტანდარტად დამტკიცდა „უკრაინული ტექსტების კირილიცა-ლათინური ტრანსლიტერაცია და ლათინურ-კირილური რეტრანსლიტერაცია. წერის წესები“ (ДСТУ 9112:2021). ეს სტანდარტი ეფუძნება მოდიფიცირებულ ISO 9:1995 სტანდარტს და შემუშავდა უკრაინის სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის ტექნიკური კომიტეტის 144-ე „ინფორმაციისა და დოკუმენტაციის“ მიერ. SSTL-ის თანახმად, მისი გამოყენება შესაძლებელია ევროკავშირსა და უკრაინას შორის სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, რა დროსაც „უკრაინული ენა, სხვა ევროპულ ენებთან ერთად, თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს მრავალენოვანი ბუნებრივი ენის დამუშავების სცენარებში, მათ შორის მანქანურ თარგმანის სფეროში“.[13]

1995 წლის დერჟსტანდარტის სისტემა (გამოგონილი მაქსიმ ვაკულენკოს მიერ), ასევე მოხსენიებულია DSTU 9112:2021 სტანდარტში (დამტკიცებულია 2022 წელს), როგორც „B სისტემა“; ახალი სტანდარტი, ასევე მოიცავს „A სისტემას“ დიაკრიტიკური ნიშნებით და ISO 9:1995-ისგან გარკვეული განსხვავებებით: г=ğ, ґ=g, є=je, и=y, і=i, х=x, ь=j, ю=ju, я=ja.

ISO 9 არის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სისტემების სერია. ISO-მ გამოაქვეყნა კირილიცას რომანიზაციის თავისი „საერთაშორისო სისტემის“ გამოცემები რეკომენდაციების (ISO/R 9) სახით 1954 და 1968 წლებში, ხოლო სტანდარტების (ISO 9) სახით 1986 და 1995 წლებში. ეს, თავდაპირველად, 1954 წელს სამეცნიერო ტრანსლიტერაციიდან მიიღეს და განკუთვნილია ევროპული ენების უმეტესობის მკითხველებისთვის გამოსაყენებლად. 1968 წლის გამოცემაში, ასევე შედიოდა ბრიტანული სტანდარტის იდენტური ალტერნატიული სისტემა.

1995 წლის გამოცემა ერთ ტრანსლიტერაციის ცხრილში მხარს უჭერს ეროვნული კირილიცას ანბანების უმეტესობას. ეს არის სუფთა ტრანსლიტერაციის სისტემა, სადაც თითოეული კირილიცული სიმბოლო წარმოდგენილია ზუსტად ერთი უნიკალური ლათინური სიმბოლოთი, რაც მას საიმედოდ შექცევადს ხდის, თუმცა ეს ამცირებს წაკითხვადობას და ინდივიდუალურ ენებთან მორგებას. ის მხოლოდ გრაფემებს განიხილავს და ფონემურ განსხვავებებს უგულებელყოფს. ასე მაგალითად, г ( უკრაინული He ან რუსული Ge ) ყოველთვის წარმოდგენილია ტრანსლიტერაციით g; ґ ( უკრაინული ასო Ge ) წარმოდგენილია g-თი.

კომპიუტერებზე ყველა საჭირო დიაკრიტიკული ნიშნის წარმოსადგენად საჭიროა Unicode და რამდენიმე სიმბოლო იშვიათად გვხვდება კომპიუტერულ შრიფტებში, მაგალითად g-grave: g̀.

უკრაინული ეროვნული ტრანსლიტერაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს უკრაინის ოფიციალური სისტემაა, რომელსაც ასევე იყენებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მრავალი ქვეყნის საგარეო სამსახურები. ამჟამად ის ფართოდ გამოიყენება უკრაინული გეოგრაფიული სახელების აღსანიშნავად, რომლებიც თითქმის რუსულიდან მთლიანად რომანიზირებული იყო 1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, და პასპორტებში პირადი სახელებისთვის. ის ინგლისურ ორთოგრაფიას ეფუძნება და მხოლოდ ASCII სიმბოლოებს მოითხოვს დიაკრიტიკული ნიშნების გარეშე. ის შეიძლება ჩაითვალოს „კონგრესის ბიბლიოთეკის მოდიფიცირებული სისტემის“ ვარიანტად, თუმცა არ ამარტივებს -ий და -ій დაბოლოებებს.

მისი პირველი ვერსია კოდიფიცირებულია იურიდიული ტერმინოლოგიის საკითხთა უკრაინის კომიტეტის 1996 წლის 19 აპრილს მიღებულ №9 გადაწყვეტილებაში,[14] რომელშიც აღნიშნულია, რომ სისტემა სავალდებულოა უკრაინული სახელწოდებების ინგლისურ ენაზე ტრანსლიტერაციისთვის საკანონმდებლო და ოფიციალურ აქტებში.

2007 წელს უკრაინულ პასპორტებში უკრაინული პირადი სახელების ტრანსლიტერაციის ახალი ოფიციალური სისტემა დაინერგა.

განახლებული 2010 წლის ვერსია გახდა ყველა საკუთარი სახელის ტრანსლიტერაციის სისტემა და დამტკიცდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 55-ე დადგენილებით, 2010 წლის 27 იანვარს. ამან შეცვალა ადრინდელი კანონები და გააერთიანა ოფიციალური დოკუმენტების, კარტოგრაფიული ნაშრომების გამოქვეყნების, დასახლებული პუნქტების, ქუჩების, გაჩერებების, მეტროს სადგურების და ა.შ. ნიშნებისა და ინდიკატორების ერთიანი სისტემა.

ის საერთაშორისო დონეზეა მიღებული. 2012 წლის 30 ივლისსა და 10 აგვისტოს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გეოგრაფიული სახელწოდებების ექსპერტთა ჯგუფის (UNGEGN) 27-ე სესიაზე, უკრაინის მიწის რესურსების სახელმწიფო სააგენტოს (ამჟამად ცნობილი, როგორც დერჟეოკადასტრი: უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო სამსახური) ექსპერტების ანგარიშის შემდეგ, დამტკიცდა რომანიზაციის უკრაინული სისტემა.[15] BGN/PCGN-მა სისტემა ერთობლივად 2019 წელს დანერგა.[16]

ოფიციალური გეოგრაფიული სახელწოდებები რომანიზირებულია პირდაპირ უკრაინული ორიგინალიდან და არ არის თარგმნილი. მაგალითად, კიევსკის ოლქი და არა - კიევის ოლქი, პივნიჩნოკრიმსკის არხი და არა - ჩრდილოეთ ყირიმის არხი.[17]

ინგლისურის გარდა, სხვა ენების რომანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2010 წელს დამონტაჟებულ სალაშქრო ბოძებზე ტრანსკარპათიაში უკრაინული ენის (პერემიჩკა, იასინა, უ სტეპანა) ჩეხური ტრანსლიტერაცია. თუმცა, ტრანსლიტერაცია სრულად თანმიმდევრული არ არის – „Ust Corna“ „Usť Čorna“-ს ნაცვლად, „Bliznica“ „Blyznycja“-ს ნაცვლად და ა.შ.

ინგლისურის გარდა, სხვა ენების მკითხველებისთვის განკუთვნილი რომანიზაცია, როგორც წესი, ფონეტიკურად ნაცნობ ორთოგრაფიაში გადაითარგმნება. მაგალითად, ანგლოფონებისთვის y, kh, ch, sh, shch შეიძლება გადაიწეროს, როგორც j, ch, tsch, sch, schtsch გერმანელი მკითხველებისთვის (ასოებისთვის й, х, ч, ш, щ), ან შეიძლება ითარგმნოს ლათინური ასოებით სხვა სლავური ენის, მაგალითად, პოლონური ან ხორვატული, ნორმალური ორთოგრაფიის შესაბამისად (როგორიცაა ზემოთ აღწერილი სამეცნიერო ტრანსლიტერაციის დადგენილი სისტემა).

ჩეხური და სლოვაკური სტანდარტული ტრანსლიტერაცია იყენებს დიაკრიტიკულ ასოებს (ž, š, č, ď, ť, ň, ě) და ასოებს i, y, j, h, ch, c ადგილობრივი მნიშვნელობით. დიფთონგური ასოები ორ ასოდ იწერება (ja, je, ji, ju, šč). მაგალითად, ტრანსკარპატიაში საფეხმავლო ნიშნებზე, რომელიც ჩეხეთის ტურისტთა კლუბის მეთოდოლოგიის მიხედვით შეიქმნა, ჩეხური ტრანსლიტერაცია გამოიყენებოდა - მოგვიანებით, ის უკრაინულმა მარკერებმა ინგლისური ტრანსკრიფციით ჩაანაცვლეს.[18] თუმცა, ის ფაქტი, რომ უკრაინამ თავად დაიწყო ინგლისური ტრანსლიტერაციის გამოყენება თავის დოკუმენტებსა და დაფებზე, ასევე გავლენას ახდენს ჩეხურ და სლოვაკურ ენებზე არსებულ პრაქტიკაზე, რომელშიც ასევე შეაღწია უკრაინული ენის ინგლისური ტრანსლიტერაციამ.

დროებითი რომანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჯაროდ ხელმისაწვდომი კომპიუტერების ან მობილური ტექსტური შეტყობინებების სერვისების მომხმარებლები ზოგჯერ იმპროვიზაციას უკეთებენ არაფორმალურ რომანიზაციას კლავიატურის ან სიმბოლოების ნაკრების შეზღუდვების გამო. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც ბგერის მსგავს, ასევე მსგავსი ასოების ჩანაცვლებას. მაგალითი: YKPAIHCbKA ABTOPKA „УКРАЇНСЬКА АВТОРКА“-სთვის. აგრეთვე, იხ. Volapuk-ის კოდირება.

ეს სისტემა იყენებს უკვე არსებულ სიმბოლოების ნაკრებს.

უკრაინული ტელეგრაფის კოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელეგრაფის გადაცემისთვის, თითოეულ ცალკეულ უკრაინულ ასოს ჰქონდა ლათინური ასოს 1:1 ეკვივალენტობა. ლათინური Q, W, V და X უკრაინული Я (ან ზოგჯერ Щ), В, Ж, Ь-ს ეკვივალენტურია. სხვა ასოები ფონეტიკურად იწერება. ეს ეკვივალენტობა გამოიყენება KOI8-U ცხრილის აგებაში.

ტრანსკრიფცია არის სალაპარაკო სიტყვის წარმოდგენა. ფონოლოგიური, ანუ ფონემიური ტრანსკრიფცია წარმოადგენს ენის ფონემებს, ანუ მნიშვნელოვან ბგერებს და სასარგებლოა სიტყვის ზოგადი წარმოთქმის აღსაწერად. ფონეტიკური ტრანსკრიფცია წარმოადგენს თითოეულ ბგერას, ანუ ფონს, და მისი გამოყენება შესაძლებელია ენის სხვადასხვა დიალექტის შესადარებლად. ორივე მეთოდს შეუძლია გამოიყენოს სიმბოლოების ერთი და იგივე ნაკრები, მაგრამ ლინგვისტები, როგორც წესი, ფონემურ ტრანსკრიფციებს აღნიშნავენ მათი დახრილი ხაზებით / ... /, ხოლო ფონეტიკური ტრანსკრიფციები კვადრატულ ფრჩხილებშია მოთავსებული [ ... ].

IPA

საერთაშორისო ფონეტიკური ანბანი ზუსტად ასახავს გამოთქმას. ეს მოითხოვს სპეციალურ Unicode შრიფტს.

საკუთარი სახელების ტრადიციული რომანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრ კონტექსტში გავრცელებულია ტრანსლიტერაციის მოდიფიცირებული სისტემის გამოყენება, რომელიც ანგლოფონების მიერ ბუნებრივად წაკითხვისა და წარმოთქმისკენ ისწრაფვის. ასეთი ტრანსკრიფციები, ასევე გამოიყენება ინგლისურენოვან ქვეყნებში უკრაინული წარმოშობის ადამიანების გვარებისთვის (პირადი სახელები ხშირად ითარგმნება ეკვივალენტურ ან მსგავს ინგლისურ სახელებად, მაგალითად, „ალექსანდრე“ ოლექსანდრისთვის, „ტერი“ ტარასისთვის).

როგორც წესი, ასეთი შეცვლილი ტრანსლიტერაცია ეფუძნება ALA-LC-ს, ან კონგრესის ბიბლიოთეკას (ჩრდილოეთ ამერიკაში) ან, უფრო იშვიათად, ბრიტანულ სტანდარტულ სისტემას. ასეთი გამარტივებული სისტემა, როგორც წესი, გამოტოვებს დიაკრიტიკულ ნიშნებსა და ლიგატურებს (შესაკრავებს), მაგალითად, i͡e, ï ან ĭ- დან, ხშირად ამარტივებს -yĭ და -iĭ დაბოლოებებს „-y“-მდე, გამოტოვებს უკრაინული რბილი ნიშნის ( ь ) რომანიზაციას და აპოსტროფს ( ' ) და შესაძლოა სიტყვების დასაწყისში ia, ie, iu, io-თი ჩაანაცვლოს ya , ye, yu, yo-თი . მას, ასევე შეუძლია გაორმაგებული ასოების გამარტივება. ინგლისურ ენაში აპოსტროფი პუნქტუაციის ნიშანია, უკრაინულ ენაში კი, ის არის ასო. ამიტომ, ზოგჯერ სიტყვა „რუს“ აპოსტროფით ითარგმნება, მაშინაც კი, როდესაც აპოსტროფი სხვა სახელებისა და სიტყვების უმეტესობისთვის ამოღებულია.

ტრადიციული ტრანსლიტერაციები შეიძლება ასახავდეს ადამიანის ან ადგილის ისტორიას. ბევრი ცნობილი ორთოგრაფია ეფუძნება სხვა ლათინურ ანბანში, მაგალითად, გერმანულსა ან პოლონურში, ტრანსკრიფციას. სხვები, სხვა ენების ექვივალენტური სახელებიდან არის ტრანსკრიფცირებული, მაგალითად, უკრაინულ „პავლო“-ს („პავლი“) შეიძლება რუსული ექვივალენტით „პაველი“ ეწოდოს, უკრაინულ „კიევს“ კი რუსული ეკვივალენტით „კიევი“.

რომანიზაციის სისტემების გამოყენება შეიძლება რთული გახდეს. მაგალითად, კუბიოვიჩის „უკრაინა: მოკლე ენციკლოპედიის“ ინგლისურენოვანი თარგმანი უკრაინული და რუსული სახელებისთვის იყენებს კონგრესის ბიბლიოთეკის (ALA-LC) მოდიფიცირებულ სისტემას, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი — გამონაკლისია დაბოლოებები ან გაორმაგებული თანხმოვნები, რომლებიც სხვადასხვაგვარად გამოიყენება პირადი და გეოგრაფიული სახელებისთვის. ტექნიკური მიზეზების გამო, ენციკლოპედიაში არსებული რუკები სხვადასხვა კონვენციას მიჰყვება. ენციკლოპედიის ტექსტში პირთა სახელები ანგლიციზებულია, თუმცა ინდექსში ისინი ორიგინალური სახითაც არის წარმოდგენილი. სხვადასხვა გეოგრაფიული სახელწოდება წარმოდგენილია ინგლისური, რუსული ან როგორც უკრაინული, ასევე პოლონური ფორმებით და ინდექსში რამდენიმე ფორმით ჩნდება. სამეცნიერო ტრანსლიტერაცია გამოიყენება ლინგვისტურ სტატიებში. ენციკლოპედიაში მისი ტრანსლიტერაციისა და სახელდების კონვენციის განმარტებას 2-1/2 გვერდი უჭირავს.[19]

  1. ↑ Rudnyckyj 1948, p. 1.
  2. ↑ Transliteration Timeline დაარქივებული 2007-12-13 საიტზე Wayback Machine. on the website of the University of Arizona Library.
  3. ↑ Catalog Rules: Author and Title Entries. 
  4. ↑ Transliteration of Cyrillic Alphabets. 
  5. ↑ A.L.A. Catalog Rules: Author and Title Entries. 
  6. ↑ ALA-LC Romanization Tables (2011). ციტირების თარიღი: 2020-10-22
  7. ↑ Searching for Cyrillic items in the catalogues of the British Library: guidelines and transliteration tables დაარქივებული 2012-10-15 საიტზე Wayback Machine. . https://www.bl.uk/help/search-for-cyrillic-items დაარქივებული 2020-07-12 საიტზე Wayback Machine. .
  8. ↑ (2019) Brief Submission Guidelines. Harvard Ukrainian Research Institute Publications Office. „Literary, historical, and social sciences texts adhere to the Library of Congress conventions, without ligatures.... We preserve the spelling of ï. To indicate the soft sign we use a slanted prime ... We preserve the Ukrainian apostrophe as a single curly quotation mark.... Omit primes in place-names (except Rusʹ).“ 
  9. ↑ Kuhut, Zenon E.; Nebesio, Bohdan Y.; Yurkevich, Myroslav (2005) „Note on Transliteration, Terminology, and Dates“, Historical Dictionary of Ukraine. Lanham, MD: The Scarecrow Press, გვ. xi. ISBN 0-8108-5387-6. 
  10. ↑ Oxford Style Manual (2003), "Slavonic Languages", s 11.41.2, p 350. Oxford University Press.
  11. ↑ Romanization of Ukrainian: BGN/PCGN 2019 Agreement.
  12. ↑ Romanization of Ukrainian: BGN/PCGN 2019 Agreement.
  13. ↑ Cyrillic-Latin transliteration and Latin-Cyrillic retransliteration of Ukrainian texts. Writing rules. State Scientific and Technical Library of Ukraine (29 March 2022). ციტირების თარიღი: 21 September 2022
  14. ↑ Official Ukrainian-English transliteration system adopted by the Ukrainian Legal Terminology Commission (in English). ციტირების თარიღი: 2008-10-10
  15. ↑ UNGEGN WGRS. Resolution X/9. ციტირების თარიღი: 2020-10-22
  16. ↑ Guidance on the US Board on Geographic Names (BGN)/Permanent Committee on Geographical Names (PCGN) romanization systems. ციტირების თარიღი: 2020-09-08
  17. ↑ Toponymic Guidelines for Map and Other Editors for International Use. 
  18. ↑ Otakar Brandos: Jak psát ukrajinské názvy, Treking.cz, 8. 12. 2011.
  19. ↑ (1963) რედ. Kubijovyč: Ukraine: A Concise Encyclopædia, Vol. 1. Toronto: University of Toronto Press, გვ. xxxii–xxxiv. ISBN 0-8020-3105-6. 
  • Clara Beetle ed. (1949), A.L.A. Cataloging Rules for Author and Title Entries, Chicago: American Library Association, p 246.
  • British Standard 2979 : 1958, London: British Standards Institution.
  • Daniels, Peter T., and William Bright, eds. (1996). The World's Writing Systems, pp. 700, 702, Oxford University Press. ISBN 0-19-507993-0.
  • G. Gerych (1965), Transliteration of Cyrillic Alphabets, masters thesis, Ottawa: University of Ottawa.
  • Maryniak, K. (2008), 'Короткий огляд систем транслітерації з української на англійську мову' (Brief Overview of Transliteration Systems from Ukrainian to English), Західньоканадський збірник — Collected Papers on Ukrainian Life in Western Canada, Part Five, Edmonton–Ostroh: Shevchenko Scientific Society in Canada, pp. 478–84.
  • Rudnyc'kyj, Jaroslav B. (1948). Чужомовні транслітерації українських назв: Iнтернаціональна, англійська, французька, німецька, еспанська й португальська (Foreign transliterations of Ukrainian names: The international, English, French, German, Spanish and Portuguese), Augsburg: Iнститут родо- й знаменознавства.
  • U.S. Board on Geographic Names, Foreign Names Committee Staff (1994). Romanization Systems and Roman-Script Spelling Conventions, p. 105.

ინტერნეტ-რესურსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრანსლიტერაციის სისტემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]