შინაარსზე გადასვლა

უკრაინის ჰელსინკის ჯგუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უკრაინის ჰელსინკის ჯგუფი
Українська Гельсінська Група
შეიქმნა 9 ნოემბერი, 1976
ტიპი არასამთავრობო ორგანიზაცია
მიზანი ადამიანის უფლებების მონიტორინგი
მშობელი ორგანიზაცია ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტი
დამფუძნებელი (-ები) მიკოლა რუდენკო
ქვეყანა უკრაინა
https://helsinki.org.ua/

უკრაინის ჰელსინკის ჯგუფი 1976 წლის 9 ნოემბერს უკრაინაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით დაარსდა, როგორც უკრაინის საზოგადოებრივი ჯგუფი ჰელსინკის შეთანხმების ადამიანის უფლებების განხორციელების ხელშეწყობისთვის (უკრაინული: Українська громадська група сприяння виконанню гельсінських угод, რომანიზებული: Ukrainska hromadska hrupa spryiannia vykonanniu helsinskykh uhod).[1] ორგანიზაცია აქტიურ საქმიანობას ეწეოდა, სანამ 1981 მისი ყველა წევრი არ დააპატიმრეს.

ჯგუფის მიზანი იყო მონიტორიგის გაწევა სსრკ-ის მთავრობის მიერ ჰელსინკის შეთანხმების შესრულებისთვის, რომელიც ადამიანის უფლებებს უზრუნველყოფს. ჯგუფის წევრებმა ჯგუფის სამართლებრივი არსებობა დააფუძნეს ჰელსინკის საბოლოო აქტის მერვე პრინციპზე, რომელიც პიროვნებას უფლებას ანიჭებს, იყოს ინფორმირებული თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ და იმოქმედოს მათ შესაბამისად.

1977 წლიდან უკრაინის ჰელსინკის ჯგუფის უცხოურმა წარმომადგენლობამ დაიწყო საქმიანობა პეტრო ჰიგორენკოს, ნადია სვიტლიჩნას და ლეონიდ პლიუშჩის მონაწილეობით. მოგვიანებით, ნინა სტროკატა კარავანსკა და ნადია სვიტლიჩნა დაიწყეს ადამიანის უფლებების თემატიკაზე რადიო გადაცემების წაყვანა რადიოში "Svoboda".

უკრაინის ჰელსინკის ჯგუფმა ჯერ კიდევ ადრეულ დღეებში განიცადა საბჭოთა ხელისუფლების რეპრესიები. 1977 წლის თებერვალში დაიწყეს ჯგუფის წევრების დაკავება, და ორ წელიწადში ყველა დამფუძნებელი წევრი გაასამართლეს და 7-დან 20-წლამდე დეპორტაცია ან თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

1979 წლის ბოლოს ჯგუფის ექვსი წევრი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, მაშინ როცა, სხვა უკრაინელ დისიდენტების ემიგრაციის ამის უფლებას არ აძლევდნენ. ხელისუფლებამ ჯგუფის წინააღმდეგ სადამსჯელო მედიცინაც გამოიყენა, კერძოდ, ჯგუფის ზოგიერთ წევრს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანით დაემუქრნენ. 1980 წელს ორგანიზაციის მხარდამჭერი ჰანა მიხაილენკო 1980 წელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავეს. სსრკ-ის ბანაკებსა და ციხეებში არსებული ცუდი პირობების გამო დაიღუპნენ ჯგუფის წევრები ოლექსი ტიხი და ვასილი სტუსი.

1982 წელს დაარსდა „მორწმუნეთა და ეკლესიის დაცვის საინიციატივო ჯგუფი“, რომელიც თავს უკრაინაში ჰელსინკის მოძრაობის ნაწილად მიიჩნევნდა.[2] მისი დამფუძნებლები, იოსიპ ტერელია და ვასილი კობრინი, 1985 წელს გაასამართლეს.

1983 წელს უკრაინის ფარგლებს გარეთ მყოფმა პოლიტიკური პატიმრებმა — ელტონელმა მარტ ნიკლუსმა და ლიტველმა ვიქტორას პეტკუსმა, თავები ჯგუფის სიმბოლურ წევრებად გამოაცხადეს.

1983 წლის მონაცემებით უკრაინის ჰელსინკის ჯგუფი 37 წევრისგან შედგებოდა, მათგან 22 ციხეში იყო, 5 - გადასახლებაში, 6 - დასავლეთში ემიგრირებულნი, 3 - გათავისუფლებული და უკრაინაში მცხოვრებნი. ამ წელს ჯგუფის ერთმა წევრმა მიხაილო მელნიკმა თვითმკვლელობა ჩაიდინა.

1988 წლის 7 ივლისს ჯგუფის წევრებმა დააარსეს და ოფიციალურად დაარეგისტრირეს უკრაინის ჰელსინკის ასოციაცია, რომელიც 1990 წელს გადაკეთდა უკრაინის რესპუბლიკურ პარტიად. 2004 წელს დაარსდა უკრაინის ჰელსინკის ადამიანის უფლებების კავშირი,[3] რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი უფლებების დაცვის ორგანიზაციების ასოციაციას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Ukrainian Helsinki Union (article from UaWarExplained.com)
  • Ukrainian Helsinki Human rights Union
  • Ukrainian Helsinki Group - Documents, Members, Chronology (in Ukrainian)
  • Haynes, Victor (Winter 1983). „The Ukrainian Helsinki Group: a postmortem“. Journal of Ukrainian Studies. 8 (2): 103–113.
  • Zinkevych, Osyp (1993). „Ukrainian Helsinki Group“, Encyclopedia of Ukraine. University of Toronto Press, გვ. 387–388. ISBN 0802030106. 
  • (1980) The persecution of the Ukrainian Helsinki Group. Toronto, Canada: Human Rights Commission, World Congress of Free Ukrainians. 
  • (1985) The persecution of the Ukrainian Helsinki Group. Toronto, Canada: Human Rights Commission, World Congress of Free Ukrainians. 
  • (1980) The human rights movement in Ukraine: documents of the Ukrainian Helsinki Group, 1976–1980. Smoloskyp Publishers. ISBN 0914834444. 
  1. History of dissent in Ukraine, Yevgen Zakharov, 21.09.2005 Museum of dissident movement in Ukraine. Accessed 23 June 2022
  2. Strokata, Nina (9 November 1986). „10th anniversary of the Ukrainian Helsinki Group. The Ukrainian Helsinki Group: 10 years of relentless repressions“. The Ukrainian Weekly. LIV (45). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 25 მარტი 2025.
  3. Ukrainian Helsinki Association en (2022-03-29). ციტირების თარიღი: 2022-03-29