უკრაინის სსრ-ის ჩემპიონატი ჭადრაკში 1933
უკრაინის (უკრაინის სსრ) მეშვიდე ჩემპიონატი ჭადრაკში ჩატარდა 1933 წლის ივლისში ხარკოვში.
ჩემპიონატი ხარკოვში შესარჩევი ტურნირით დაიწყო, რომელშიც 11 შესაძლებლობიდან 9 ქულით (+7-0=4) კიეველმა ალექსანდრ კონსტანტინოპოლსკიმ გაიმარჯვა. მის გარდა, საუკეთესო ექვსეულში შევიდნენ აბრამ ზამიხოვსკი, დმიტრო გრიგორენკო, აპოლინარი გაევსკი, იოსებ პოგრებისკი და პაველ ტესლენკო. დებულების თანახმად, ფინალში მათ უნდა შეერთებოდათ იმ დროისთვის უკრაინაში მყოფი ოთხივე სპორტის ოსტატი, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო სრული ფინალური ტურნირის გამართვა ვერ მოხერხდა.
ამავდროულად, უკრაინის მოჭადრაკეებს გამოეყოთ ორი ვაკანტური ადგილი 1933 წლის სსრკ-ის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ამის გამო, სასწრაფო წესით გადაწყდა ახალი, ორწრიანი ტურნირის ჩატარება შესარჩევი ეტაპის სამი გამარჯვებულისა და სამი ოსტატის (კირილოვი, რაუზერი, სელეზნიოვი) მონაწილეობით, რომელსაც უკრაინის სსრ-ის ჩემპიონატის ფინალის სტატუსი მიენიჭა. მართალია, მოქმედი ჩემპიონის, აბრამ ზამიხოვსკის უარის გამო მონაწილეთა რაოდენობა ხუთამდე შემცირდა.
ტურნირი ვლადიმერ კირილოვისა და ვსევოლოდ რაუზერის ერთობლივი გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც სსრკ-ის ჩემპიონატის საგზურებიც მოიპოვეს.
სატურნირო ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| № | მონაწილე | ქალაქი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | + | − | = | ქულა | ადგილი | |||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ვლადიმერ კირილოვი | ხარკივი | 0 | ½ | ½ | 1 | 1 | ½ | 1 | ½ | 3 | 1 | 4 | 5 | 1—2 | ||
| 2 | ვსევოლოდ რაუზერი | კიევი | 1 | ½ | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | ½ | 4 | 2 | 2 | 5 | 1—2 | ||
| 3 | ალექსანდრ კონსტანტინოპოლსკი | კიევი | ½ | 0 | 0 | 1 | ½ | ½ | 1 | 1 | 3 | 2 | 3 | 4½ | 3 | ||
| 4 | ალექსეი სელეზნიოვი | სტალინო | 0 | ½ | 0 | 1 | ½ | ½ | 1 | 0 | 2 | 3 | 3 | 3½ | 4 | ||
| 5 | დმიტრო გრიგორენკო | ხარკივი | 0 | ½ | 0 | ½ | 0 | 0 | 0 | 1 | 1 | 5 | 2 | 2 | 5 | ||
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟურნალი „Шахматы в СССР“, 1933, № 9, გვ. 124.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტურნირის სატურნირო ცხრილი საიტზე al20102007.narod.ru
| ||||||||