უკრაინის ნაციონალური კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

უკრაინის ნაციონალური კავშირი

თავმჯდომარე ვიტალი კრივოშეევი
გენერალური მდივანი ოლეგ გოლტვიანსკი
დაფუძნდა 19 დეკემბერი, 2009
ფერები             
შტაბ-ბინა ПРОВУЛОК ВИНОГРАДНИЙ, будинок 1/11, офіс 5
ტელ: (+3 8 093) 32 84 380
კიევი
http://www.naso.org.ua

უკრაინის ნაციონალური კავშირი (უნკ) (უკრ. Український Національний Союз (УНС)) — უკრაინული ნაციონალურ-პოლიტიკური სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც 2009 წელს ოლეგ გოლტვიანსკიმ დააფუძნა[1]. ორგანიზაცია 1000 წევრისგან შედგება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის ნაციონალური კავშირი

პოლიტიკური გაერთიანება უკრაინის ნაციონალური კავშირი 2009 წელს დაარსდა. პირველი დამფუძნებელი კონფერენცია ორგანიზაციამ 2009 წლის 19 დეკემბერს გამართა ხარკოვში. პირველი ორგანიზაციები და ტერიტორიული ჯგუფები შეიქმნა პოლტავისა და ხარკოვის ოლქებში[2]. 2013 წლის 27 აპრილს უკრაინის ნაციონალურმა კავშირმა პარტიის შესაქმნელად დაიწყო მუშაობა[3][4][5]. 2013-2014 წლებში ორგანიზაცია ევრომაიდანის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო[6][7][8]. 2014 წელს უკრაინის ნაციონალურმა კავშირმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში[9][10]. პოლიტიკურმა გაერთიანებამ 2015 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია, მიიღო რა ხმების 5.88%[11]. ამ ეტაპზე უკრაინის ნაციონალური კავშირის ორგანიზაციები მოქმედებს დედაქალაქსა და 10 სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში[12].

პოლიტიკური პლატფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის ნაციონალური კავშირი კონსერვატიული ნაციონალიზმის მიმდევარია. ის მიზნად ისახავს ტრადიციების, ისტორიული მოვლენების საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალური კავშირებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას. ერთიანი და დემოკრატიული უკრაინული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და იდეალების დამკვიდრებას, ეთნიკური, კონფესიური, კულტურული და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნებას[13][14].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]