უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმი
უკრ. Національний музей історії України[1]
უკრ. Музей старожитностей та мистецтв
უკრ. Перший державний музей
უკრ. Всеукраїнський історичний музей ім. Т. Шевченка
უკრ. Центральний історичний музей ім. Т. Шевченка
უკრ. Державний республіканський історичний музей
უკრ. Київський державний історичний музей
უკრ. Державний історичний музей Української РСР
50°27′30″ ჩ. გ. 30°30′58″ ა. გ. / 50.45833° ჩ. გ. 30.51611° ა. გ. / 50.45833; 30.51611
დაარსდა 1899
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
მდებარეობა კიევის ოლქი და კიევი
კლასიფიკაცია ისტორიის მუზეუმი
დირექტორი ფედირ ანდროუშჩუკი[2]
ოფიციალური საიტი nmiu.org
Map

უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმი (უკრ. Національний музей історії України) — მუზეუმი კიევში, უკრაინა. დაწესებულება ასახავს უკრაინის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე. ეს არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მუზეუმი. დაწესებულების მუდმივ გამოფენებზე წარმოდგენილია 22 000-მდე ექსპონატი. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული და იარაღის კოლექციები, დეკორატიული ხელოვნებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, ნახატები და გრაფიკის ნიმუშები, ასევე XX საუკუნის უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის დროინდელი რელიქვიები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის პიველი არქეოლოგიის გამოფენა კიევში მოეწყო 1899. ამ პერიოდში დაწესებულებას სიძველეებისა და ხელოვნების მუზეუმი (უკრ. Музей старожитностей та мистецтв) ეწოდებოდა. ეს გამოფენა მოწყობილი იყო დაუსრულებელ ნაგებობაში, რომლის დიზაინიც ცნობილ არქიტექტორს, პოლონელ ვლადისლავ ჰოროდეცკის ეკუთვნოდა. მუზეუმისათვის დაფინანსება კიევის მცხოვრებლებმა შეაგროვეს.

მუზეუმში პირველი არქეოლოგიის განყოფილება შეიქნა. მას ცნობილი უკრაინელი არქეოლოგი ვიკენტი ხვოიკა ხელმძღვანელობდა.

მიკოლა ბილიაშივსკი მუზეუმის პირველი დირექტორი გახდა, რომელიც ამ პოზიციაზე 1902 წლიდან იმყოფებოდა. ბილიაშივსკიმ მუზეუმის კოლექციის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.

კიევის ხელოვნების, ინდუსტრიისა და მეცნიერების მუზეუმი, 1904

1904 წელს მუზეუმი გაიხსნა როგორც იმერატორ ნიკოლოზ II-ის ხელოვნების, ინდუსტრიისა და მეცნიერების მუზეუმი.

მუზეუმს მხარს უჭერდნენ დიდგვაროვნები, როგორებიცაა ტერეშჩენკოებისა და ხანენკოების ოჯახი. ისინი ფინანსურად ხელმძღვანელობდნენ არქეოლოგიურ ექსპედიციებს და ხელს უწყობდნენ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ საკითხებზე კონცენტრირებული კოლექციების შექმნას. მუზემმა ყოველწლიური შემოწირულობების წყალობით დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, ასევე მონეტების კოლექციები შეაგროვა.

გამოფენა კიევის ხელოვნების, ინდუსტრიისა და მეცნიერების მუზეუმში

მუზეუმის კოლექციები მნიშვნელოვნად გაიზარდა დანილო შჩერბაკივსკის შემოწირულობების წყოალობით. ის ისტორიული და ეთნოგრაფიული დეპარტამენტების მმართველი იყო. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში მუზეუმში ახალი ეტაპი დაიწყო. ომის განმავლობაში მუზუემი არ დახურულა, მას კვლავ სტუმრობდნენ ვიზიტორები და კოლექცია თანდათანობით კვლავ იზრდებოდა.[3]

უკრაინული ომი დამოუკიდებლობისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის იდეოლოგიური და საგანმანათლებლო მნიშვნელობა უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში )1917 - 1921) მნიშვნელონად გაიზარდა.

ბოლშევიკების მიერ უკრაინის დაპყრობამ კულტურული დაწესებულებების ნაციონალიზაცია გამოიწვია. 1919 წელს ხელისუფლებმას კიევის ხელოვნების, მრეწველობისა და მეცნიერების მუზეუმი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ დაწესებულებად გამოაცხადა და მას პირველი სახელმწიფო მუზეუმი (უკრ. Перший державний музей) უწოდა.

საბჭოთა კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს მუზეუმს ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ისტორიის მუზეუმი (უკრ. Всеукраїнський історичний музей ім. Т. Шевченка) დაერქვა. ამ პერიდში მუზეუმის გამოფენები მოიცავდა არქეოლოგიის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშებს. მუზეუმში ასევე არსებობდა სასწავლებელი სადაც ისწავლებოდა ხელოვნება, არქეოლოგია და ეთნოგრაფია.

1934 წელს მუზეუმი თავდაპირველი ადგილიდან გადავიდა. ამ შენობაში მხოლოდ ხელოვნებისა და ინდუსტრიის დეპარტამენტები რჩებოდა. ორი წის შემდეგ ამ ორმა დეპარტამენტმა უკრაინის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი ჩამოაყალიბა. ყველა სხვა გამოფენა ხელოვნებისა და ინდუსტრიის გარდა კიევ-პეჩერის ლავრაში გადაიტანეს. ეს უძველესი მონასტერი იყო, სადაც საბჭოთა ხელისუფლებამ ანტირელიგიური პროპაგანდის ცენტრი შექმნა. ლავრაში გადაიტანეს სხვა მუზეუმების ფონდებიც და ტერიტორია მუზეუმის ქალაქის სახელით გახდა ცნობილი.

გამოფენა ტარას შევჩენკოს ცენტრალურ ისტორიულ მუზეუმში

1935 მუზეუმს ტარას შენჩენკოს სახელობის ცენტრალური ისტორიული მუზეუმი (უკრ. Центральний історичний музей ім. Т. Шевченка).

მუზეუმი 2018 წელს

მუზეუმი ბაშკირეთის ნესტეროვის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, უფაში გადაიტანეს მას შემდეგ, რაც ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირს დაესხვა თავს (მეორე მსოფლიო ომი). ამის მიუხედავად რამდენიმე გამოფენა კვლავ კიევში დატოვეს. ევაკურიებული კოლექცია კიევში 1944 წელს დააბრუნეს.

1941 წელს, როდესაცნ ნაცისტურმა ძალებმა კიევი დაიკავეს, მუზეუმი რაიხსლიტერ როზენბერგის სამუშაო ჯგუფის დაქვემდებარებაში იყო. ამ ჯგუფის წევრებმა, მათ შორის უნგრელმა არქეოლოგმა, ნანტო ფეტიხმა კიევ-პეჩერის ლავრაში მდებარე მუზეუმის კოლექცია შეფუთა და გერმანიაში ტრანსპორტირებისათვის გაამზადა.

1942 წელს მუზეუმის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექცია „მასწავლებლის სახლის“ შენობაში განთავსდა.

მუზეუმის ღირებული არტეფაქტების ნაწილი კიევიდან ნაცისტურ გერმანიაში 1941-დან 1943 წლებამდე გადაიტანეს. ნამუშევრების უმეტესობა ჰოხსტედტის ციხესიმაგრეში განთავსდა. ნაცისტური გერმანიის დაცემის შემდეგ კოლექცია ამერიკელი ძალების ხელში აღმოჩნდა. ეს არქეფაქტები კიევში 1947 წელს დაბრუნდა.

დამოუკიდებლობის აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს (უკრ. Державний історичний музей Української РСР) უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმი ეწოდა.

მუზეუმმა მოიაწყო რეზონანსული პროექტები ტრიპილიის კულტურის, ტითეტის ტაძრის, ჰოლოდომორისა და სამკაულების ისტორიის შესახებ.[3]

მუზეუმმა ასეევე უმასპინძლა რამდენიმე საერთაშორისო პროექტს, მათ შორისაა გამოფენა: „უკრანია - შვედეთი: ისტორიის გზაგასაყარზე (XVII-XVIII საუკუნეები)“. ამ პროექტის ფარგლებში უკრაინას ეწვია შვედეთის მეფე კარლ XVI.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://nmiu.org/en/pro-nas
  2. Співробітники. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-03. ციტირების თარიღი: 2021-09-28.
  3. 3.0 3.1 History of the museum on the official museum website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-03. ციტირების თარიღი: 2021-09-28.
  4. "Ukraine–Sweden: At the Crossroads of History (XVII–XVIII Centuries)". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-28. ციტირების თარიღი: 2021-09-28.