უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (2022)
გენოციდის შესახებ ბრალდებები, გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის მიხედვით (უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ) (2022) — მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი სასამართლო ორგანო) მიმდინარე საქმე. უკრაინამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 2022 წლის 26 თებერვალს მართლსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, სარჩელი კი ეფუძნებოდა გენოციდის კონვენციას. სარჩელში უკრაინა, ასევე, მოითხოვდა სასამართლოს დროებითი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება მიეღო. 2022 წლის 16 მარტს სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა და გამოიტანა დროებითი ღონისძიებების შესახებ გადაყწვეტილება, სადაც მიუთითება, რომ „რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები“ უკრაინაში.[1][2]
ბრალდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკრაინამ წარმოადგინა ორი არგუმენტი. პირველი არგუმენტი შეეხებოდა რუსეთის მტკიცებას, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მიმდინარეობდა გენოციდი და ამით ამართლებდა უკრაინაში შეჭრას,[3] კერძოდ, გენოციდის დანაშაულებრივი ქმედებები არ მიმდინარეობა არც ერთ რეგიონში, შესაბამისად რუსეთის შეჭრა უკრაინაში საფუძველშივე უკანანოა. უკრაინამ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ ამის დადასტურებით, ის „დაადგენს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი, მიიღოს ზომები უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სავარაუდო გენოციდის პრევენციისა და დასჯის მიზნით“.[4]
მეორე პუნქტი ეხებოდა ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთის მთავრობა გეგმავდა გენოციდს უკრაინაში და ამტკიცებდა, რომ შეჭრის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალები „განზრახ კლავენ და სერიოზულ ზიანს აყენებენ უკრაინული ერის წარმომადგენლებს (გენოციდის დანაშაული, II მუხლის მიხედვით)“.[4]
დროებითი ღონისძიებების მოთხოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დროებითი ღონისძიებების მიღების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საქმის პირველი მოსმენა გაიმართა 2022 წლის 7 მარტს მშვიდობის სასახლეში, ჰააგაში, ნიდერლანდებში.[5] რუსეთის დელეგაცია არ გამოცხადდა ამ პროცესზე,[6] მაგრამ წარადგინა წერილობითი განცხადება.[7]
2022 წლის 16 მარტს, სასამართლომ დაადგინა, 13 მომხე და 2 მოწინააღმდეგე, რომ რუსეთმა „დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები“, რომელიც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში, რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი კირილ გევორგიანი და ჩინეთის მოსამართლე ქსუე ჰანკინი შეეწინააღმდეგნენ დებულებას.[8] სასამართლომ ასევე ერთხმად მოუწოდა ორივე მხარეს თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გაამწვავოს ან გააგრძელოს დავა სასამართლოს წინაშე ან გაართულოს მისი გადაწყვეტა.[9]
გარდა გადაწყვეტილების მოკლე შინაარსისა,[10] ICJ-მ გამოსცა 20-გვერდიანი ბრძანება, სადაც განმარტა თავისი მსჯელობა.[11] ექვსმა მოსამართლემ წარადგინა ცალკეული ჩვენებები, სადაც განმარტეს თავიანთი ინდივიდუალური შეხედულებები საქმეზე, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტმა გევორგიანმა და მოსამართლე ქსუემ.[12][13][14][15][16][17]
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა წევრი ქვეყნებისთვის, სასამართლოს არ გააჩნია მისი ბრძანებების უშუალოდ აღსრულების საშუალება.[18][19] იშვიათ შემთხვევებში, ქვეყნები წარსულში უგულებელყოფდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს.[18][20]
სასამართლოს მოსაზრებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასამართლომ ჯერ დაადგინა, რომ მას ჰქონდა იურისდიქცია გამოეთხოვა დროებითი შეღავათი გენოციდის კონვენციის IX მუხლის შესაბამისად, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს ICJ-ს გადაწყვიტოს დავები კონვენციის ინტერპრეტაციის შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ IX მუხლი გამოიყენება იმის გამო, რომ რუსეთსა და უკრაინას აქვთ დავა იმის თაობაზე, ხდება თუ არა გენოციდი დონეცკსა და ლუჰანსკში.
შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა დამაჯერებელი კავშირი უკრაინის მიერ გენოციდის კონვენციით დამტკიცებულ უფლებებსა და მის მიერ მოთხოვნილ მთავარ დროებით შემსუბუქებას შორის (რუსეთის სამხედრო ოპერაციების შეჩერება), თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი კავშირი არ იყო მოთხოვნილი დახმარების ორ სხვადასხვა ფორმას შორის. უკრაინის მიერ მოთხოვნილი ორი უფლება იყო: უფლება „არ დაექვემდებაროს ცრუ პრეტენზიას გენოციდის შესახებ“ და უფლება „არ დაექვემდებაროს სხვა სახელმწიფოს სამხედრო ოპერაციებს მის ტერიტორიაზე გენოციდის კონვენციის (ბოროტად გამოყენების) საფუძველზე.“ სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს „უფლება არ დაექვემდებაროს სამხედრო ოპერაციებს რუსეთის ფედერაციის მიერ სავარაუდო გენოციდის პრევენციისა და დასჯის მიზნით“ თავის ტერიტორიაზე.
საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინაში არსებული ვითარება გადაუდებელი იყო დროებითი შემსუბუქების გარანტიისთვის. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ დაადგინა, რომ „ამჟამინდელი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობა უკიდურესად დაუცველია. რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ მოჰყვა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა და დაშავება. მას ასევე მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, მათ შორის შენობებისა და ინფრასტრუქტურის დანგრევა. თავდასხმები გრძელდება და სულ უფრო რთულ საცხოვრებელ პირობებს ქმნის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ბევრ ადამიანს არ აქვს წვდომა საკვებზე, სასმელ წყალზე, ელექტროენერგიაზე, აუცილებელ მედიკამენტებსა და გათბობაზე. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა ცდილობს გაქცევას ყველაზე დაზარალებული ქალაქებიდან უკიდურესად დაუცველ პირობებში.“[21]
ცალკე განცხადებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიცე-პრეზიდენტი გევორგიანი და მოსამართლე ქსუე არ დაეთანხმნენ, რომ ICJ-ს ჰქონდა იურისდიქცია და წერდნენ, რომ უკრაინა ნამდვილად ითხოვდა გადაწყვეტილების მიღებას რუსეთის შემოჭრის კანონიერების შესახებ და, რომ ეს არ წარმოშობს ნამდვილ დავას გენოციდის კონვენციის მიხედვით.[22][23] მოსამართლე მოჰამედ ბენოუნამ ასევე გამოთქვა ეჭვი გენოციდის კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვა, რომ „მე ხმა მივეცი ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებდა დროებით ზომებს ამ საქმეში, რადგან თავს იძულებულად ვგრძნობდი ამ ტრაგიკული სიტუაციის გამო, რომელშიც საშინელი ტანჯვაა მიყენებული უკრაინელებისთვის. ხალხო, შეუერთდით (ICJ-ს) მოწოდებას ომის დასრულების შესახებ“.[24]
მოსამართლე ად ჰოქ ივ დოდემ ცალკე გააკრიტიკა ICJ, რადგან უკრაინას და რუსეთს უბრძანა „თავი შეეკავებინათ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გაამწვავოს ან გააფართოოს დავა“, და ამტკიცებდა, რომ „დავის არ გამწვავების ეს ღონისძიება მიმართული უნდა ყოფილიყო მხოლოდ რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც, მახსოვს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაასახელა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავედ“. დანარჩენი ორი მოსამართლის ცალ-ცალკე დასკვნა იძლევა დამატებით დასაბუთებას სასამართლოს ბრძანებისთვის.
რეაქციები გადაწყვეტილებაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა გადაწყვეტილებას, როგორც თავისი ქვეყნის გამარჯვებას[25] და თქვა, რომ ბრძანების უგულებელყოფა რუსეთს კიდევ უფრო მტკიცე იზოლაციაში მოახვედრებს.[26][27] გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ გადაწყვეტილებამ გააძლიერა თავისი მოწოდება მშვიდობისთვის.[28]
მეორე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების დიდი შვიდეულის ჯგუფმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც რუსეთი დაადანაშაულა „არაპროვოცირებული და სამარცხვინო ომის“ წარმოებაში და მოუწოდა ქვეყანას დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.[29][30] რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია „ამ გადაწყვეტილების გათვალისწინება“ და, რომ ორივე მხარის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილება არ იყო ძალაში.[31]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Allegations of Genocide under the Convention on the Prevention and Punishment of the Crime of Genocide (Ukraine v. Russian Federation): The Court indicates provisional measures“ (PDF) (პრეს-რელიზი). International Court of Justice. 2022-03-16. ციტირების თარიღი: 2022-03-16.
- ↑ Quell, Molly (March 16, 2022). „International Court of Justice orders Russia to cease hostilities in Ukraine“. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: March 16, 2022.
- ↑ Hinton, Alexander. (February 25, 2022) Putin's claims that Ukraine is committing genocide are baseless, but not unprecedented en. ციტირების თარიღი: 2022-03-07
- ↑ 4.0 4.1 Poskakukhin, Andrey (27 February 2022). „Ukraine institutes proceedings against the Russian Federation and requests the Court to indicate provisional measures“ (PDF). International Court of Justice. pp. 1–2. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 28 February 2022. ციტირების თარიღი: 7 March 2022.
- ↑ Wintour, Patrick (7 March 2022). „International court of justice to fast-track ruling on Russian invasion“. The Guardian (ინგლისური). London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 March 2022. ციტირების თარიღი: 7 March 2022.
- ↑ Schnell, Mychael. (2022-03-07) Russian representatives skip UN court hearing on Ukraine en. ციტირების თარიღი: 2022-03-07
- ↑ Allegations of Genocide under the Convention on the Prevention and Punishment of the Crime of Genocide (Ukraine v. Russian Federation). ციტირების თარიღი: 14 March 2022
- ↑ Quell, Molly (March 16, 2022). „International Court of Justice orders Russia to cease hostilities in Ukraine“. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: March 16, 2022.
- ↑ „Allegations of Genocide under the Convention on the Prevention and Punishment of the Crime of Genocide (Ukraine v. Russian Federation): The Court indicates provisional measures“ (PDF) (პრეს-რელიზი). International Court of Justice. 2022-03-16. ციტირების თარიღი: 2022-03-16.
- ↑ „Allegations of Genocide under the Convention on the Prevention and Punishment of the Crime of Genocide (Ukraine v. Russian Federation): The Court indicates provisional measures“ (PDF) (პრეს-რელიზი). International Court of Justice. 2022-03-16. ციტირების თარიღი: 2022-03-16.
- ↑ Allegations of Genocide Under the Convention on the Prevention and Punishment of the Crime of Genocide (Ukraine v. Russian Federation): Order on Provisional Measures. International Court of Justice (2022-03-16).
- ↑ Declaration of Vice-President Gevorgian.
- ↑ Declaration of Judge Bennouna.
- ↑ Declaration of Judge Xue.
- ↑ Separate Opinion of Judge Robinson.
- ↑ Declaration of Judge Nolte.
- ↑ Declaration of Judge ad hoc Daudet.
- ↑ 18.0 18.1 The Associated Press (March 16, 2022). „Russia and Ukraine express optimism around diplomatic talks, as Kyiv comes under heavy fire“. CBC News. ციტირების თარიღი: March 16, 2022.
- ↑ „International Court orders Russia to 'immediately suspend' military operations in Ukraine“. United Nations News. March 16, 2022. ციტირების თარიღი: March 16, 2022.
- ↑ Noack, Rick (March 16, 2022). „U.N. court orders Russia to halt its invasion of Ukraine, in a largely symbolic ruling“. The Washington Post. ციტირების თარიღი: March 16, 2022.
- ↑ Allegations of Genocide Under the Convention on the Prevention and Punishment of the Crime of Genocide (Ukraine v. Russian Federation): Order on Provisional Measures (2022-03-16).
- ↑ Declaration of Vice-President Gevorgian.
- ↑ Declaration of Judge Xue.
- ↑ Declaration of Judge Bennouna.
- ↑ Quell, Molly (March 16, 2022). „International Court of Justice orders Russia to cease hostilities in Ukraine“. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: March 16, 2022.
- ↑ Noack, Rick (March 16, 2022). „U.N. court orders Russia to halt its invasion of Ukraine, in a largely symbolic ruling“. The Washington Post. ციტირების თარიღი: March 16, 2022.
- ↑ Borger, Julian (March 16, 2022). „UN international court of justice orders Russia to halt invasion of Ukraine“. The Guardian. ციტირების თარიღი: March 16, 2022.
- ↑ „International Court orders Russia to 'immediately suspend' military operations in Ukraine“. United Nations News. March 16, 2022. ციტირების თარიღი: March 16, 2022.
- ↑ The Associated Press (March 17, 2022). „Russian forces pound Ukraine's capital, target western city of Lviv“. CBC News. ციტირების თარიღი: March 18, 2022.
- ↑ G7 Foreign Ministers (March 17, 2022). „G7 Chair's Statement on today's G7 call“ (პრეს-რელიზი). Federal Foreign Office. ციტირების თარიღი: March 18, 2022.
- ↑ RFE/RL (March 17, 2022). „Kremlin, As Expected, Rejects ICJ Ruling To Halt Ukraine Invasion“. Radio Free Europe/Radio Liberty. ციტირების თარიღი: March 18, 2022.