უკანაუბნის ეკლესიის მეორე ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანაუბნის ეკლესიის მეორე ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ უკანუბანში. აგებულია შუა საუკუნეებში.

მდ. ცხრაზმის მარჯვენა ნაპირას, სოფლიდან დასავლეთით 2 კმ-ზე მდებარე ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთი კუთხე, რომლის სიმაღლე 1-1,5 მეტრს აღწევს. ნაგებია სხვადასხვაზომის ფლეთილი ქვით. დანარჩენი კედლების კვალი არ იკითხება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 168