უკანაუბნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანაუბნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ უკანუბანში. აგებულია გარდამავალი ხანა

სოფლის სასაფლაოზე დგასმცირე ზომის დარბაზული, გეგმით სწორკუთხა მოხაზულობის ეკლესია. საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული, საფეხურებიანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს და ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშებია მოწყობილი. ეკლესიის კამარა ცილინდრულია. დასავლეთ კედელში გარეთ თაღოვანი, შიგნით არქიტრაული სარკმელია. სამხრეთ შესასვლელს ნაოთხალიაქვს. იატაკი მიწაყრილია. ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვითაა ნაგები. დასავლეთ სარკმლის სათაური შირიმისაა. ძეგლი დაზიანებულია. აყრილია საბურავი; ამოსულია მცენარეები. ეკლესიის გარშემო მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 165-166