უკანამხარის სამონასტრო კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანამხარის სამონასტრო კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანამხარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

შიუკაანთუბანში მდებარე კომპლექსი შედგება ორი ეკლესიის, კოშკის, სამრეკლოს, სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთების და გალავნისაგან. ყველა ამ ნაგებობისთვის გამოყენებულია ფლეთილი და უხეშად თლილი ქვა. პირველი ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით ნახევარ წრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშაა. დასავლეთის სარკმელი სწორკუთხაა. სამხრეთის არქიტრავული შესასვლელი ამჟამად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. ეკლესიის კედლების სიმაღლე ნიადაგის ზედაპირიდან 2-3 მეტრს აღწევს. კამარა და კონქი ჩამოქცეულია, კედლები დეფორმირებულია. ეკლესიიდან სამხრეთით, 200 მეტრში შემორჩენილია კოშკის ნანგრევი. ნაგებობის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი. სამხრეთის და დასავლეთის კედლებში მოწყობილია ნიშები. კოშკი შემორჩენილია ერთი სართულის დონეზე. მეორე ეკლესიისგან შემორჩენილია მხოლოდ აბსიდის მომრგვალების მცირე ნაწილი. მისი გეგმა არ იკითხება. გალავნის შიგნით შემორჩენილია რამდენიმე ნაგებობის ნაშთი, რომელიც ჩახერგილია ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ. 162-163