უკანამხარის ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანამხარის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანამხარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია მდებარეობს შიუკაანთუბანში, რომელიც სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში მოწყობილია ერთი წყვილი ნიშა. ეკლესიის კამარა ცილინდრულია. სამხრეთ კედელში სწორკუთხა ნიშაა. არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია მოთავსებული. კარი ნაოთხალია. ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 163-164