უიჟე (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
უიჟე
პორტ. Uíge

ქალაქის მთავარი ქუჩა
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
პროვინცია უიჟეს პროვინცია
კოორდინატები 7°37′00″ ს. გ. 15°03′00″ ა. გ. / 7.61667° ს. გ. 15.05000° ა. გ. / -7.61667; 15.05000
დაარსდა 1946
ადრეული სახელები კარმონა
ამჟამინდელი სტატუსი 1946
ფართობი 2500 კმ²
ცენტრის სიმაღლე 859
მოსახლეობა 119 815 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+1
უიჟე (ქალაქი) — ანგოლა
უიჟე (ქალაქი)

უიჟე (პორტ. Uíge) — ქალაქი ანგოლაში, უიჟეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი დააარსეს პორტუგალიელმა კოლონიზატორებმა; 1955—1975 წლებში მას ერქვა კარმონა. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს — 119 815 ადამიანს[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლება დაარსდა 1946 წელს. 1955 წელს მას დაერქვა კარმონა — 1928—1951 წლებში პორტუგალიის პრეზიდენტის — ანტონიუ ოსკარ დი ფრაგოზუ კარმონას პატივსაცემად.

დასახლება საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა და 1950-იანი წლების შუა პერიოდში გადაიქცა ანგოლის ყავის მრეწველობის მსხვილ ცენტრად. 1956 წელს კარმონამ მიიღო ქალაქის სტატუსი. ანგოლის დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში კარმონაში და მის შემოგარენში მიმდინარეობდა შეჯახებები პორტუგალიის კოლონიალურ არმიასა და სამიდან ერთ-ერთი ანტიკოლონიალური პარტიზანული მოძრაობის — FNLA-ს რაზმებს შორის.

1974—1975 წლებში კარმონა იყო FNLA-ს პოლიტიკური ცენტრი. 1975 წლის 11 ნოემბერს აქ გამოქვეყნდა ანგოლის «დამოუკიდებლობის ალტერნატიული დეკლარაცია» — ლუანდაში ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობის (MPLA) კონტროლ ქვეშ გამოცხადებული დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ. 1975/1976 წლების ზამთარში კარმონა და მისი შემოგარენი გახდა სამოქალაქო ომის არენა MPLA-სა და FNLA-ს დაჯგუფებებს შორის. 1976 წლის 6 იანვარს ქალაქი გადავიდა MPLA-ს ხელისუფლების კონტროლ ქვეშ და როგორც ადმინისტრაციული ცენტრი სახელად დაერქვა უიჟე — პროვინციის სახელწოდების გამო.

2004 წლის ბოლოდან 2005 წლის შუა პერიოდამდე ქალაქი გახდა რეგიონის ნაწილი, რომელიც მოიცვა ჰემორაგიკული ციებ-ცხელების ეპიდემიამ.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი უიჟე მდებარეობს ზღვის დონიდან 859 მეტრზე[2].

ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს — 23,7 °С-ს[3]. ნალექების წლიური ჯამია — 1582 მმ[3]. ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა მოდის ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით და მარტიდან აპრილის ჩათვლით, ყველაზე უფრო ნაკლები — ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. ქარის წლის საშუალო სიჩქარეა — 4,2 მ/წმ[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქალაქი უიჟე — მოსახლეობა. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2011-03-09.
  2. ქალაქი უიჟე. Tiptop Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2011-03-09.
  3. 3.0 3.1 3.2 უიჟე, ანგოლა — კლიმატი. Gaisma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2011-03-09.