უინფილდ სკოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გენერალი უინფილდ სკოტი

უინფილდ სკოტი (ინგლ. Winfield Scott; 13 ივნისი, 1786, ვირჯინია29 მაისი, 1866, ნიუ-იორკი) — ამერიკელი გენერალი, დიპლომატი და პოლიტიკოსი.

დაიბადა ფერმერის ოჯახში. მიიღო იურიდიული განათლება უილიამსბურგის კოლეჯში და მუშაობდა ადვოკატად. 1808 წელს შევიდა აშშ-ის არმიაში არტილერიის კაპიტნის წოდებით. 1812 წლის ინგლის-ამერიკის ომში მონაწილეობდა პოლკოვნიკ-ლეიტენანტის წოდებით. 1813 წელს პოლკოვნიკის წოდება მიიღო და მონაწილეობდა კანადის პორტ სენტ-ჯორჯის აღებაში. მონაწილეობდა ასევე ამერიკა-ინდიელების ომის მრავალ ბრძოლაში. 1847 წლის 18 აპრილს სერო-გორდოს ბრძოლაში დაამარცხა მექსიკის ჯარი, რომელსაც პრეზიდენტი ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანა ხელმძღვანელობდა. 19 და 20 აგვისტოს კონტრერასის და ჩურუბუსკოს ბრძოლებში კვლავ დაამარცხა მექსიკელები, რის შედეგადაც ამერიკელებს გზა გაეხსნათ მექსიკის დედაქალაქისაკენ. 13 სექტემბერს ორდღიანი ბრძოლის შემდეგ მეხიკო აიღო.

1848 წელს წამოაყენა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ პარტიამ მხარი მექსიკასთან ომის სხვა მხედართმთავარს ზაქარია ტეილორს დაუჭირა, რომელიც გახდა ქვეყნის მეთაური. 1852 წელსაც წარადგინა კანდიდატურა მაგრამ ფრანკლინ პირსთან დამარცხდა.

აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს ფედერაციის ერთგული დარჩა. სამხედრო მოღვაწეობას ჩამოშორდა 1861 წელს ავადმყოფობის გამო. გარდაიცვალა 1866 წელს ნიუ-იორკის შტატში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John S. D. Eisenhower: Agent of Destiny: The Life and Times of General Winfield Scott. Norman 1999, ISBN 0-8061-3128-4.
  • Allan Peskin: Winfield Scott and the Profession of Arms. Kent 2003, ISBN 0-87338-774-0.
  • Winfield Scott: Memoirs of Lieut.General Scott LL.D. 2 Bände, Sheldon, New York 1864.
  • Timothy D. Johnson: Winfield Scott: A Quest for Military Glory. Lawrence, KS 1998.