უინზლოუ ჰომერი
იერსახე
უინზლოუ ჰომერი (ინგლ. Winslow Homer; დ. 24 თებერვალი, 1836, ბოსტონი — გ. 29 სექტემბერი, 1910, პრაუტსნეკი, მენის შტატი) — ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი.
1854 წლიდან მუშაობდა ლითოგრაფად, 1857-1874 წლებში ჟურნალების ილუსტრატორად. 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს იყო სამხედრო კორესპონდენტი. 1862 წლიდან მუშაობდა როგორც ფერმწერი. იმოგზაურა საფრანგეთსა (1866-1867) და ინგლისში (1881-1882); პროფესიულ ცოდნას სრულყოფდა დამოუკიდებლად, სწავლობდა ამერიკულ და ფრანგულ რეალისტურ ფერწერას. სურათში „ტყვეები ფრონტიდან“ (1866), დოკუმენტური სიზუსტე შეუთავსა ნათელ ფსიქოლოგიურ დახასიათებას. შემდეგ წლებში ხატავდა უბრალო ხალხის ცხოვრების ამსახველ კომპოზიციებს (ფერმერებს, მონადირეებს, მეზღვაურებს) („სადილობის დრო“, 1873; „მონადირე და მეძებარი ძაღლი“, 1892)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 683.