უილი სმითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: უილ სმითი.
Snooker triangle.svg
უილი სმითი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 25 იანვარი 1886
დაბ. ადგილი: დარლინგტონი; ინგლისი
გარდ. თარიღი: 2 ივნისი 1982
გარდ. ადგილი: ლიდსი; ინგლისი
მოქალაქეობა: ინგლისის დროშა ინგლისი
პროფესიონალური კარიერა: 1901—?

უილი სმითი (ინგლ. Willie Smith; დ. 25 იანვარი 1886, დარლინგტონი; ინგლისი — გ. 2 ივნისი 1982,ლიდსი; ინგლისი) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი და ინგლისური ბილიარდის მოთამაშე. პირველად ბილიარდის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა 1920 წელს და მოიგო იგი პირველივე ცდაზე. შემდეგ მან კიდევ ერთხელ მოიგო პირველობა 1923 წელს, მაგრამ ბილიარდის ორგანიზაციასთან უთანხმოების გამო მალე იძულებული გახდა ტურნირი დაეტოვებინა.

სნუკერში დიდ წარმატებას უილიმ ვერ მიაღწია, თუმცა ორჯერ გამოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში (1933 და 1935 წლებში). ორივე შემთხვევაში მან დათმო თავისივე თანამემამულე ჯო დევისთან. 1955 წელს სმითი დევისთან თამაშისას თავისი მოწინააღმდეგის მაქსიმალური ბრეიკის მომსწრე გახდა.

უილი გარდაიცვალა ქალაქ ლიდსში, 96 წლის ასაკში.

მიღწევები კარიერაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]