უილისტონის ტბა
იერსახე
| უილისტონის წყალსაცავი | |
|---|---|
| ინგლ. Williston Lake | |
|
უილისტონის ტბა | |
| კოორდინატები: 56°00′ ჩ. გ. 124°00′ დ. გ. / 56.000° ჩ. გ. 124.000° დ. გ. | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეული | ბრიტანეთის კოლუმბია |
| ზღვის დონიდან | 671 მ |
| სიგრძე | 251 კმ |
| სიგანე | 155 კმ |
| ფართობი | 1761 კმ² |
| მოცულობა | 74 კმ³ |
| სანაპირო ხაზის სიგრძე | 1770 კმ |
| უდიდესი სიღრმე | 166 მ |
| საშუალო სიღრმე | 43,3 მ |
| აუზის ფართობი | 72 000 კმ² |
| ჩაედინება | პის-რივერი |
| გამოედინება | პის-რივერი |
უილისტონი (ინგლ. Williston Lake) — წყალსაცავი ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის ჩრდილოეთში, კანადაში. უილისტონი იკავებს მდინარე პის-რივერის აუზს და მდებარეობს ზღვის დონიდან 671 მ სიმაღლეზე. ფართობი — 1761 კმ², მოცულობა — 74 კმ³. სიგრძე — 251 კმ, სიგანე — 155 კმ. საშუალო სიღრმე — 43,3 მ, უდიდესი სიღრმე — 166 მ.
უილისტონი წარმოქმნის სამ ყურეს: მდინარე პის-რივერის ყოფილ კანიონში და მდინარეების ფინლისა და პარსნიპის ხეობებში. უილისტონი ბრიტანეთის კოლუმბიის უდიდესი წყალსაცავია. იგი იკვებება მრავალი დიდი და პატარა მდინარით.
უილისტონის ტბა შეიქმნა 1968 წელს, როდესაც პის-რივერზე მწყობრში ჩადგა ბენეტის კაშხალი. სანაპიროებზე შექმნილია რამდენიმე პროვინციული პარკი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- BC Hydro. Williston Reservoir დაარქივებული 2008-06-26 საიტზე Wayback Machine.
- BC Hydro. Peace-Williston Fish and Wildlife Compensation Program