უილიამ გილბერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უილიამ ჰილბერტი)
უილიამ გილბერტი
ინგლ. William Gilbert
დაბ. თარიღი 24 მაისი, 1544
დაბ. ადგილი კოლჩესტერი[1]
გარდ. თარიღი 30 ნოემბერი, 1603(1603-11-30)[2] [3] (59 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
საქმიანობა ფილოსოფოსი, ექიმი[4] , ინჟინერი, ფიზიკოსი[4] , ასტრონომი და ბუნებისმეტყველი[5] [4]
ალმა-მატერი სენტ-ჯონის კოლეჯი
მამა Jerome Gilberd[6]
დედა Jane Wingfield[6]

უილიამ გილბერტი (ინგლ. William Gilbert /ˈɡɪlbərt/; დ. 24 მაისი, 1540, კოლჩესტერი, ინგლისი — გ. 30 ნოემბერი, 1603) — ინგლისელი ფიზიკოსი, კარის ექიმი. მას ეკუთვნის მაგნიტური მოვლენების პირველი თეორია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამ გილბერტი დაიბადა 1540 წლის 24 მაისს ინგლისის ქალაქ კოლჩესტერში. მამამისი ქალაქის ბაბჭოს წევრი და მთავარი მოსამართლე იყო. იგი კოლჩესტერის მოსახლეობაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. გილბერტმა სწავლა მშობლიური ქალაქის სკოლაში დაიწყო. 1558 წელს შევიდა კემბრიჯის კოლეჯში, საიდანაც შემდეგ ოქსფორდში გადავიდა. 1560 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი, 1564 წელს ხელოვნების ოსტატის წოდება, 1569 წელს კი – ფიზიკისა და მედიცინის დოქტორის ხარისხი. მისმა თანამედროვეებმა იგი დიდ მეცნიერად აღიარეს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 1601 წელს გილბერტი დაინიშნა დედოფალ ელვეზა ტიუდორის კარის ექიმად.

უილიამ გილბერტმა დაამტკიცა, რომ ქარვა ხახუნის შემდეგ იზიდავს ბალახის წვრილ ღეროებს. ის იკვლევდა კეთილშობილ ქვებს, გოგირდს და ფისს. მან აჩვენა, რომ მათი დაელექტროებაც შეიძლებოდა ხახუნის შედეგად. ტერმინი ელექტრობა ჰილბერტმა დაამკვიდრა. ნამდვილი მეცნიერული სახე ელექტრული მოვლენების კვლევამ XVIII საუკუნეში მიიღო. მანამდე ელექტრული მოვლენებით მხოლოდ ერთობოდნენ. ელექტრიზაციაზე ცდებს წვეულებებსა და სალონებში უჩვენებდნენ. გილბერტმა 1600 წელს გამოსცა ნაშრომი ,,მაგნიტზე, მაგნიტურ სხეულებზე და დიდ მაგნიტზე - დედამიწაზე”, რომელშიც აღწერა თავისი კვლევები მაგნიტურ და ელექტრულ მოვლენებზე და მოგვცა პირველი თეორია ელექტროობასა და მაგნიტიზმზე. დაადგინა, რომ მაგნიტს ყოველთვის ორი პოლუსი აქვს, სამხრეთი და ჩრდილოეთი და მისი გახერხვით არასოდეს არ მიიღება ერთპოლუსიანი მაგნიტი, არამედ მიიღება ახალი მაგნიტები ორ-ორი პოლუსით. მანვე დაამტკიცა, რომ ერთსახელიანი პოლუსები განიზიდებიან, ხოლო სხვადასხვასახელიანები მიიზიდებიან.

უილიამ გილბერტი გარდაიცვალა 1604 წლის 30 ნოემბერს შავი ჭირისაგან. დაკრძალულია მშობლიურ ქალაქ კოლჩესტერში, წმინდა სამების ეკლესიის გალავანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гильберт Уильям // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. SNAC — 2010.
  3. Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 4.2 Catalog of the German National Library
  5. Czech National Authority Database
  6. 6.0 6.1 Pas L. v. Genealogics — 2003.