უილიამ ჰაგინზი
| უილიამ ჰაგინზი | |
|---|---|
| ინგლ. William Huggins | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 7 თებერვალი, 1824[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
| დაბ. ადგილი | ლონდონი[7] |
| გარდ. თარიღი | 12 მაისი, 1910[2] [9] [3] [4] [5] [6] [8] (86 წლის) |
| გარდ. ადგილი | ლონდონი[7] [8] |
| დასაფლავებულია | გოლდერს-გრინი[7] |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ასტრონომი[1] , ფიზიკოსი, ასტროფიზიკოსი და ფოტოგრაფი |
| ალმა-მატერი | City of London School |
| მეუღლე | Margaret Lindsay Huggins[10] |
| ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, აბანოს ორდენის რაინდი-კომანდორი, ჰენრი დრეიპერის მედალი[11] , კოპლის მედალი[12] , სამეფო მედალი, ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ლალანდის პრემია, ბრიუსის მედალი[13] , რუმფორდის მედალი[14] , ჟანსენის მედალი, აქტონის პრემია, ბეიკერის სახელობის ლექცია და ღირსების ორდენი |
უილიამ ჰაგინზი (ინგლ. William Huggins; დ. 7 თებერვალი, 1824, ლონდონი — გ. 12 მაისი, 1910, იქვე) — ბრიტანელი ასტრონომი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ასტრონომიულ სპექტროსკოპიაში მეუღლესთან, მარგარეტთან ერთად გაწეული პიონერული საქმიანობით.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უილიამ ჰაგინზი დაიბადა 1824 წელს, მიდლსექსის საგრაფოს ქალაქ კორნჰილში. 1875 წელს მან ცოლად შეირთო მარგარეტ ლინდსი — დუბლინელი ჯონ მურეის ქალიშვილი, რომელიც ასევე ინტერესდებოდა ასტრონომიითა და სამეცნიერო კვლევებით.[15]
ჰაგინზმა ლონდონში, „აპერ ტალს ჰილის“ 90-ე ნომერში, ააშენა კერძო ობსერვატორია, საიდანაც მეუღლესთან ერთად აწარმოებდა სხვადასხვა ციური სხეულის სპექტრული გამოსხივებისა და შთანთქმის ხაზების ფართომასშტაბიან დაკვირვებებს.
1864 წლის 29 აგვისტოს ჰაგინზი გახდა პირველი, ვინც პლანეტური ნისლეულის სპექტრი გადაიღო; მან ეს NGC 6543-ის კვლევისას განახორციელა.[16][17]
მან ასევე პირველმა განასხვავა ერთმანეთისგან ნისლეულები და გალაქტიკები იმის ჩვენებით, რომ ზოგიერთ მათგანს (მაგალითად, ორიონის ნისლეულს) გაზისთვის დამახასიათებელი სუფთა ემისიური სპექტრი ჰქონდა, ხოლო სხვებს (მაგალითად, ანდრომედეს გალაქტიკას) — ვარსკვლავებისთვის დამახასიათებელი სპექტრული მახასიათებლები. სპექტრების ანალიზში ჰაგინზს ეხმარებოდა მისი მეზობელი, ქიმიკოსი უილიამ ალენ მილერი. ჰაგინზი ასევე იყო პირველი, ვინც ასტრონომიული ობიექტების გამოსახულებების მისაღებად მშრალი ფოტოგრაფიული მეთოდი გამოიყენა.[15]
მას შემდეგ, რაც 1868 წელს სირიუსზე დაკვირვებისას წითელი წანაცვლება გამოვლინდა, ჰაგინზმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლებელი იყო ვარსკვლავის რადიალური სიჩქარის გამოთვლა.[18]
1867 წელს ჰაგინზმა, უილიამ ალენ მილერთან ერთად, სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ოქროს მედალი მოიპოვა. მოგვიანებით, 1876-1878 წლებში, იგი ამავე საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 1885 წელს ოქროს მედალი ხელახლა (ამჯერად — ინდივიდუალურად) მიიღო. მან სამეფო ასტრონომიულ საზოგადოებაში ხელმძღვანელ პოზიციებზე ჯამში 37 წელი გაატარა, რაც ყველაზე ხანგრძლივი მაჩვენებელია ნებისმიერ სხვა პირთან შედარებით.[19] 1865 წლის ივნისში ჰაგინზი სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს; მას მიენიჭა ამავე საზოგადოების „სამეფო მედალი“ (1866), „რუმფორდის მედალი“ (1880) და „კოპლის მედალი“ (1898), ხოლო 1885 წელს მან საზოგადოების წინაშე „ბაკერის ლექცია“ წაიკითხა.
1900-1905 წლებში, იგი სამეფო საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. მაგალითად, 1904 წელს პრეზიდენტის რანგში წარმოთქმულ სიტყვაში მან პატივი მიაგო გარდაცვლილ წევრებს და გასცა იმ წლის ჯილდოები.[20]
იგი 1910 წელს, ლონდონში, ტალს-ჰილში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა თიაქრის ოპერაციის შემდეგ და გოლდერს-გრინის კრემატორიუმში დაკრძალეს.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად,
- მთვარის ერთ-ერთ კრატერს დააქრვეს ჰაგინზი;
- მარსის ერთ-ერთ კრატერს დააქრვეს ჰაგინზი;
- მთავარი სარტყლის ერთ-ერთ ასტეროიდს დააქრვეს (2635) ჰაგინზი.
შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1870: Spectrum analysis in its application to the heavenly bodies. Manchester, (Science lectures for the work
people; series 2, no. 3)
- 1872: (editor) Spectrum analysis in its application to terrestrial substances and the physical constitution of heavenly bodies by H. Schellen, translated by Jane and Caroline Lassell, link from HathiTrust.
- 1899: (with Lady Huggins): An Atlas of Representative Stellar Spectra from 4870 to 3300, together with a discussion of the evolution order of the stars, and the interpretation of their spectra; preceded by a short history of the observatory. London, (Publications of Sir William Huggins's Observatory; v. 1)
- 1906: The Royal Society, or, Science in the state and in the schools. London.
- 1909: The Scientific Papers of Sir William Huggins; edited by Sir William and Lady Huggins. London, (Publications of Sir William Huggins's Observatory; v. 2)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Huggins, Sir William (1824–1910) Barbara J. Becker, Oxford Dictionary of National Biography, 2004 (subscription required)
- Clerke, Agnes Mary (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 13 (11th ed.). pp. 856–857.
- Audio description of Huggins' work
- Eclecticism, Opportunism, and the Evolution of a New Research Agenda: William and Margaret Huggins and the Origins of Astrophysics Barbara J. Becker
- William Wallace Campbell Sir William Huggins, K.C.B., O.M., Astronomical Society of the Pacific link from Internet Archive.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #117054720 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. Vujić — LZMK, 2005.
- 1 2 La France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- 1 2 3 4 Find a Grave — 1996.
- 1 2 3 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th Century — Routledge, 2003. — Vol. 1. — P. 626. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
- ↑ https://www.nasonline.org/programs/awards/henry-draper-medal.html
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society of London.
- ↑ https://phys-astro.sonoma.edu/node/176
- ↑ https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
- 1 2 Becker, Barbara J., „Ch 4—1 – Margaret Huggins: The Myth of the 'able assistant'“, Eclecticism, Opportunism, and the Evolution of a New Research Agenda: William and Margaret Huggins and the Origins of Astrophysics, http://faculty.humanities.uci.edu/bjbecker/huggins/ch4.html
- ↑ Huggins, William; Miller, W.A. (1864). „On the spectra of some of the nebulae“. Philosophical Transactions of the Royal Society of London. 154: 437–444. Bibcode:1864RSPT..154..437H. doi:10.1098/rstl.1864.0013. See p. 438, "No. 4373".
- ↑ Kwok, Sun (2000), „Chapter1: History and overview“, The origin and evolution of planetary nebulae, Cambridge University Press, pp. 1–7, ISBN 0-521-62313-8, https://books.google.com/books?id=7NfqpZxO_o0C
- ↑ Huggins, W. (1868). „Further observations on the spectra of some of the stars and nebulae, with an attempt to determine therefrom whether these bodies are moving towards or from the Earth, also observations on the spectra of the Sun and of Comet II“. Philosophical Transactions of the Royal Society of London. 158: 529–564. Bibcode:1868RSPT..158..529H. doi:10.1098/rstl.1868.0022.
- ↑ Dreyer, John L. E.; Turner, Herbert H. (1923) History of the Royal Astronomical Society, 1820–1920. London: Royal Astronomical Society, გვ. 250.
- ↑ Wm Huggins (30 November 1904) Huggins Presidential Address, link from Internet Archive