უილიამ ჯონ მაკჯი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უილიამ ჯონ მაკჯი

უილიამ ჯონ მაკჯი
უილიამ ჯონ მაკჯი
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1853
დაბადების ადგილი ფარლი, აიოვა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 4 სექტემბერი, 1912
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
ანთროპოლოგია
ეთნოლოგია

უილიამ ჯონ მაკჯი (ინგლ. William John McGee; დ. 17 აპრილი, 1853 — გ. 4 სექტემბერი, 1912) — ამერიკელი გეოლოგი, ანთროპოლოგი, ეთნოლოგი. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოებისა (1904-1905) და აშშ-ის ანთროპოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი (1902-1912). თვითნასწავლი იყო. ადრეულ წლებში ყურადღებას უთმობდა სამართლის კითხვასა და გეოდეზიურ კვლევას. გამოიგონა და დააპატენტა რიგი სამიწათმოქმედო ხელსაწყო. შემდეგ წლებში გეოლოგიით დაკავდა. 1877-1881 წლებში ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აიოვაში განახორციელა ტოპოგრაფიული და გეოლოგიური აგეგმვა. 1881 წელს გახდა აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის გეოლოგი. 1886 წელს აშშ-ის ქალაქ ჩარლსტონთან შეისწავლა მიწისძვრის საკითხები. 1893-1903 წლებში ხელმძღვანელობდა აშშ-ის ეთნოლოგიის ბიუროს. 1895 წელს შეისწავლა კალიფორნიის ყურეში მდებარე კუნძული ტიბურონი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]