უილიამ ფრედერიკ დენინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ ფრედერიკ დენინგი
William Frederick Denning - Punch cartoon - Project Gutenberg eText 14592.png
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი 1848(1848-11-25)
დაბ. ადგილი რადსტოკი
გარდ. თარიღი 9 ივნისი 1931(1931-06-09) (82 წელი)
გარდ. ადგილი ბრისტოლი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
ჯილდოები ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი

უილიამ ფრედერიკ დენინგი (ინგლ. William Frederick Denning; დ. 25 ნოემბერი 1848, რედპოსტი — გ. 9 ივნისი 1931) — ბრიტანელი ასტრონომი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამ ფრედერიკ დენინგი დაიბადა 1848 წლის 25 ნოემბერს, ინგლისის ერთ-ერთ პატარა სოფელში. პატარა ასაკშივე გამოიჩინა ინტერესი ბუნებისმეტყველებისადმი. 17 წლიდან ასტრონომიით დაინტერესდა. თავისი პირველი რეფრაქტორი შეიძინა 1866 წელს. თავდაპირველად დაკვირვებებს ასრულებდა მზის ლაქებზე, იუპიტერის თანამგზავრებზე და ასევე მერკურის გადაადგილებაზე. დენინგის პირველი პუბლიკაციები გამოიცა 1866 წელს ჟურნალ „Astronomical Register“-ში.

საყურადღებო დაკვირვებებს ატარებდა მეტეორებსა და ახალ პლანეტებზე. 1920 წელს მოახდინა ახალი აღმოჩენა. მან გედის თანავარსკვლავედში დააფიქსირა ახალი ვარსკვლავის სიკაშკაშე. უილიამ დენინგს 1898 წელს მიენიჭა სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ოქროს მედალი.

მისი სახელობისაა კრატერი მარსსა და მთვარეზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Obituary Notice: Denning, William Frederick". M.n.r.a.s. 92: 248–250. Feb. 1932. Bibcode 1932MNRAS..92..248..
  2. Addison, Henry Robert; Oakes, Charles Henry; Lawson, William John; Sladen, Douglas Brooke Wheelton (1907). "DENNING, William F.". Who's Who, 59: p. 470. http://books.google.com/books?id=yEcuAAAAYAAJ&pg=PA470.