შინაარსზე გადასვლა

უილიამ უოკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ უოკერი
უილიამ უოკერი
უილიამ უოკერი
ნიკარაგუის მე-6 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივლისი, 1856 – 1 მაისი, 1857
წინამორბედიპატრისიო რივასი
მემკვიდრეხუნტა

დაბადებული8 მაისი, 1824
ნეშვილი, შეერთებული შტატები
გარდაცვლილი12 სექტემბერი, 1860 (36 წლის)
ჰონდურასი
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი

უილიამ უოკერი (ინგლ. William Walker; დ. 8 მაისი, 1824, ამერიკის შეერთებული შტატები — გ. 12 სექტემბერი, 1860, ჰონდურასი) — ამერიკელი ავანტიურისტი და ნიკარაგუის მე-6 პრეზიდენტი. იგი ცდილობდა დაეპყრო ცენტრალური ამერიკის რომელიმე ქვეყანა. საბოლოოდ ჰონდურასის მთავრობამ იგი სიკვდილით დასაჯა.

შოტლანდიური წარმომავლობის უოკერი დაიბადა ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, 1824 წელს. დედამისი მერი ნორველი შვილად ერგებოდა რევოლუციური ომის მეომარ ლეიტენანატ ლიმპსკომბ ნორველს. მისი ძმა იყო სენატორი ჯონ ნორველი, ერთ-ერთი პირველი სენატორი მიჩიგანის შტატიდან და გაზეთ პილადელფია ინქუერერის დამფუძნებელი.

უილიამმა თოთხმეტი წლის ასაკში დაასრულა ნეშვილის უნივერსიტეტი და სასწავლებლად გაემგზავრა ევროპაში. ედინბურგის, ჰაიდელბერგის, გიოტინგენისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდა მედიცინას. უოლკეირს ევროპაში ყოფნის დროს მოხდა 1848 წლის რევოლუცია. ამ დროის პოლიტიკურმა მოღვაწეებმა გარიბალდიმ, მაძინიმ, ფოიერბახმა, მარქსმა და ბლანკმა დიდი გავლენა მოახდინეს მისი ავანტიურისტული მისწრაფებების გაღვივებაზე. 19 წლისა იგი უკვე ფლობს პენსილვანიის უნივერსიტეტის მედიცინის ხარისხს და მცირე სამედიცინო პრაქტიკის მიღების შემდეგ ჩადის ახალ ორლეანში სამართლის შესასწავლად. ვექილად მუშაობის შემდეგ იგი ხდება თანამფლობელი და რედაქტორი გაზეთისა New Orleans Crescent. 1949 ჩადის სან-ფრანცისკოში და მუშაობს ჟურნალისტად. მიიღებს მონაწილეობას ოთხ დუელში, ორ მათგანში კი დაიჭრება. ამ პერიოდში მოიფიქრებს გეგმას თუ როგორ დაეპყრო ლათინური ამერიკის ქვეყნები და დაეარსებინა სახელმწიფო, რომელშიც იბატონებდნენ ინგლისურად მოლაპარაკე თეთრკანიანები.

1853 წლის გაზაფხულზე იგი ჩავიდა გუაიმასში, რათა მექსიკის მთავრობის მხარდაჭერით დაეარსებიდა გამაგრებული კოლონია, რათა ინდიელებისგან დაეცვა ამერიკის შეერთებული შტატები. მექსიკის მთავრობამ უოკერის გეგმა არ მოიწონა. წარუმატებლობის შემდეგ უილიამი დაბრუნდა სან-ფრანცისკოში და შეეცადა საკუთარი ძალებით განეხორციელებინა ჩანაფიქრი. უოკერმა დაიწყო მოხალისეების ძებნა მონობით ვაჭრობის მომხრეთა შორის, განსაკუთრებით კენტუკისა და ტენესის შტატების მაცხოვრებელთა შორის. თავისი განზრახვა დაეარსებინა კოლონია, გადაიზარდა სურვილში დაეარსებინა სონორის რესპუბლიკა, რომელსაც უნდა შეექმნა ამერიკის კავშირი. 1853 წლის 15 ოქტომბერს უოკერმა თავის 45 მოხალისესთან ერთად დაიპყრო მექსიკის ტერიტორიები: კალიფორნიის ნახევარკუნძული და სონორა. ასევე წარმატებით აიღო ქალაქი ლა პასი და გამოაცხადა ქვემო კალიფორნიის რესპუბლიკის დედაქალაქად. პრეზიდენტის თანამდებობა თვითონ დაიკავა, ვიცე-პრეზიდნეტისა კი თავის მოკავშირე უოტკინსს ჩააბარა. ახალშექმნილი სახელმწიფოს კონსტიტუციად კი ლუიზიანის შტატის კონსტიტუცია მიიღო, რომელიც მონობას აკანონებდა. უოკერმა მალევე, თავის შტაბბინად უფრო საიმედო ქალაქი ენსებადა გამოაცხადა და ქვემო კალიფორნიის რესპუბლიკას სახელიც შეუცვალა- სონორის რესპუბლიკა. უოკერს სონორაზე გავლენა არც ჰქონია, და რამდენიმე თვეში იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაპყრობილი ტერიტორიები, მექსიკის მთავრობის სამხედრო მოქმედებების შედეგად. იგი დაბრუნდა სან-ფრანცისკოში და წარდგა სასამართლოს წინაშე. დამარცხებულ ავანტურისტს, რომელმაც წამოიწყო არალეგალური ომი, ბრალად ედებოდა შეერთებული შტატების ნეიტრალიტეტის დარღვევა. იმ პერიოდში ძალზედ პოპულარული იყო ავანტურისტული მისწრაფებები აშშ-ის სამხრეთ და დასავლეთ შტატებში. ამიტომაც, ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს უილიამ უოკერი.

ნიკარაგუის დაპყრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უილიამ უოკერი

ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკა ნიკარაგუაში დაიწყო სამოქალაქო ომი. ნიკარგუის პრეზიდენტმა კასტელონმა უოკერთან დადო შეთანხმება, რომ უოკერს შეეძლო ჩამოეყვანა სამასამდე „ახალმოსახლე“, სამაგიეროდ მათ უნდა მოემარაგებინათ იარაღით აჯანყებულები. 1855 წლის 3 მაისიდან უოკერი სან-ფრანცისკოდან ზღვით გამოემართა ნიკარაგუისკენ. ხმელეთზე გადმოსულ უოკერს და მის თანმხლებ 60 ადამიანს შეემატნენ 170 ადგილობრივი და 100 ამერიკელი მეომარი.

„საკრამენტო იუნიონის“ რეპორტიორმა, რომელიც თან ახლდა უოკერს, მისი ექსპედიციის გასაშუქებლად, გაზეთისთვის გაგაზავნილ კორესპონდენციაში უოკერი მოიხსენია მონათმფლობელური ნიკარაგუის დამაარსებლად. გაბრაზებულმა უოკერმა მეთოფეთა რაზმს ჟურნალისტის მოკვლა უბრძანა. შეშინებული ჟურნალისტი ქალის ფორმაში გადაცმული გაიქცა ნიკარაგუიდან.

უოკერის აგენტები ქირაობდნენ ამერიკელ და ევროპელ მოხალისეებს, რომლებიც მოემართებოდნენ ცენტრალური ამერიკისკენ ჰონდურასის, კოსტა-რიკის, სალვადორისა და გვატემალის დასაპყრობად. უოკერს შეეძლო გამოეყვანა ათასამდე დაქირავებული მეომარი.

ამ პერიოდისთვის ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოს შორის მთავარი სავაჭრო გზა ნიკარაგუაზე გადიოდა. ნიუ-იორკიდან დაძრული გემები შედიოდნენ რიო სან-ხუანში, იქიდან ნიკარაგუის ტბაში და გადადიოდნენ წყნარი ოკეანის აუზში. ნიკარაგუის ტბიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე სამგზავრო კარეტებით გადაადგილდებოდნენ მგზავრები და ტვირთი.

უოკერმა კასტელონის თანხმობით იერიში მიიტანა ქალაქ რივასზე. 1855 წლის 4 სექტემბერს კი ლა ვირხენის ბრძოლაში გაანადგურა ნიკარაგუის არმია. 13 ოქტომბერს კი აიღო დედაქალაქი გრანადა და მთელს ნიკარაუაზე კონტროლი დაამყარა, მარიონეტ პრეზიდენტად კი პატრისიო რივასი დანიშნა. 1856 წლის 20 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ პირსმა უოკერის რეჟიმი სცნო.

როცა უოკერი ნიკარაგუაში ჩავიდა კ. გარისონმა და ჩ. მორგანმა, კორნელიუს ვენდერბილტის სატრანზიტო კომპანიის მოხელეებმა, შესთავაზეს ფინანსური დახმარება თუ მათ დაეხმარებოდა ამავე კომპანიის ხელში ჩაგდებაში. უოკეირ პირობას დასთანხმდა და ვენდერბილტს კომპანია ძალდატანებით წაართვა. საპასუხოდ ვენდერბილტმა ხმები გაავრცელა, რომ კომპანიას საქონელი გადაჰქონდა არალეგალურად. უფლებაშელახულმა ვენდერბილტმა წარმატებით დაარწმუნა ამერიკის მთავრობა, რომ შეცდომა დაუშვა უოკერის მთავრობის ცნობაში. უოკერის გეგმები აშფოთებდა ლათინური ამერიკის ქვეყნებს. ხუან რაფაელ მორამ, კოსტა-რიკის პრეზიდენტმა გაისეგრძეგანა უოკერის მისწრაფებები და ომი გამოუცხადა მას. კოსტა-რიკის დასამარცხებლად უოკერმა გაგაზავნა პოლკოვნიკი შლესინგერი, თუმცა მისი ჯარები დამარცხდნენ სანტა როსას ბრძოლაში, 1856 წლის მარტში. კოსტა-რიკას გვერდით დაუდგნენ ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნები, რომელთა კოალიციას აფინანსებდა ვენდერბილტი. 1856 წლის აპრილში კოსტა-რიკის ჯარები და დაქირავებული ამერიკელი ჯარისკაცები შეიჭრნენ ამერიკის ტერიტორიაზე და რივასის მეორე ბრძოლაში გაანადგურეს უოკერის მოემრები. ხუან სანტამარიამ, რომელიც შემდგომში კოსტა-რიკის ეროვნული გმირი გახდა, ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

გაყალბებული არჩვენების შემდეგ უოკერმა თავი გამოაცხადა ნიკარაგუის პრეზიდენტად. მისი ინაუგურაცია 1856 წლის 12 ივლისს მოეწყო. მისი „საპრეზიდენტო პროგრამა“ ნიკარაგუის ამერიკანიზაციაზე იყო დაფუძნებული. ინგლისური გამოაცხადა ნიკარაგუის სახელმწიფო ენად და სახელმწიფო პოლიტიკის გატარებით ხელს უწყობდა აშშ-დან ემიგრანტთა ჩამოსვლას. გააანალიზა რა მისი პოზიციები სუსტდებოდა, გააუქმა 1824 წლის ნიკარაგუის გამოყოფის პაქტი და ხელს უწყობდა მონობით ვაჭრობის განვითარებას, რითაც კიდევ უფრო გაზარდა თავისი პოპულარობა შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში, სადაც მონობა იქაური ბიზნესმენების შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყარო იყო. უოკერის წარმატებული ნაბიჯი უშედეგო აღმოჩნდა დიზინტერიის ეპიდემიის გავრცელების გამო, რომელმაც გაუწყვიტა ჯარისკაცები.

დაბრუნება შეერთებულ შტატებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1857 წლის 1 მაისს უოკერი ჩაბარდა აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურ ჩარლ ჰენრი დეივისს და სამშობლოში დაბრუნდა. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მას ხალხი ისე შეხვდა როგორც გმირს. მაგრამ ეს ყურადღება გაქრა, როცა უოკერმა თავისი დამარცხება დააბრალა აშშ-ის საზღვაო ძალებს. ექვსი თვის შემდეგ უოკერი გეგემავდა კიდევ ერთ ექსპედიციას, მაგრამ ისევ ამერიკის საზღვაო ძალებმა დააპატიმრეს იგი და დააბრუნეს სამშობლოში.

გარდაცვალება ჰონდურასში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტატებში გამოცემული წიგნის (1860, ომი ნიკარაგუაში) შემდეგ, კიდევ ერთხელ და ამჯერად საბოლოოდ დაბრუნდა ცენტრალურ ამერიკაში. ტრუხილიოს პორტში (ჰონდურასი) ჩასული უილიამი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის კაპიტან სალმონის ტყვეობაში აღმოჩნდა. დიდი ბრიტანეთი აკონტროლებდა დღევანდელ ბელიზსა და მოსკიტების სანაპიროს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რა მისთვის საკონტინენტთაშორისი არხის აშენებას, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ატლანტისა და წყნარი ოკეანის აუზები. ამიტომ მისთვის უოკერი საშიშროებას წარმოადგენდა.

სალმონმა იმის მაგივრად, რომ ამერიკის მთავრობისთვის გადაეცა წარუმატებელი სამხედრო ავანტიურისტი, ჰონდურასის ხელისუფლებს გადასცა. ჰონდურასის მთავრობამ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და 36 წლის უილიან უოკერი 1860 წლის 12 სექტემბერს დახვრიტეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: