უილიამ ტრევორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|უილიამ ტრევორი}}
უილიამ ტრევორი
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1928(1928-05-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი Mitchelstown[1] [16] [7] [9] [11] [12] [13] [17]
გარდაცვალების თარიღი 20 ნოემბერი, 2016(2016-11-20)[18] [1] [2] [5] [7] [8] [9] [11] [19] [12] [13] [15] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი სომერსეტი[1] [16] [7] [8] [9]
საქმიანობა სცენარისტი[7] [19] [17] , მოქანდაკე[6] , რომანისტი[7] [20] [21] [22] [19] , დრამატურგი[21] [22] , მთარგმნელი, მწერალი[6] [16] [9] [23] [24] [17] და ნოველისტი[7] [22]
ენა ინგლისური ენა[25] [26] [6] [16] [7] [10] [11] [19] [27] [28]
მოქალაქეობა Flag of Ireland.svg ირლანდიის რესპუბლიკა[26] [16] [7] [8] [20] [10] [19] [12] [27]
ალმა-მატერი დუბლინის უნივერსიტეტი და St Columba's College, Dublin
Magnum opus Two Lives, Felicia's Journey, The Story of Lucy Gault და Love and Summer
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი, Irish PEN Award, Hawthornden Prize, ნონინოს საერთაშორისო პრემია, ო. ჰენრის პრემია და ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი
ხელმოწერა Autograph by William Trevor.png

უილიამ ტრევორ კოქსი (დ. 24 მაისი, 192820 ნოემბერი, 2016) ― ფართოდ ცნობილი მისი ლიტერატურული შემოქმედებითი სახელით უილიამ ტრევორი- ცნობილი ირლანდიელი მწერალი, სცენარებისა და მოთხრობების ავტორი. იგი არის აღიარებული ინგლისურენოვანი სივრცის წარმომადგენელ ავტორებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და დახელოვნებულ ავტორად.

ტრევორი ირლანდიაში , კორკის ოლქის შემადგენლობაში შემავალ ქალაქ მიჩელსთაუნში დაიბადა. სოციალური კუთვნილების თვალსაზრისით მისი ოჯახი საშუალო კლასს წარმოადგენდა, ხოლო აღმსარებლობის მიხედვით პროტესტანტული ანგლიკანური ეკლესიის ირლანდიურ განშტოებას განეკუთვნებოდა. მამის სამუშაოს ადგილმდებარეობის ცვლილებიდან გამომდინარე, მისმა ბავშვობამ სხვადასხვა პროვინციულ ქალაქებში ჩაიარა. მან განათლება დუბლინში მდებარე წმინდა კოლუმბას სახელობის კოლეჯში დაიწყო, ხოლო შემდგომში სწავლა გააგრძელა დუბლინშივე მდებარე წმინდა სამების კოლეჯში, სადაც ისტორიის სპეციალობის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. მომდევნო წლების განმავლობაში იგი მოქანდაკედ მუშაობდა, ამავდროულად დამატებითი შემოსავლის უზრუნველსაყოფად მასწავლებლობით იყო დაკავებული. ის 1952 წელს ჯეინ რაიანზე დაქორწინდა და ორი წლის შემდეგ უკვე დიდ ბრიტანეთში გადაბარგდა საცხოვრებლად, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ სარეკლამო კომპანიაში მუშაობდა გაყიდვების მაჩვენებლის ზრდის ხელშემწყობი სლოგანების შემმუშავებლად. სწორედ ამავე პერიოდის ფარგლებში მას და მის მეუღლეს პირველი ვაჟი შეეძინათ.

მისი პირველი მოთხრობა სახელწოდებით „ სათანადო ქცევის სტანდარტი“ 1958 წელს ლონდონის ერთ-ერთი გამომცემლობის მიერ იქნა გამოქვე-ყნებული, თუმცაღა თავდაპირველად მას ოდენ მცირე წარმატება ხვდა წილად. ამის გათვალისწინებით მან ნაწარმოები გამოითხოვა და გაზეთში „აირიშ თაიმს“ მოხსენიებული ცნობების მიხედვით განმეორებით დაბეჭდვაზე მკვეთრი გადამჭრელი უარი განაცხადა. შემდგომში ეს მოთხრობა მაინც იქნა კვლავ გამოქვეყნებული 1982 და ბოლოს 1989 წლებში. 1964 წელს, 36 წლის ასაკში, ტრევორი დაჯილდოვებულ იქნა „ჰოთორნდენის პრიზით“, მოთხრობისათვის „ძველი ბიჭები“. ამ აღიარებამ და წარმატებამ ტრევორს გადააწყვეტინა, პროფესიონალი მწერალი გამხდარიყო. 1971 წელს ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლონდონიდან დევონში გადავიდა, თავდაპირველად დანქსველში, ხოლო მოგვიანებით შუბრუკში, სადაც გაატარა კიდეც ცხოვრების დარჩენილი ნაწილი გარდაცვალებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება თითქმის მთლიანად ინგლისში გაატარა, თავად იგი თავს „ სულით ხორცამდე ჭეშმარიტ ირლანდიელად“ მიიჩნევდა. ტრევორი 2016 წელს 88 წლის ასაკში ძილში მშვიდად გარდაიცვალა.

ტრევორმა არაერთი ისეთი მოთხრობების კრებული შექმნა, რომელმაც შემდგომში მკითხველთა ფართო აღიარებისა და ცნობადობის მოპოვება შეძლო. მისი მოთხრობები ხშირად ჩეხოვისეულ ნიმუშზე არის ხოლმე დაფუძნებული. მათი მოქმედი გმირები ძირითადად საზოგადოებრივ ცხოვრებისაგან ჩამოშორებული, ხელმოცარული, გარიყული ადამიანები არიან- ბავშვები, მოხუცებულები, საშუალო ასაკის მარტოსულები, ანაც უიღბლო ქორწინებაში მყოფები. არსებული სინამდვილისადმი მიმღებლობის არქონის გამო ისინი ალტერნატიულ სამყაროს ქმნიან და ცდილობენ, თავშესაფარი ამ სამყაროში მაინც აღმოაჩინონ. ზოგ მათგანში გამოყენებული არის გოთიკური ფიქციისათვის დამახასიათებელი გარკვეული ელემენტები, რისი მეშვეობითაც წარმოჩენილი და განხილულია ბოროტების ფენომენის განმაპირობებელი მიზეზები და მათი კავშირი სიგიჟესთან. ტრევორი აცნობიერებდა და აღიარებდა იმ მოცულობით მნიშვნელოვან ზეგავლენას, რომელიც მის მწერლად ჩამოყალიბებაზე ჯეიმზ ჯოისის სტილისტიკურმა თავისებურებებმა მოახდინა. თუმცაღა მთლიანობაში ატმოსფერო არ არის გამსჭვალული მრუმე, ავბედითი ან ავისმომასწავებელი სულისკვეთებით. ნაცვლად ამისა მწერალი სიღრმისეული დახვეწილი ირონიით აღწერს გარემომცველი სამყაროს ტრაგიკომიკურობასა და წინააღმდეგობრივობას. ეს განსაკუთრებულად მკვეთრად საგრძნობია მის შედარებით ადრეულ ნაწარმოებებთან მიმართებაში. მისი მრავალი ნაწარმოები შესაბამისად მისადაგებულია სპექტაკლებისა და ასევე სატელევიზიო გადაცემებისა და რადიომაუწყებლობისადმი. 1990 წელს გადაღებული იქნა „ბედისწერის უკუღმართობების“ ეკრანიზაცია რეჟისორ პეტ ო’კონორის მიერ, ხოლო 1999 წელს მისი ნაწარმოებზე „ ფელიციას მოგზაურობა“ დაყრდნობით კანადელმა რეჟისორმა ატომ ეგოიანმა გადაიღო მხატვრული ფილმი.


ტრევორის ნაწარმოებების უმრავლესობაში მოქმედება ვითარდება ინგლისსა და/ან ირლანდიაში. მათში გადმოცემულია ადგილობრივი მცხოვრებების სოციალური ფენებისა თუ პოლიტიკურ-რელიგიური განშტოებების შეხედულებების მრავალფეროვნება და განსხვავებულობა და მათგან გამოწვეული შინაგანი კონფლიქტები. ხშირად მათი ძირითადი ლაიტმოტივი არის მიწის/ნაგებობების კათოლიკე მესაკუთრეთა და მათ პროტესტანტ მდგმურებს შორის მუდმივად მზარდი დაძაბულობა და განხეთქილება. მის შედარებით ადრეულ ნაწარმოებებში პერსონაჟები ხშირად არიან ექსცენტრიკული პიროვნებები, რომლებიც დისტანცირებული და მიუკერძოებელი დამკვირვებლები და მთხრობელები არიან. ნაცვლად ერთ ცენტრალურ მოქმედ ფიგურაზე აქცენტის გამახვილებისა, მოთხრობათა უმრავლესობაში გვხვდება რამდენიმე თანაბარი დატვირთვის მატარებელი პერსონაჟი , რომლებიც მათთვის ჩვეულებრივ ფორმალურ გარემოში ურთიერთქმედებენ, რომელიც მათი ცალკეული პიროვნული ბედისწერების ურთიერთგა-დაკვეთის წერტილად გვევლინება ხოლმე. მოგვიანებით შექმნილი ნაწარმოებები თემატურად უფრო მრავალშრიანი და გართულებულია. მათში მწერალი უღრმავდება ღვთიური მადლისა და წყალობის ფენომენს, ხოლო მნიშვნელოვანი მოვლენები სხვადასხვა მთხრობელის მიერ განცდილი ვიწროდ პიროვნული, სუბიექტური პერსპექტივიდან დანახულად არის წარმოდგენილი. არასარწმუნო მთხრობელების მიერ შემოთავაზებული განსხვავებული დაკვირვებების ზოგჯერ დამაბნეველი და იდუმალებით მოცული მრავალგვარობა თანამედროვე ყოფის სიმყიფესა და არამდგრადობას გამოხატავს. ტრევორს ყოველთვის ყველაზე მეტად იტაცებდა და აინტერესებდა ისტორიული ქარტეხილების, ყოვლისმომცველი სოციალური გარდაქმნებისა და მღელვარებების პირობებში ცალკეული პიროვნებების იმ რომელიმე საზოგადოებრივი ფენისთვის გავლენიანი ინსტიტუციების ( და მათი წარმომადგენლების ) მიმართ ლოიალურობისა თუ სკეპტიკურობის საკითხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mary Fitzgerald-Hoyt (2003). William Trevor: re-imagining Ireland. Liffey Press. ISBN 978-1-904148-06-7. 
  • Dolores MacKenna (1999). William Trevor: the writer and his work. New Island Books. ISBN 978-1-874597-74-2. 
  • McAlindon, Tom (2003). „Tragedy, history, and myth: William Trevor's Fools of Fortune“. Irish University Review: A Journal of Irish Studies.
  • Stephanie McBride (2006). Felicia's Journey. Cork University Press. ISBN 978-1-85918-399-1. 
  • Kristin Morrison (1993). William Trevor. Twayne Publishers. ISBN 978-0-8057-7032-2. 
  • Hugh Ormsby-Lennon (2005). Fools of fiction: reading William Trevor's stories. Maunsel & Co. ISBN 978-1-930901-21-6. 
  • Gregory A. Schirmer (1990). William Trevor: Study of His Fiction. Routledge. ISBN 978-0-415-04493-6. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერვიუები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 http://www.nytimes.com/2016/11/21/books/william-trevor-dead.html?_r=0
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. SNAC — 2010.
  4. Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 7.8 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 MusicBrainz artist ID
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  10. 10.0 10.1 10.2 SNAC — 2010.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Babelio — 2007.
  13. 13.0 13.1 13.2 https://www.lemonde.fr/disparitions/article/2016/11/22/mort-du-romancier-irlandais-william-trevor_5036025_3382.html
  14. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118955306 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. 17.0 17.1 17.2 http://opac.sbn.it/opacsbn/opac/iccu/scheda_authority.jsp?bid=CFIV032581
  18. http://www.thebookseller.com/news/william-trevor-dies-434566
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  20. 20.0 20.1 Czech National Authority Database
  21. 21.0 21.1 https://discovery.nationalarchives.gov.uk/details/c/F64868
  22. 22.0 22.1 22.2 Discogs — 2000.
  23. http://urn.bn.pt/nca/unimarc-authorities/txt?id=90867
  24. http://mak.bn.org.pl/cgi-bin/KHW/makwww.exe?BM=01&IM=04&NU=01&WI=A10366076
  25. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  26. 26.0 26.1 OCLC. Virtual International Authority File[Dublin, Ohio]: OCLC, 2003.
  27. 27.0 27.1 CONOR.SI
  28. Czech National Authority Database