უილიამ რატერ დოზი
| უილიამ რატერ დოზი | |
|---|---|
| ინგლ. William Rutter Dawes | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 19 მარტი, 1799[1] |
| დაბ. ადგილი | ლონდონი |
| გარდ. თარიღი | 15 თებერვალი, 1868[1] (68 წლის) |
| გარდ. ადგილი | Haddenham |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ასტრონომი |
| ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი და ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი |
უილიამ რატერ დოზი (ინგლ. William Rutter Dawes [dɔz]; დ. 19 მარტი, 1799, ლონდონი — გ. 15 თებერვალი, 1868, ჰადენჰემი) — ინგლისელი ასტრონომი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უილიამ რატერ დოზი დაიბადა 1799 წლის 19 მარტს, ლონდონში, საზღვაო ოფიცრის, ინჟინრის, ასტრონომისა და ბოტანიკოსის, უილიამ დოუსისა და ჯუდიტ რატერის ოჯახში.
როგორც სასულიერო პირი, დოზი ატარებდა ორჯერადი ვარსკვლავების დეტალურ გაზომვებს და აკვირდებოდა პლანეტებს. ის იყო ცნობილი ინგლისელი ასტრონომის, უილიამ ლასელის მეგობარი. უილიამ დოზს მეტსახელად „არწივის თვალი“ შეარქვეს. მან საკუთარი კერძო ობსერვატორია დააარსა ჰადენჰემში, ბაკინგემშირში, საკუთარ სახლში. მისი ერთ-ერთი ტელესკოპი, რვა დიუმიანი კუკის რეფრაქტორი, დღემდე ფუნქციონირებს კემბრიჯის ობსერვატორიაში, სადაც ის ცნობილია როგორც თოროუგუდის ტელესკოპი.
1855 წელს დოზმა მიიღო სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ოქროს მედალი.
მარსის ნახატები, რომლებიც დოზმა 1864 წლის პლანეტების ოპოზიციის დროს გააკეთა, კარგად არის ცნობილი. ამ ნახაზებზე დაყრდნობით, რიჩარდ ენტონი პროქტორმა 1867 წელს შეადგინა მარსის რუკები.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად:
- მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს დოზი;
- მარსის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს დოზი;
- სატურნის C რგოლის ერთ-ერთ ღიობს დააქრვეს დოზი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თარგი:Cite DNB
- Monthly Notices of the Royal Astronomical Society, 1855, 15, 148 - Awarding of RAS gold medal
- Monthly Notices of the Royal Astronomical Society, 1869, 29, 116 - Obituary
- The Observatory, 1913, 36, 419 - Brief biography
- McKim, R., Marriott, R. A., "Dawes' Observations Of Mars, 1864-65", Journal of the British Astronomical Association, vol.98, no.6, p.294-300, October 1988.