უილიამ რაიკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ რაიკერი
რასა ადამიანი
სქესი მამრობითი
დაბადების თარიღი 19 აგვისტო 2335 (Stardate 12286.5)
დაბადების ადგილი საფრანგეთი, დედამიწა
საქმიანობა

პირველი ოფიცერი

USS Enterprise (NCC-1701-E)
წოდება კომანდერი, კაპიტანი
თანამდებობა პირველი ოფიცერი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
ოჯახი

კაილ რაიკერი (მამა)
ბეტი რაიკერი (დედა)

დიანა ტროი (მეუღლე)[1]
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
ვარსკვლავური გზა: თაობები
ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი
ვარსკვლავური გზა: აჯანყება

ვარსკვლავური გზა: შურისგება
პირადი ნომერი SC-231-427
მსახიობი ჯონათან ფრეიკსი
IMDB IMDb პროფილი

უილიამ ტომას რაიკერი (ინგლ. William Thomas Riker) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი, პირველი ოფიცერი ხომალდზე „ენტერპრაიზი“. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა და მომდევნო ფილმებში (თაობები, პირველი კონტაქტი, აჯანყება, შურისგება).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამ რაიკერი დაიბადა 2335 წლის 19 აგვისტოს კაილ და ბეტი რაიკერების ოჯახში. 2350 წელს კაილ რაიკერმა მიატოვა ოჯახი. მოგვიანებით უილიამმა იპოვა მამა, თუმცა 2365 წლამდე ისინი არ ურთიერთობდნენ.

2353 წლს რაიკერი ჩაირიცხა ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 2357. მისი პირველი დანიშნულება იყო ხომალდზე „პეგასი“ (ინგლ. USS Pegasus). მოგვიანებით იგი მსახურობდა პლანეტა „ბეტაზედზე“ სადაც მან გაიცნო დიანა ტროი. რაიკერი აგრეთვე მუშაობდა მეორე ოფიცრად ხომალდზე „პოწიომკინი“(ინგლ. USS Potemkin) და პირველ ოფიცრად ხომლდზე „ჰუდი“(ინგლ. USS Hood).

ზეფრამ კოკრეინი, დიანა ტროი და უილიამ რაიკერი პირველი ვარპ-ხომალდის გაშვების წინ

2364 წელს პირადი თხოვნით რაიკერი გადაიყვანეს ხომალდზე „ენტერპრაიზ D“ (ინგლ. Enterprise NCC-1701-D). ბორგების თავდასხმისას 2366-67 წლებში რაიკერი ასრულებდა კაპიტნის მოვალეობას (პიკარის დაბრუნებამდე). მოგვიანებით კაპიტან პიკართან ერთად გადავიდა ხომალდზე „ენტერპრაიზ-E“ (ინგლ. USS Enterprise NCC-1701-E).

ტროის და რაიკერის ქორწილი

2379 წელს რაიკერმა მიიღო ვარსკვლავური ფლოტის შეთავაზება და გახდა ხომალდ „ტიტანის“ კაპიტანი (ინგლ. USS Titan). ამავე წელს მან ცოლად შეირთო დიანა ტროი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]