შინაარსზე გადასვლა

უილიამ მარჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ მარჩი
დაბადების თარიღი 18 სექტემბერი, 1893(1893-09-18)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი მობილი
გარდაცვალების თარიღი 15 მაისი, 1954(1954-05-15)[1] [2] [3] [4] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი ახალი ორლეანი
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, მეზღვაური[5] და ჯარისკაცი[5]
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი, ალაბამის უნივერსიტეტი და ვალპარაისოს უნივერსიტეტი
ჯილდოები Navy Cross

უილიამ მარჩი (დ. 18 სექტემბერი, 1893 — გ. 15 მაისი, 1954) — ფსიქოლოგიური ჟანრის ამერიკელი მწერალი და სამხედრო-საზღვაო პირი. ექვსი რომანისა და მოთხრობების 4 კრებულის ავტორი. მარჩი კრიტიკოსთა მხრიდან დადებით შეფასებებს იღებდა, თუმცა პოპულარობა არასდროს მოუპოვებია.

გაიზარდა ალაბამის ერთ-ერთ სოფელში. სიღარიბის გამო სკოლა 20 წლამდე ვერ დაამთავრა. სწავლობდა სამართალზე, მაგრამ სიღარიბის გამო ეს კურსიც ვერ დაასრულა. 1917 წელს მაჰეტენში იურიდიულ ოფისში მუშაობისას იგი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში მოხალისედ ჩაეწერა, I მსოფლიო ომშიც მიიღო მონაწილეობა და უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა: ფრანგული ომის ჯვარი, ჯვარი გამორჩეული სამსახურისთვის და სამხედრო-საზღვაო ჯვარი. ომის შემდეგ კვლავ იურიდიულ ოფისში მუშაობდა, სანამ წარმატებულ ბიზნეს კარიერას დაიწყებდა.

ბიზნესში ჩართულმა მარჩმა წერა დაიწყო. თავდაპირველად მოთხრობებს წერდა, ხოლო 1933წელს გამოვიდა მისი რომანი - რაზმი K, რომელშიც მისი ომისდროინდელი გამოცდილება ასახა. ამას მოჰყვა სერია „მარგალიტის ქვეყანა“, რომანებისა და მოთხრობების სერია, რომელშიც მოქმედება ავტორის მშობლიურ სამხრეთ ალაბამაში მიმდინარეობს. ყველაზე წარმატებული რომანი The Looking Glass აღმოჩნდა, თუმცა მარჩს ლიტერატურული წარმატებისთვის არ მიუღწევია. ავტორის უკანასკნელი რომანი მანკიერი თესლი 1954 წელს გამოიცა. მარჩი იმავე წელს გარდაიცვალა. 1954 წელს ნაწარმოები სცენაზეც დაიდგა, ხოლო 1956, 1985 და 2018 წლები რომანის მიხედვით იმავე სახელწოდების ფილმები გადაიღეს. 2015 წლის 8 ივნისს უილიამ მარჩი ერთ-ერთი იყო იმ 12 ადამიანს შორის, რომელიც ალაბამის მწერალთა დიდების ხეივანში შეიყვანეს.[6]

ჯილოები და წოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ფრანგული ომის ჯვარი რტოთი (Croix de Guerre), 1918
  • აშშ-ის დამსახურებული სამსახურის ჯვარი, 1918
  • აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ჯვარი, 1918

ლიტერატურული ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „პატარა ცოლი“ — შეიტანეს ამერიკის საუკეთესო მოთხრობებისა და ო'ჰენრის ჯილდოს მოთხრობების კრებულში, 1930
  • „მეთხუთმეტე რაზმი K-დან“ — შეიტანეს ო' ჰენრის ჯილდოს მოთხრობების კრებულში, 1931
  • „ჯამი დამატებით“ — შეიტანეს ო'ჰენრის პრემიის მოთხრობების კრებულში, 1936
  • „შეიძლება მზემ გამოანათოს“ — შეიტანეს ამერიკის საუკეთესო მოთხრობების კრებულში, 1937
  • „უკანასკნელი შეხვედრა“ — შეიტანეს ო'ჰენრის პრემიის მოთხრობების კრებულში, 1937
  • „მდედრი ხილის მწერი“ — შეიტანეს ამერიკის საუკეთესო მოთხრობების კრებულში, 1944
  • მანკიერი თესლი — ეროვნული წიგნის ჯილდოს ნომინაცია, 1955

მარჩის შრომებზე დაფუძნებული ფილმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  5. 5.0 5.1 Czech National Authority Database
  6. Staff report (May 25, 2015). „Rick Bragg, Harper Lee will be among Alabama Writers' Forum's inductees“ (May 25, 2015). Tuscaloosa News. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 6, 2016. ციტირების თარიღი: ივლისი 4, 2020.