შინაარსზე გადასვლა

უილიამ დინ ჰოუელზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ დინ ჰოუელზი
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1837(1837-03-01)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი Martins Ferry
გარდაცვალების თარიღი 11 მაისი, 1920(1920-05-11)[7] [1] [2] [3] [4] [5] [6] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი მანჰეტენი
დასაფლავებულია კემბრიჯის სასაფლაო[2]
საქმიანობა ჟურნალისტი, რომანისტი, ესეისტი, დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ბიოგრაფი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საბავშვო მწერალი და მწერალი[8]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
Magnum opus Pleasure-Pain
მეუღლე ელინორ მიდ ჰოუელზი
შვილ(ებ)ი ჯონ მიდ ჰოუელზი
ნათესავ(ებ)ი William White Howells
ხელმოწერა

უილიამ დინ ჰოუელზი (ჰაუელზი) (ინგლ. William Dean Howells; დ. 1 მარტი, 1837, მარტინზფერი, ოჰაიოს შტატი — გ. 11 მაისი, 1920, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მწერალი, კრიტიკოსი.

1861-1865 წლებში იყო აშშ-ს კონსული ვენეციაში. აქვეყნებდა ლიტერატურულ წერილებს, რეცენზიებს, ესეებს, მოგონებებს, წერდა ნოველებსა და რომანებს. ჰოუელზის საუკეთესო ნაწარმოებებად ითვლება: „საილას ლაფემის აღზევება“ (1885), „ახალი ბედნიერების ძიება“ (1889), უტოპიური რომანი „ალტრუისტული მოგზაური“ (1894) და მისი გაგრძელება „ნემსის ყუნწში“ (1907). დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ესეების კრებულებს „კრიტიციზმი და ბელეტრისტიკა“ (1891), „ლიტერატურული მეგობრები და ნაცნობები“ (1899) და სხვა.