უილა ჰოლენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
*უილა ჰოლენდი

ჰოლენდი 2017 წელს
დაბადების სახელი უილა ჯოანა ჩენს ჰოლენდი
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1991 (1991-06-18) (32 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი; მოდელი
აქტიური 2001-დღემდე
მშობლები მამა: კეიტ ჰოლენდი
დედა: დარნელ გრეგორიო

უილა ჯოანა ჩენს ჰოლანდი [1](ინგლ. Willa Joanna Chance Holland; დ. 18 ივნისი, 1991) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ცნობილია თავისი შესრულებული როლებით შემდეგ სერიალებში: როგორც ქეითლინ კუპერი Fox-ის დრამა „მარტოხელა გულები“-ში, აგნეს ენდრიუს როლი ნათამაშები აქვს The CW-ს სერიალ „ჭორიკანა“-ში. სერიალ Kingdom Hearts-ში მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც „აქუა“–გამოგონილი პერსონაჟი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ამერიკულ სატელევიზიო სერიალ-„ისარში“.

ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილა ჰოლენდი დაიბადა 1991 წლის 18 ივნისს, ლოს-ანჯელესში. არის კინემატოგრაფის კეიტ ჰოლენდისა და მსახიობის დარნელ გრეგორიო-დე პალმას ქალიშვილი. დედამისი 1995 წლიდან 1997[2] წლებში ქორწინებაში იყო პროდიუსერ-ბრიან დე-პალმასთან. გაიზარდა ორ დასთან, ბრიანა ჰოლენდისთან (დ. 1988), და პიპერ დე-პალმასთან (დ. 1996)[3] ერთად. ჰოლენდი 6 კვირის განმავლობაში Palisades Charter-ის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა, თუმცა შემდგომ სწავლა შეწყვიტა სამსახიობო კარიერის გამო.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 წლის ასაკში[5], როდესაც უილა ჰოლდენი მეზობლის ბინაში, ნიუ-იორკში თამაშობდა, ის სახლის პატრონმა, ამერიკელმა ფილმის შემქმნელმა, სტივენ სპილბერგმა შეამჩნია, და ჰოლდენის მშობლებს უთხრა: „თქვენ ჰოლდენი კამერის წინ უნდა დააყენოთ“"[6][7][8]. ჰოლდენმა შვიდი წლის ასაკში[8][9] , „Ford Modeling Agency“-ისთან დაიწყო თანამშრომლობა. იგი მოდელობდა რამდენიმე ტანსაცმლის ბრენდისთვის, მათ შორისაა: „Guess“, „Gap“, „Abercrombie & Fitch“, და Ralph Lauren.

ამავე 1999 წელს, დე-პალმამ ჰოლენდი თეატრალურ სააგენტოში წაიყვანა, ამის შემდეგ იგი მრავალ რეკლამაში იხილეს. 2001 წელს, როდესაც ჰოლენდი 10 წლის იყო იგი კინემატოგრაფ მამასთან ერთად „Ordinary Madness“-ში მუშაობდა. 2005 წელს, ჰოლენდი მოდელთან რეიჩელ ნიკოლთან ერთად Fox-ის კრიმინარულ სატელევიზიო სერიალ „ჩვენიანი“-ში გადაიღეს. მან კეიტლინ კუპერის როლი „მარტოხელა გულები“-ში ითამაშა, თავიდან, მესამე სეზონში მას მსახიობ შეილინ ვუდლის ჩანაცვლება მოუხდა, თუმცა მეოთხე სეზონში[10], სერიალში რეგულარულად იღებდა მონაწილეობას.

ჰოლენდი 2008 წელს, ტორონტოს საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე

2007 წლის დეკემბერს, იგი გადაიღეს დამოუკიდებელ დრამატულ ფილმ „წვეულება ბაღში“, სადაც მან პრობლემატური თინეიჯერის, ეიპრილის როლით ითამაშა. 2008 წლის სექტემბერს, The CW-მ დაანონსა რომ ჰოლენდი დრამატული სატელევიზიო სერიალის, „ჭორიკანა“-ს მეორე სეზონის მესამე ეპიზოდში მიიღებდა მონაწილეობას. 2010 წლის მარტს, ჰოლენდი სერიალის მესამე სეზონის 16 ეპიზოდში, "The Empire Strikes Jack"-ში გადაიღეს.

2010 წლის მაისში, Square Enix-სმა დაანონსა რომ ჰოლენდი „Kingdom Hearts Birth by Sleep“-ის გამოგონილ პერსონაჟს-აქუას გაახმოვანებდა. ვიდეო თამაში 2010 წლის 7 სექტემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში[11] გამოუშვეს. ამავე წელს, ჰოლენდი მნიშვნელოვანი როლით ფანტაზიური, საშინელებათა ჟანრის ფილმ „ლეგიონი“-ში გადაიღეს. მან 1971 წლის ფილმის „ჩალის ძაღლები“-ს ხელმეორედ გადაღებაში ჯენის ჰედონის როლით ითამაშა. ფილმი 2011 წელს გამოუშვეს.

2012 წლის თებერვალს, ჰოლენდიმ The CW-ს სათავგადასავლო სერიალ „ისარი“-ში, სფიდის, ოლივერ ქვინის[8][12][13] დის როლის შესრულება დაიწყო. იგი 2018[14] წლამდე, მეექვსე სეზონამდე, რეგულარურად იღებდა გადაღებებში მონაწილეობას.

ფილმში „ვეფხვის თვალები“, რომელიც 2012 წელს გამოუშვეს, ჰოლენდიმ დევი ვექსლერის[8][15] როლი შეასრულა, ფილმი დაფუძნებულია 1981 წლის ამავე სახელწოდების მქონდე ნოველის მიხედვით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Birth of Willa Holland. ციტირების თარიღი: February 7, 2015
  2. Watkins, Jade (February 21, 2013). „Check mate! Arrow star Willa Holland shows off her superhero figure as she bares her toned midriff in chic monochrome ensemble“. Daily Mail. UK. ციტატა: „Willa was born into a Hollywood family — her mother Darnell De Palma was an actress and father Keith Holland is a cinematographer. Her stepfather is Brian De Palma, famed director of films such as Scarface and Mission Impossible, and also introduced Willa to talent agencies at the age of seven“
  3. Kappes, Serena (January 19, 2006). „Introducing... Willa Holland“. People.
  4. Lewis, Casey (June 2013). „Willa Holland Tells Us All About Starring in the Judy Blume Flick 'Tiger Eyes': The Arrow actress is making a leap to the big screen“. Teen Vogue. ციტატა: „In all honesty, I only went to high school for about six weeks, partly because I got a job and also because I just didn't get along with high school too well. I got bullied, and just didn't have a good school experience throughout...At school no one believed I was an actress at first—that was the funny part. They just thought I was a total liar. I proved them all wrong, right?“
  5. Clarke, Cath (January 8, 2009). „First sight: Willa Holland“. The Guardian. ციტატა: „She was discovered by Steven Spielberg — in his garden no less...she was seven years old at the time, playing with his kids. Her stepdad is Brian de Palma.“
  6. DeBruge, Peter (October 2, 2008). „Willa Holland: Discovered by Spielberg“. Variety. ციტატა: „"I was playing over at Steven Spielberg's house' – next door to stepfather Brian De Palma's place in the Hamptons – 'and he was filming little wedding scenes and doing homevideos,' she says. When her parents came to pick her up, Spielberg insisted, 'You've got to put her in front of a camera.' De Palma was for it, too.“
  7. „Spielberg Gave The Oc's Holland Her Big Break“. World Entertainment News Network. March 29, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 12, 2015. ციტირების თარიღი: February 7, 2015 – წარმოდგენილია Contactmusic.com-ის მიერ.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Jessica Holland (February 25, 2013). „Willa Holland: Interview“. Wonderland Magazine. ციტირების თარიღი: February 14, 2015.
  9. „Shooting Stars: How We Got That Picture“. Teen Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 7, 2015. ციტირების თარიღი: February 7, 2015.
  10. Kappes, Serena (January 19, 2006). „Introducing ... Willa Holland“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 21, 2014. ციტირების თარიღი: February 7, 2015. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  11. „Return to the Magical Realm of Kingdom Hearts on September 7, 2010“ (პრეს-რელიზი). Square Enix. May 17, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 21, 2010. ციტირების თარიღი: February 7, 2015.
  12. Gonzalez, Sandra (April 2, 2014). 'Arrow' preview: Willa Holland teases Thea's 'major turning point'. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 12, 2015. ციტირების თარიღი: February 7, 2015.
  13. 'Arrow' cast has some fun aboard the TV Guide Yacht (October 8, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 14, 2015. ციტირების თარიღი: February 14, 2015
  14. Abrams, Natalie (March 29, 2018). 'Arrow' boss on that shocking cast departure“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: April 2, 2018.
  15. Peter Travers (June 6, 2013). „Tiger Eyes“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: February 13, 2015.