უილანსის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილანსის ტბა
კოორდინატები: 84°15′ ს. გ. 153°30′ დ. გ. / 84.250° ს. გ. 153.500° დ. გ. / -84.250; -153.500
მდებარეობა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
ფართობი 60 კმ²
საშუალო სიღრმე
უილანსის ტბა — ანტარქტიდა
უილანსის ტბა

უილანსის ტბა (ინგლ. Lake Whillans) — ყინულქვეშა ტბა ანტარქტიდაში. თავისი დასახელება მიიღო ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის დოქტორის, გლაციოლოგის აიან უილანსის პატივსაცემად.

უილანსის ტბა მდებარეობს როსის შელფური მყინვარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში[1]. ტბა იმყოფება დაახლოებით 800 მეტრის სიღრმეში ყინულის ქვეშ. მისი ფართობი შეადგენს დაახლოებით 60 კმ²-ს, ხოლო სიღრმე — 1,5-2 მეტრს[2], თუმცა მეცნიერები სეისმოლოგიური გაზომვების დახმარებით ვარაუდობდნენ 6—9 მეტრს[3]. ტბის წყლის ტემპერატურა შეადგენს −0,5 °С-ს[4].

პირველად ტბა აღწერილი იქნა სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლის — გლაციოლოგ ჰელენ ფრიკერის მიერ 2007 წელს. ის და მისი გუნდი სწავლობდნენ რეგიონის თანამგზავრულ ფოტოსურათებს 2003 წლიდან 2006 წლის ჩათვლით, რომლებზეც აღმოაჩინეს ყინულის პერიოდული აწევა და დაწევა და გააკეთეს დასკვნა ამ ადგილას ყინულქვეშა ტბის არსებობის შესახებ[4].

გამოკვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 28 იანვარს[5] მბურღავების ჯგუფმა WISSARD-მა გააკეთა განცხადება, რომ 800 მეტრიანი ყინულის ფარის გავლის შემდეგ მიაღწია ტბის ზედაპირს. გაბურღული ჭაბურღილის დიამეტრმა შეადგინა 30 სანტიმეტრი[1], აქედან აიღეს წყლის და ფსკერის დანალექების სასინჯი ნიმუშები, რომლებშიც აღმოჩნდა მიკროორგანიზმები-ლიტოტროფები[4] (დაახლოებით 1000 ცალი მილიმეტრზე[5], რაც ათჯერ ნაკლებია, ვიდრე ოკეანის წყლებში), რომლებიც საკუთარი სიცოცხლისთვის იყენებენ არა ფოტოსინთეზს[2], არამედ ნახშირორჟანგს. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ «ეს იყო ანტარქტიკის ყინულქვეშა ტბებიდან ასეთი მაღალი ხარისხის პირველი წარმატებული ნიმუშების შერჩევა». ადრე მსგავს სამუშაოებს ატარებდნენ რუსი მკვლევარები ვოსტოკის ტბაში, სადაც აღებულმა ნიმუშებმა ვერ მოიტანეს დიდი აღმოჩენები, და ბრიტანელები ელსუორტის ტბაში, სადაც ბურღვა ვერ მივიდა ბოლომდე საბურღი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო[4][1].

2014 წელს ტბა გამოიკვლიეს აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერებმა.

უილანსის ტბის კვლევებმა მეცნიერებს შეიძლება მისცეს წარმოდგენა პლანეტა იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე და პლანეტა სატურნის თანამგზავრ ენცელადზე შესაძლო ცხოვრებაზე, სადაც კლიმატი დედამიწის ანტარქტიდის მსგავსია[4][1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Drill reaches Antarctica's under-ice Lake Whillans (ინგლისური) bbc.com-ის საიტზე, 28 იანვარი 2013
  2. 2.0 2.1 Lake-drilling team discovers life under the ice (ინგლისური) nature.com-ის საიტზე, 11 თებერვალი 2013
  3. Scientists First Glimpse Interior of an Antarctic Subglacial Lake დაარქივებული 2014-08-21 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) discovermagazine.com-ის საიტზე, 27 იანვარი 2013
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Life Found Deep Under Antarctic Ice for First Time? (ინგლისური) nationalgeographic.com-ის საიტზე, 5 თებერვალი 2013
  5. 5.0 5.1 Life Confirmed in Buried Antarctic Lake (ინგლისური) livescience.com-ის საიტზე, 12 თებერვალი 2013