ნევადო-დელ-უილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უილა)
ნევადო-დელ-უილა
ნევადო-დელ-უილა
ნევადო-დელ-უილა
კოორდინატები: 02°55′48″ ჩ. გ. 76°01′48″ დ. გ. / 2.93000° ჩ. გ. 76.03000° დ. გ. / 2.93000; -76.03000
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სიმაღლე 5364 
ქედი ცენტრალური კორდილიერა
ტიპი სტრატოვულკანი
ნევადო-დელ-უილა — კოლუმბია
ნევადო-დელ-უილა

ნევადო-დელ-უილა (ესპ. Nevado del Huila) — მოქმედი, თოვლით დაფარული ვულკანი კოლუმბიაში,[1] უილის, ტოლიმისა და კაუკის დეპარტამენტებში. მდებარეობს ცენტრალურ კორდილიერაზე. სიმაღლე 5364 მ[2] (სხვა ცნობებით 5750 მ).[3] კოლუმბიის უმაღლესი ვულკანი. მოჩანს ქალაქ კალიდან. 500 წლის განმავლობაში უმოქმედო იყო, თუმცა აქტიურობის მძიმე ნიშნები გამოავლინა 2007-2008 წლებში; 2007 წლიდან დაწყებული სულ 7000-ზე მეტი „უმნიშვნელო“ სეისმური მოვლენა დაფიქსირდა. სეისმური საშიშროება მაღალია კაუკის, უილის, კალდასისა და ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტებისათვის. 2007 წლის აპრილში ვულკანი ორჯერ ამოიფრქვა, ერთხელ 2008 წლის აპრილსა და იმავე წლის ნოემბერში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]