შინაარსზე გადასვლა

უიეზდ-უ-ბრნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
უიეზდ-უ-ბრნა
ჩეხ. Újezd u Brna
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე სამხრეთ მორავიის მხარე
კოორდინატები 49°06′17″ ჩ. გ. 16°45′28″ ა. გ. / 49.10472° ჩ. გ. 16.75778° ა. გ. / 49.10472; 16.75778
მმართველი მარიე კოზაკოვა[1]
პირველი ხსენება 1141
ფართობი 13,07 კმ²
ცენტრის სიმაღლე 195 მეტრი
მოსახლეობა 3 375 (1 იანვარი, 2025)[2]
საფოსტო ინდექსი 664 53[3]
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი http://www.ujezdubrna.cz/
უიეზდ-უ-ბრნა — ჩეხეთი
უიეზდ-უ-ბრნა

უიეზდ-უ-ბრნა (ჩეხ. Újezd u Brna) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. უიეზდ-უ-ბრნა ბრნო-ვენკოვის რაიონში მდებარეობს.

უიეზდ-უ-ბრნა ქალაქ ბრნოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს. მისი შემოგარენის სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტებითაა წარმოდგენილი და ქალაქი დიე-სვრატკას ხეობაშია გაშენებული. უიეზდ-უ-ბრნაში მიედინება მდინარე ლიტავა.

უიეზდი წერილობით წყაროებში პირველად „უიეზდეცის“ სახელით ოლომოუცის ეპისკოპოს ინდრჟიხ ზდიკის 1141 წელს გამოცემულ სიგელშია ნახსენები.[4]

უიეზდი 1805 წლის 2 დეკემბერს გამართული ცნობილი აუსტერლიცის ბრძოლის ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო.[5]

1909 წელს დასახლებას საბაზრო ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1952 წელს ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანდა უიეზდი, რიხმანოვი და შტერნოვი. ამ წელსვე მას დღევანდელი სახელი უიეზდ-უ-ბრნა ეწოდა, რაც ბრნოსთან მდებარე უიეზდს ნიშნავს.[4]

2005 წელს უიეზდ-უ-ბრნა ქალაქად გამოცხადდა.[6]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უიეზდ-უ-ბრნას მთავარი ღირსშესანიშნაობა წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაა. იგი ნეოკლასიკურ სტილში 1845–1846 წლებში აშენდა. მანამდე აქ იდგა 1318 წელს აგებული რომანული სტილის ტაძარი. დღევანდელი ტაძრის ინტერიერი 1852 წელს დასრულდა.[7]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Otevřená data pro volby do zastupitelstev krajů 2024ČSÚ.
  2. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  3. Register of territorial identification, addresses and real estates
  4. 4.0 4.1 Nejstarší dějiny cs. Město Újezd u Brna. ციტირების თარიღი: 2021-11-12
  5. Bitva u Slavkova cs. Československá napoleonská společnost. ციტირების თარიღი: 2021-11-12
  6. Historie po roce 1989 cs. Město Újezd u Brna. ციტირების თარიღი: 2021-11-12
  7. Kostel sv. Petra a Pavla cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-06-12