უთრუთიან-საამიანი (S-1594)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მინიატიურა ხელნაწერიდან

უთრუთიან-საამიანის ხელნაწერი S-1594 ქართული ხელნაწერი წიგნია XVII საუკუნიდან. გადაწერილი და მოხატულია ცნობილი კალიგრაფისა და მხატვრის, მამუკა თავაქალაშვილის მიერ სამეგრელოში 1647 წელს. ხელნაწერის მომგებელია ლევან II დადიანი.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 148 ფურცელს, რომელთა ზომებია 31X20,5 სანტიმეტრი. გადაწერილია მხედრული დამწერლობით, შავი მელნით. მამუკა თავაქალაშვილის მიერ შესრულებული ილუსტრაციები, დევები, ბატალური სცენები, საჭურველი და სხვა, ქართული ხალხური სახვის მანერითაა შესრულებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 110-111