უზუნთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უზუნთა — ნასოფლარი საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდინარე ჯრუჭულას აუზში, მის მარჯვენა შენაკადების - ფასკნარასა და წყალფენილას ხეობაში, სოფელ ცხომარეთის ჩრდილოეთით, ტერასებზე. დღეისათვის სოფელში მოსახლეობა დაბრუნდა. მისდევენ მემცენარეობას და მეცხოველეობას. მოჰყავთ სიმინდი, ლობიო, გაშენებულია ვენახიც, ძირითადი ყურძნის ჯიშებია: ძელშავი, ადესა, ქვიშხური.

უზუნთის ზედა ნაწილში მდინარე ქამუშაძის ღელეზე, რომელიც წარმოადგენს მდინარე ფასკნარას აუზს, გაშენებულია ხელოვნური წყალსაცავი, რომლის სიგრძე 160 მეტრს, სიგანე - 110 მეტრს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრს შეადგენს, ხელოვნურ წყალსაცავს „ქამუშაძის ტბა“ ეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დვალაშვილი გ., ჯაფოშვილი მ., თაბაგარი ს., ჩიტიშვილი მ., დალაქიშვილი დ., ჩიქოვანი თ., საჩხერის მუნიციპალიტეტი (ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა), თბ., 2018, გვ., 38-39