უზეირ ჰაჯიბეკოვის ძეგლი (შუშა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უზეირ ჰაჯიბეკოვის ძეგლი

უზეირ ჰაჯიბეკოვის ძეგლი (აზერ. ) — ძეგლი, რომელიც ქალაქ შუშაში დაიდგა ცნობილი აზერბაიჯანელი, საბჭოთა კომპოზიტორის, დირიჟორის, მუსიკათმცოდნე უზეირ ჰაჯიბეკოვის პატივსაცემად. ძეგლი განადგურდა 1992 წელს ქალაქ შუშას ოკუპაციის შემდეგ. ქალაქის ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, მას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2021 წელს. 1985 წელს, უზეირ ჰაჯიბეკოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შუშაში კომპოზიტორის ძეგლი დაიდგა. ძეგლი მდებარეობდა მე-19 საუკუნის აზერბაიჯანელი პოეტის ხურშიდბანუ ნათავანის მამულის ტერიტორიაზე, ბაზარბაშის უბანში.[1][2]

სკულპტურის ავტორი ახმედ ცალიკოვი გახდა. კომპოზიტორ უზეირ ჰაჯიბეკოვის ლირიკული ძეგლის საზეიმო გახსნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ძეგლი მთლიანად განადგურდა ყარაბაღის პირველი ომის დროს 1992 წელს.[1]

ქალაქის ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო ძეგლის აღდგენის სამუშაოები. ძეგლის რეკონსტრუქცია 2021 წელს განხორციელდა. იმის გამო, რომ ძეგლის მაკეტი არ იყო შემონახული, ახალი ძეგლი შეიქმნა იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული ფოტოებისა და საარქივო ფოტოების საფუძველზე. ბრინჯაოს ძეგლი დამზადდა ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით და დამონტაჟდა თავდაპირველ ადგილას ქალაქ შუშაში. აღდგენილი ძეგლის მოქანდაკეები არიან ასლან რუსტამოვი, თეიმურ რუსტამოვი და მაჰმუდ რუსტამოვი. 2021 წლის 29 აგვისტოს გაიხსნა უზეირ გაჯიბეკოვის ახალი ძეგლი. გახსნას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა დაესწრნენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Prezident Şuşada Üzeyir Hacıbəylinin heykəlinin açılışını etdi. ციტირების თარიღი: 2022-01-04
  2. Hacıbəyovun Şuşadakı yeni heykəli 31 il əvvəlkinin eynisidir - Foto. ციტირების თარიღი: 2022-01-04