უზბეკეთის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უზბეკეთის დეტალური რუკა, 1995 წ.

უზბეკეთი მდებარეობს ცენტრალურ აზიაში, თურქმენეთისა და ავღანეთისგან ჩრდილოეთით. მისი ფართობი შეადგენს 447,000 კმ²-ს (დაახლოებით ესპანეთის ან კალიფორნიის ზომის). უზბეკეთი გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით 1,425 კილომეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთით 930 კილომეტრით. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება თურქმენეთი, ჩრდილოეთიდან ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი სამხრეთით და აღმოსავლეთით. ის არის ცენტრალური აზიის ერთ-ერთი დიდ ქვეყანა და ერთადერთი რომელიც ყველა სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებს საზღვრება. მას სამხრეთით ასევე ავღანეთთანაც აქვს მცირე სასაზღვრო მონაკვეთი.

ტოპოგრაფია და დრენაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზბეკეთის ტოპოგრაფია.

უზბეკეთის ფიზიკური გეოგრაფია მრავალფეროვანია. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 80% წარმოადგენს ბრტყელ უდაბნოს მაგვარ ტოპოგრაფიას. ქვეყნის აღმოსავლეთით მთიანი რეგიონის მწვერვალები აღწევს ზღვის დონიდან 4500 მეტრზე მეტს. უზბეკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი წარმოადგენს ტიან-შანის მთისწინეთს. უზბეკეთის ჩრდილოეთ ნაწილს და ასევე ყაზახეთის ტერიტორიის ნაწილს მოიცავს ვრცელი ყიზილყუმის (თურქულიდან ითარგმნება როგორც - წითელი ქვიშა) უდაბნო. უზბეკეთის ყველაზე ნაყოფიელი ტერიტორია ფერღანის ხეობას, რომელიც 21,440 კმ²-ს შეადგენს. ფერღანის ხეობა წლის განმავლობაში ღებულობს 100-300 მილიმეტრ ნალექს.

წყლის რესურსები ქვეყნის ტერიტორიაზე არათანაბრადაა განაწილებული. უზბეკეთის ორი უდიდესი მდინარეა ამურდარია და სირდარია, რომლებიც სათავეს ტაჯიკეთის და ყირგიზეთის მთებიდან იღებენ. ეს მდინარეები აქტიურად გამოიყენება სარწყავად და მათი მეშვეობით მოწყობილია ვრცელი საირიგაციო სისტემა. საბჭოთა კავშირის დროა არსებული წყლის და ნავთობის გაცვლის სისტემები მოიშალა და ახლა ამას საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი კურირებს.[1] ყაზახეთს და თურქმენეთს აქვთ საერთო სყალმარჩხი სარიყამიშის ტბა.

ყაზახეთის გეოგრაფიისთვის ასევე დამახასიათებელია სეისმური აქტივობა, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. 1966 წლის მიწისძვრამ ქვეყნის დედაქალაქი ტაშკენტი ძალიან დააზიან.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზბეკეთის კლიმატური რუკა.

უზბეკეთის კლიმატი კლასიფიცირდება როგორც კონტინენტური, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ზაფხულში ტემპერატურა ხშირად აღემატება 40 °C-ს; ზამთარში საშუალო ტემპერატურაა −2 °C, თუმცა შეიძლება −40 °C-მდეც დაეცეს. ქვეყნის დიდი ნაწილი გვალვიანი და უნაყოფოა. წლის განმავლობაში საშუალოდ 100-200 მილიმეტრი ნალექი (ძირითადად გაზაფხულზე და შემოდგომით) მოდის.

ფართობი და საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სულ: 447,400 კმ²
ხმელეთი: 425,400 კმ²
წყალი: 22,000 კმ²

შედარებითი-ფართობი: კალიფორნიაზე ოდნავდიდი, დაახლოებით მაროკოს ზომის, შვედეთზე ოდნავ მცირე.

სახმელეთო საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სულ: 6,221 კმ
მოსაზღვრე ქვეყნები: ავღანეთი 137 კმ, ყაზახეთი 2,203 კმ, ყირგიზეთი 1,099 კმ, ტაჯიკეთი 1,161 კმ, თურქმენეთი 1,621 კმ

სანაპირო ზოლი: 0 კმ

შენიშვნა: უზბეკეთი მოიცავს არალის ზღვის სამხრეთ ნაწილს 420 კმ. სანაპირო ზოლით.

ექსტრემალური წერტილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ყველაზე დაბალი წერტილი: სარიყამიშის ტბა ზღვის დონიდან მინუს - 12 მ.
უმაღლესი წერტილი: ხაზრეტ-სულტანი, 4,643 მ.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. International Crisis Group. "Water Pressures in Central Asia", CrisisGroup.org. 11 September 2014. Retrieved 7 October 2014.
  2. "Uzbekistan High Point" on Peakbagger Retrieved 2015-01-15.