უზბეკეთის არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონგრესის ცენტრის გუმბათის დეტალი-ტაშკენტი
სამარყანდი-ბიბი ხანიმი

უზბეკეთის არქიტექტურა—გამოირჩევა ორიგინალურობით. როგორც მიიჩნევენ, ის ინარჩუნებს თავისთავადობას ეკონომიკური პირობების ცვლილების, ტექნოლოგიური მიღწევების, დემოგრაფიული რყევების და კულტურული ძვრების მიუხედავად.

უზბეკეთის ცნობილი არქიტექტურული ცენტრებია სამარყანდი, ბუხარა, ხივა, შაჰრისაბზი, ტერმეზი და კოკანდი. შემორჩენილია სხვადასხვა უძველესი არქიტექტურული შედევრები, მათ შორის სასახლეები, მავზოლეუმები, მეჩეთები და უზბეკეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელია მინარეთები. ფერადი მოზაიკა, რელიგიური სიმბოლოები და აბსტრაქტული გეომეტრიული ნიმუშები.

ისლამამდელი არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნების უძველესი ძეგლები უზბეკეთის ტერიტორიაზე განეკუთვნება მეზოლითის, ნეოლითის და ბრინჯაოს ხანებს. ადრინდელი რკინის ხანაში საფუძველი ჩაეყარა ქალაქების მშენებლობას. აქემენიდთა ირანის ხანის ხელოვნების ძეგლებიდან შემორჩენილია გემები აფრასიაბიდან. ბრინჯაოს მცირე პლასტიკის ცალკეული ნიმუშები. ბრინჯაოს ხანის ძეგლების ნაშთები ნაპოვნია ქვეყნის სურხანდარიას, ტაშკენტის, სამარყანდის, ფერღანასა და ნავოის რეგიონებში [1] ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში უზბეკეთის ტერიტორიაზე შენდებოდა რეგულარულად დაგეგმარებული , კოშკებიანი გალავნებით გარშემორტყმული დასახლებები. კონსტრუქციაში იყენებდნენ კამარებს, კოჭურ გადახურვას, ბერძნულ-ბაქტრიულ და ქუშანის ხანაში შენდებოდა ცენტრულდარბაზიანი ან შიგაეზოიანი სასახლეთა კომპლექსები. ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეებში გაცნდა ბუდისტური საკულტო ნაგებობები. ძვ. წ. IV-ახ. წ. IV საუკუნეების სახვითი ხელოვნება წარმოდგენილია ბერძნულ-ბაქტრიული მონეტებით. მათში შერწყმულია ბერძნული და ადგილობრივი მხატვრული ტრადიციები. ქუშანის ეპოქის ხელოვნება წარმოდგენილია მონუმენტური ფერწერითა და ქანდაკებით. ბუდისტური პლასტიკის ნიმუშები ენათესავება განდჰარის ხელოვნებას.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგისტანის მოედანი

VI-VIII საუკუნეების მონუმენტური ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია გამაგრებული სახლები, ციხე-დარბაზ-კოშკები, საკულტო ნაგებობები. შენობებს ამკობდნენ თიხაზე, ხეზე, თაბაშირზე ამოკვეთილი მდიდრული ორნამენტებით. (აფრასიაბის ვარახშის სასხლეები). VIIIსაუკუნიდან სწრაფად იზრდებოდა ქალაქები. მშენებლობაში გამომწვარ აგურს იყენებდნენ. გუმბათოვან კონსტრუქციებს, ნაგებობებს ხეზე კვეთილ ორნამენტებთან ერთად ამკობდნენ აგურით გამოყვანილიმორთულობით, XII საუკუნიდან კვეთილი ტერაკოტით, მოჭიქული აგურით, ინტერიერს-ორნამენტული მოხატულობით. შუა საუკუნეებში უზბეკური არქიტექტურის აყვავებას ხელი შეუწყო მისმა მდებარეობამ აბრეშუმის დიდი გზის (რომლის სიგრძე შეადგენდა 11000 კილომეტრს (7000 მილი)) ცენტრალურ ნაწილში. [2]. IX-XII საუკუნეებში შეიმუშავეს შუა საუკუნეების საკულტო და სამოქალაქო ხუროთმოძღვრების ტიპოლოგია.

ბიბი ხანიმის მეჩეთი -სამარყანდი

XI-XII საუკუნეებში სამარყანდი გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი რეგიონში. რეგისტანის საზოგადოებრივ მოედანი, რომელსაც ლორდ კერზონმა უწოდა "ყველაზე კეთილშობილური საზოგადოებრივი მოედანი მსოფლიოში", კვლავ ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშია უძველესი ქალაქის გულში. [3]მშენებლობა განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა XIV საუკუნის დასასრულს. XV საუკუნის პირველ ნახევარში (რეგისტანი, შაჰიზინდა-სამარყანდში). ამ პერიოდში ტიმური პერიოდის არქიტექტურამ, აგრეთვე მე -16 საუკუნეში შაიბანიდის პერიოდის არქიტექტურამ დიდი გავლენა მოახდინეს ისლამური არქიტექტურის განვითარებაზე [4]. შემონახულია თემურ-ლენგისა და ულუღ-ბეგის ეპოქის ხელოვნების, აგრეთვე წიგნის მინიატურის ნიმუშები.

XVI-XVII საუკუნეებში დასრულდა საზეიმო ანსამბლები სამარყანდში (რეგისტანი), ბუხარაში და სხვ. აშენდა დიდი მეჩეთები (ქოქ-გუმბეზი ყარშიში XVI საუკუნის დასასრული), მედრესეები და სხვა ნაგებობები. XVI-XVII საუკუნეებში დიდ წარმატებას მიაღწია კალიგრაფიის ხელოვნებამ, მინიატურის შუა აზიურმა სკოლამ, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ქალაქ ბეჰდაზის სკოლის ტრადიციებს აგრძელებდა. XVI საუკუნეში მინიატურის ცნობილი ოსტატი იყო მუჰამედ მურად სამარყანდი. XVII საუკუნის ზოგი მინიატურა ახლოსაა ფერწერის მოგოლურ სკოლასთან. XVIII საუკუნის ბოლოს აშენდა მომთაბარეთა შემოსევების შედეგად დანგრეული ქალაქები.[5]

XVIII-XX საუკუნეებში განვითარდა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება

მე-19-20 საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუხარა
ტაშკენტი-მთავრობის სახლი

XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა დაზგურ ფერწერას. ამ პერიოდში საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობისას გათვალისწინებული იყო უზბეკეთის რიგით მოქალაქეების ინტერესები. ყოველდღიური შენობები ასახავდა ისტორიულ ფონს, აგრეთვე რეგიონის ადგილობრივ და თანამედროვე პირობებს. მაგალითად, ბუხარაში სახლის გადახურვისას ყურადღება ექცეოდა, რომ შენობა ზოლირებული ყოფილიყო ქუჩის ხმაურისა და მტვრისგან. იზოლირებული ოთახების აგება კლიმატის შესაბამისად ხდებოდა, რაც ქმნიდა უნიკალურ მიკროკლიმატს, რომელიც შესაფერისი იყო როგორც სიცხისთვის, ასევე სიცივისთვის. კიდევ ერთი მაგალითია ხივა, სადაც არის მაღალი ტერასა ქარისთვის ღია სახლებში ხელსაყრელი მიკროკლიმატის შესაქმნელად. მშენებლობის სიმარტივის მიუხედავად, ქვეყნის საცხოვრებელი ნაგებობებში მაინც ჩანს უზბეკური კულტურის იდენტურობა.

1930-იანი წლებიდან შედგა ქალაქების რეკონსტრუქციის გეგმა (ანდიჯანი, სამარყანდი, ბუხარა, ტაშკენტი და სხვა). დაიწყო ახალი ქლაქების მშენებლობა. აშენებდნენ კონსტრუქტივიზმისა და ნეოკლასიციზმის სტილის შენობებს.

1960-70-იანი წლებიდან უზბეკი ინჟინრები და ხურითმოძღვრები გადავიდნენ მშენებლობის თანამედროვე მეთოდებზე. აგებდნენ მაღალსართულიან სახლებს.[6]

21 საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XXI საუკუნეში უზბეკური არქიტექტურა ხასიათდება ტრადიციული დიზაინის და თანამედროვე ინოვაციების ბალანსით.

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hazel Plush, Travel writer. "Uzbekistan: the most fascinating country you've never been to"[მკვდარი ბმული]. The Telegraph. Retrieved 2019-04-17.
  2. Middle ages[მკვდარი ბმული] checked 29 March 2016
  3. Sher-Dar Madrasah დაარქივებული 2017-10-18 საიტზე Wayback Machine. checked 29 March 2016
  4. "Uzbekistan - Cultural life". Encyclopedia Britannica. Retrieved 2019-04-17.
  5. Middle ages[მკვდარი ბმული] web page] checked 29 March 2016
  6. Article checked 29 March 2016