უზალთუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

უზალთუნი (თურქ. yüzaltin — ასი ალთუნი) — ვერცხლის მონეტის სახელწოდება. ქართულ წერილობით წყაროებში ჩნდება XVIII საუკუნიდან. აღნიშნავს ირანული აბაზის სისტემის მონეტას - მაჰმუდს ანუ ორ შაურს. შეიცავს უკნინეს სათვლელ სამონეტო ერთეულს - ალთუნს ანუ დინარს. აბაზის წონის ცვლასთან ერთად უზალთუნის წონაც იცვლებოდა (3,89; 2,70; 1,50 გ). უზალთუნს თბილისის ზარაფხანაში ჭრიდნენ XVII-XIX საუკუნეებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]