უვეის-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უვეის ფაშა)
უვეის-ფაშა
Üveys Paşa
ბაღდადის ბეილერბეი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1535 – 1545

იემენის ბეილერბეი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1545 – 1547

დაბადებული1512
გარდაცვლილი1547
იემენი
მამასელიმ I
დედაუცნობია
რელიგიაისლამი

უვეის-ფაშა (თურქ. Üveys Paşa; დ. 1512 — გ. 1547, იემენი) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე. სულთან სელიმ I-ის უკანონო ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უვეისის დედა ჰარამხანის ერთ-ერთი ხარჭა იყო. მისი უდისციპლინობისა და შეუსაბამო ქცევების გამო, ჰარამხანიდან გააგდეს და ტრადიციის მიხედვით სახელმწიფოს მოღვაწეზე მიათხოვეს. ამ დროისთვის, ხარჭა ორსულად იყო და სელიმის შვილი მამინაცვლის ოჯახში დაიბადა. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლიდა, რომ უვეისის მამა არა სელიმი, არამედ დედამისის მეუღლე იყო. თურქი ისტორიკოსის, გელიბოლუ მუსტაფა ალის თქმით კი, უვეისი სელიმის შვილი იყო და რაც დრო გადიდოდა უფრო და უფრო ემსგავსებოდა მას. როდესაც სულთან სელიმი გარდაიცვალა, უვეისმა ტახტზე ასვლა ვერ შეძლო რადგან ოსმალური ტრადიციის მიხედვით, ის შეჰზადე რომელიც მამინაცვლის ოჯახში დაიბადებოდა ტახტზე ასვლას ვერ შეძლებდა. ტახტზე მისი ძმა სულეიმან I ავიდა. ტახტზე ასვლის შემდეგ, სულეიმანმა სიფრთხილის მიზნით უვეისი იმპერიის შორეულ ნაწილში გადაასახლა და დიდი ხნის განმავლობაში მისთვის თანამდებობა არ მიუცია. 1535 წელს, ბაღდადის დაპყრობის შემდეგ სულეიმანმა უვეისი ბაღდადის ბეილერბეიდ დანიშნა. იგი არცთუ ისე ცუდი მმართველი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომაც დაიმსახურა სულთნის ნდობა. 1545 წელს უვეისი იემენის ბეილერბეიდ დანიშნეს. 1546 წელს ხელმძღვანელობდა იემენის ერთ-ერთი ქალაქის, თაიზის დასაპყრობად მოწყობილ ლაშქრობას. ეს ლაშქრობა წარმატებული აღმოჩნდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უვეისი გარდაიცვალა 1547 წელს, იემენის აჯანყების დროს. მოკლეს აჯანყებულებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Prof. Yaşar Yüce-Prof. Ali Sevim: Türkiye tarihi Cilt II, AKDTYKTTK Yayınları, İstanbul, 1991.