უვეა (უოლისი და ფუტუნა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უვეა
მშობ. სახელი: ფრანგ. Wallis
WF -Wallis.png
უოლისის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 13°16′ ს. გ. 176°12′ დ. გ. / 13.267° ს. გ. 176.200° დ. გ. / -13.267; -176.200
ფართობი 77,9 კმ²
უმაღლესი წერტილი 151 მ
უოლისი და ფუტუნის დროშა უოლისი და ფუტუნა
ოლქი უვეა
დემოგრაფია
მოსახლეობა 8584 (2013)
სიმჭიდროვე 110,193 ად. /კმ²

უვეა (ან უოლისი — (ფრანგ. Wallis)) — კუნძული წყნარ ოკეანეში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის უოლისის და ფუტუნას ნაწილია. მდებარეობს 240 კმ-ში უოლისის და ფუტუნას კუნძულებიდან და სხვა 22 კუნძულთან ერთად შეადგენს უოლისის კუნძულებს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უვეა — პოლინეზიური კუნძული, მდებარეობს დაახლოებით ნახევარგზაში ფიჯიდან სამოამდე. კუნძული გაჭიმულია მერიდიალური მიმართულებით (მაქსიმალური სიგრძე დაახლოებით 15 კმ). კუნძულის ფართობია — 77,9 კმ²[1]. უვეა — დაბალი სიმაღლის ვულკანური კუნძულია. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილია — მთა ლულუ-ფაკაჰეგა (Lulu-Fakahega) სიმაღლით 151 მეტრი. ჩამქრალი ვულკანების კრატერების კონუსები ქმნიან გორაკებს კუნძულის ცენტრში და სამხრეთში (ლოკა, აფაფა, ლულუ ლუო, ჰოლო, ჰოლოგა, ატალიკა და სხვა). კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი წარმოადგენს ლავის ძველი ნაკადებით წარმოქმნილ ვაკეს. უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — სოფელ ვაილალას სანაპირო, აღმოსავლეთით — ტეპაკოს კონცხი, სამხრეთით — ფოგო’ონეს კონცხი, დასავლეთით — ვაჰა’ი’უტუს კონცხი. უვეა გარშემორტყმულია ბარიერული რიფით, გაჭრილი ოთხი გასასვლელით, რომელთაგან მთავარს — ჰონიკულუს (Honikulu), სამხრეთში, მივყავართ ტერიტორიის ადმინისტრაციულ ცენტრში მატა-უტუს პორტში. ლაგუნის ყველაზე დიდი სიგანეა — 5 კმ. დღე-ღამის განმავლობაში შეიმჩნევა ორი მთლიანი მიქცევა და მოქცევა.

უოლისის მაღალი კუნძულები ჩამოყალიბებულია ოლივინური ბაზალტური ლავებისგან და პიროკლაზებისგან, უვეაზე ერთი ჩამქრალი კრატერის და მასთან დაკავშირებული ლავების ნაკადების გარდა, რომელიც ჩამოყალიბებულია ოლიგოკლაზური ანდეზიტებით.[2]). უვეას კუნძულის ლავები ეკუთვნის ცენტრალურ-წყნარი ოკეანის ვულკანების ტუტე ლავების ჯგუფს[3]. უვეას კუნძული ჩამოყალიბდა 19 ვულკანური კრატერის ლავების დინებების გაერთიანებით, ორი უფრო მოგვიანებით წარმოქმნილი ლავური დინების გამოკლებით, რომლებმაც მხოლოდ ნიადაგის გადაფარვა შეძლეს. კუნძულის დიდი ნაწილი ჩამოყალიბებულია პლეისტოცენის შუა პერიოდის ლავების დინებისას. გარდამავალი ასაკის ლავები არ არსებობენ.

უოლისის კუნძულების ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტადაა განვითარებული. კუნძულებზე არსებობს ადგილობრივი მასშტაბებით 7 დიდი ტბა (ლანო (1,1 ჰა), ლალოლალო (15,2 ჰა), ლანუმაჰა (0,8 ჰა), ლანუტავაკე (4,6 ჰა), ლანუტოლი (2,2 ჰა), კიკილა, ალოფივაი (1,3 ჰა)). ყველა ისინი, ლანუტოლის გარდა, მტკნარია და ავსებენ კუნძულ უვეას ჩამქრალი ვულკანების კრატერებს (კიკილას გარდა). ყველაზე დიდი ტბაა — კიკილა (17,9 ჰა [4]). ამას გარდა, მთავარი კუნძულის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს დაახლოებით 20 მლაშე ტბა/ჭაობი. საკმაოდ ბევრია მოკლე ნაკადულები და წყაროები (ასევე გვხვდება მომცრო კუნძულებზეც). უვეას კუნძული დაფარულია მოწითალო ლატერიტული ნიადაგით, რომელიც მდიდარია რკინის და ალუმინის ოქსიდებით, მაგრამ ღარიბია აზოტით და ფოსფორით, და ამიტომ ის ნაკლებად ნაყოფიერია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წლის ეთნოგრაფიული გამოკვლევების თანახმად (ლაპიტას კულტურის კერამიკების აღმოჩენა კუნძულ უვეას სამხრეთში) მიღებულია, რომ კუნძულები დასახლებული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 და 1000 წლებს შორის (სავარაუდოდ დაახლოებით 1300 წელს). სავარაუდოდ ამ კუნძულის პირველი ხსენება არსებობს რაროტონგას მაცხოვრებლების გადმოცემებში (ის ითვლებოდა ტაი-ტე-არიკის მიერ დაპყრობილი კუნძულების გრძელ სიაში, სავარაუდოდ დაახლოებით 900 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით[5]) მეორე ათასწლეულის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში უვეაზე ბატონობდნენ ტონგელები. 1500 წლისთვის კუნძულ უვეაზე ტონგელებმა შექმნეს საკუთარი სამეფო. ლომიპეაუს ლეგენდარული გიგანტური კანოე აიგო, როგორც ტონგის მეფისათვის საჩუქარი. ტალიეტუმუს დიდი გამაგრებული პუნქტი, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე სოფელ მალა’ეფო’ოუს შორიახლოს იყო კუნძულზე ტონგელების უკანასკნელი გამაგრებული პუნქტი მათი დამარცხების წინ. მისი ნანგრევები დღეს ღირსშესანიშნაობაა.

უოლისის კუნძულები 1767 წლის 16 აგვისტოს გემით Dolphin აღმოაჩინა ინგლისელმა სამუელ უოლისმა (მის პატივსაცემად ატარებს კუნძულები ამ სახელს). 1781 წლის 21 აპრილს კუნძულ უვეაზე გაჩერდა ფრანსისკო ანტონიო მორელი და მას სახელად დაარქვა სიმშვიდის კუნძული[6]. 1791 წელს აქ შემოვიდა ინგლისური გემის «პანდორას» კაპიტანი ედვარდ ედვარდსი, რომელიც ეძებდა აჯანყებული გემ «ბაუნტის» ეკიპაჟს[6]. შემდგომში კუნძულებზე იშვიათად ჩერდებოდნენ სხვადასხვა გემები 1828 წელს ვეშაპდამდამჭერების გამოჩენამდე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის აღწერის თანახმად კუნძულზე ცხოვრობს 8584 ადამიანი[7]. კუნძულის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია მატა-უტუ, სადაც 2013 წელს ცხოვრობს[7] 1075 ადამიანი. კუნძულზე სულ 21 დასახლებული პუნქტია. მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოადგენს უოლისის (უვეას) ხალხს. ძირითადი სასაუბრო ენებია — უოლისური (უვეანური) და ფრანგული. ძირითადი რელიგიააკათოლიციზმი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უოლისის კუნძულები შედგება ერთი ოლქისაგან უვეა, რომელიც თავის მხრივ იყოფა სამ რაიონად:

რაიონი (ქართ.) რაიონი (ფრანგ.) ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[7]
ად. (2013)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი,
ად. (2013)
სოფლების რაოდენობა
1 ჰაჰაკე Hahake 57 3529 61,91 მატა-უტუ (1075) 6
2 ჰიჰიფო Hihifo 48 2009 41,85 ვაიტუპუ (441) 5
3 მუა Mua 54 3046 56,41 მალა’ეფო’ოუ (175) 10
სულ 159 8584 53,99 21

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. RA2007_Wallis.pdf. INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2008-09-09. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2009.
  2. GEOLOGY OF THE WALLIS ISLANDS -- STEARNS 56 (9): 849 -- GSA Bulletin. Geological Society of America. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-24. წაკითხვის თარიღი: 15 მაისი 2009.
  3. PETROGRAPHY OF THE WALLIS ISLANDS -- MACDONALD 56 (9): 861 -- GSA Bulletin. Geological Society of America. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-24. წაკითხვის თარიღი: 15 მაისი 2009.
  4. WALLIS and FUTUNA. Wetlands International. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-24. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2009.
  5. Journal of the Polynesian Society: Uea; Or, Wallis Island And Its People. Western Pacific, By S. Percy Smith, P 107-117. University of Auckland Library. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-24. წაკითხვის თარიღი: 23 ივნისი 2009.
  6. 6.0 6.1 Vice-Rectorat de Wallis et Futuna - Aperçu Historique. Vice-Rectorat de Wallis et Futuna. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2008-06-03. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი 2009.
  7. 7.0 7.1 7.2 მოსახლეობის აღწერა (2013 წელი)