უელშ კორგი კარდიგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უელშ კორგი კარდიგანი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 11-17 კგ.
სიმაღლე 27-32 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

უელშ კორგი კარდიგანი (ინგლ. Welsh Corgi Cardigan) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში შუა საუკუნეებში.

ზოგიერთი სპეციალისტიი ამტკიცებს, რომ ეს ძაღლები დიდ ბრიტანეთში 3000 წლის წინ, კელტებთან ერთად მოხვდნენ. ზოგიც ფიქრობს, რომ ისინი კონტინენტზე მცხოვრები ბასეტების შორეული ნათესავები არიან, რომლებიც დიდ ბრიტანეთში დაახლოებით ასი წლის წინ ჩაიყვანეს. XIX საუკუნეში უელშ კორგი პემბროკთან შეჯვარებამ გამოიწვია ორი ჯიშის დაახლოება. თუ უელშ კორგი კარდიგანის მახლობლად იმყოფებით, დაიცავით წვივები მისი მჭრელი კბილებისგან. ეს სერიოზული მუშა ძაღლია, რომელიც გაბნეულ ნახირს ერთად უყრის თავს, ამას ახერხებს ნახირის ქვედა კიდურებზე კბენით. ამასთან, ის ადვილად იძვრენს თავს ჩლიქების დარტყმებისაგან. სიტყვა "cur" ოდესღაც ნიშნავდა, "თვალყურისდევნას", ხოლო ძველინგლისურად კი ძაღლია. კორგი სახელს ამართლებს - ის საკუთრების თავდადებული დამცველი და ცხვრების და მსხვლილი რქოსანი საქონლის უბადლო მწყემსია. ის, ასევე, კარგი კომპანიონია.

უელშ კორგი კარდიგანის თავი მელიისას მოგვაგონებს. აქვს გლუვი, უხეში ბალანი, ფუმფულა კუდი. ბალნის შეფერილობა მრავალნაირია. ის კარგად ეგუება ქალაქის პირობებს. კარგი მოდარაჯეა. ძნელად იწვრთნება, კარგად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს, არ სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]