უდიური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უდიური ენა
Удин муз, Udin muz
გავრცელებულია რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 8 440[1]
ლინგვისტური კლასიფიკაცია ნახურ-დაღესტნური ენები
ლეზგიური ენები
უდიური ენა
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ენის კოდები udi
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-udi}}

Incubator-logo.svg ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — უდიური ენა

უდიური ენა[2], უდური ენა (Удин Муз; Udin Muz) — კავკასიურ ენათა ოჯახის, ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის, ლეზგიურ ენათა ქვეჯგუფის ერთ-ერთი ენა.

იგი იყოფა ორ დიალექტად — ნიჯურ და ვართაშნულ (ოღუზურ) დიალექტებად[3] [4]. უდიურ ენაზე ლაპარაკობს 8 440 ადამიანი[1].

უიდური ენა ითვლება უმწერლობო ენად, თუმცა დღეისათვის არსებობს ენის დამწერლობის შექმნის მცდელობები. ამჟამად, უდიური ენის გავრცელების არეალი შემოიფარგლება სამი სოფლით: სოფ. ზინობიანით (საქართველო, ყვარლის მუნიციპალიტეტი), სოფ. ოღუზით (ყოფ. ვართაშენი) (აზერბაიჯანი, გაბალის (ყოფ. კუტკაშენის) რაიონი), სოფ. ნიჯით (აზერბაიჯანი, გაბალის რაიონი). უდიური ენა ძირითადად გამოიყენება სახლში — თუმცა ყველა უდი კარგად ფლობს იმ ქვეყნის ოფიციალურ ენას, სადაც ცხოვრობს — საქართველოში უდები ასევე ლაპარაკობენ ქართულად, რუსეთში რუსულად, ხოლო აზერბაიჯანშიაზერბაჯანულად.

უდიური ენა კავკასიის ალბანეთის უძველესი ენაა. უდიური ენის დამწერლობისათვის მნიშვნელოვან ფაქტს პროფ. ი.აბულაძის მიერ ”ალბანური ანბანის” აღმოჩენა წარმოადგენს. მისი შემდგომი გამოკვლევა ჩატარდა ა.შანიძის მიერ (”Новооткрытый алфавит кавказских албанцев и его значение для науки” (”ენიმკის მოამბე”, IV, ნაკვ. I, თბილისი, 1938 წ.), თუმცა ამ საკითხის განხილვა დღესაც გვხვდება სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომში (იხ. ზ. ალექსიძე ”ალბანური ენის გრამატიკული და ლექსიკური აღწერა (წინასწარი შენიშვნები)” (ენათმეცნიერების ძიებანი, IV, თბილისი, 2001), ”კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, ენა და მწერლობა” (თბილისი, 2003), რ. ლოლუა ”კავკასიის ალბანური ანბანის რიგის დადგენისათვის” (თბილისი, 2007) და სხვ.)

დიალექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უდიურ ენას გააჩნია ორი დიალექტი — ნიჯური და ვართაშნული (ოღუზური). ნიჯური დიალექტი იყოფა სამ ქვედიალექტად — ქვემო, შუა და ზემო, თუმცა სამივე ქვედიალექტი გადასახლებების გამო შეერწყა ერთმანეთს. ვართაშნული დიალექტი ასევე იყოფა ორ ქვედიალექტად — იგულისხმება ვართაშნული და ოქტომბრული. მათი დაყოფა უფრო პირობითია, რადგანაც უდების გადასახლება ზინობიანში (ყოფილ ოქტომბერში) მოხდა ვართაშნიდან 1922 წელს.

დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს უდიურ ენას არ გააჩნია დამწერლობა, თუმცა ისტორიულად კავკასიურ ალბანურ ენას (რომლის ახლო ნათესავია ძველუდიური ენა) ჰქონდა 52 ასოსგან შემდგარი ანბანი. ამ ანბანის გამოყენებით ითარგმნა ბიბლია, ალბანურ ენაზე იმართებოდა ღვთისმსახურება, თუმცა შემდგომ ენა და დამწერლობა გაქრა.

დამწერლობის ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირილიცის გამოყენებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A Аъ Аь Б В Г Гъ Гь Д Дж
ДжӀ Дз Е Ж ЖӀ З И Й К Ҝ
КӀ Къ Л М Н О Оь П ПӀ Р
С Т ТӀ У Уь Ф Х Хъ Ц Ц'
ЦӀ Ч Ч' ЧӀ Чъ Ш ШӀ Ы

ლათინურის გამოყენებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A a B b C c Ç ç D d E e Ə ə F f G g Ğ ğ
H h X x I ı İ i Ҝ ҝ J j K k Q q L l M m
N n O o Ö ö P p R r S s Ş ş T t U u Ü ü
V v Y y Z z Ц ц Цı цı Eъ eъ Tı tı Əъ əъ Kъ kъ Pı pı
Xъ xъ Şı şı Öъ öъ Çı çı Çъ çъ Ć ć Jı jı Zı zı Uъ uъ Oъ oъ
İъ iъ Dz dz

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ე. ჯეირანიშვილი, უდიური ენა. გრამატიკა. ქრესტომათია. ლექსიკონი. თბილისი, 1971
  • ვლ. ფანჩვიძე, უდურის გრამატიკული ანალიზი. თბილისი, 1974
  • მ. ქურდიანი, ალბანური ასომთავრული (გრაფიკული სტრუქტურა და გენეზისის პრობლემა). არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის 52-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1993
  • И.К. Абуладзе, "К открытию алфавита кавказских албанцев". Известия института языка, истории и материальной культуры им. Акад. Н.Я. Марра, №4, Тбилиси, 1938

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=udi
  2. მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007
  3. Языки мира: Кавказские языки. М., 1999. (Е. Ф. Джейранишвили. Удинский язык (сс. 453—458).)
  4. Панчевидзе В. Н., Джейнарошвили Е. Ф. — Удинский язык//Языки народов СССР. Т.4, Иберийско-кавказские языки М., 1967 г.