უდანაშაულო მსხვერპლთა ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უდანაშაულო მსხვერპლთა ძეგლი
რუს. Памятник «Невинно убиенным»
კოორდინატები 47°13′49″N 39°42′04″E / 47.230222° ჩ. გ. 39.701194° ა. გ. / 47.230222; 39.701194
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ე. ემილიანოვი, პ. იბალაკოვი, ლ. კუზნეცოვი
მასალა რკინა, მარმარილო
გახსნის თარიღი 1994

უდანაშაულო მსხვერპლთა ძეგლი (რუს. Памятник «Невинно убиенным») — მემორიალური კომპლექსი დონის როსტოვის ცენტრში. კომპლექსი აღმართულია როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე 1921-1961 წლებში რეპრესირებულთა პატივისცემის ნიშნად. ძეგლი საზეიმოდ გახსნეს საბჭოთა კავშირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს 1994 წლის 30 ოქტომბერს. ძეგლის აღმართვის ინიციატორი იყო როსტოვის ოლქის უკანონო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ასოციაცია „მემორიალი“ და მისი ხელმძღვანელი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი ე. ემილიანოვი. ყოველწლიურად 30 ოქტომბერს ძეგლთან იმართება რეპრესიების მსხვერპლთა პატივსაცემი მიტინგი, მიაქვთ ყვავილები[1]. 1921-1961 წლებში როსტოვის ოლქში პოლიტიკური მოტივებით მოახდინეს 90 000 ადამიანის რეპრესია, რომელთაგან 16 130 დახვრიტეს. მათი დაკრძალვის ადგილი უცნობია[2].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უდანაშაულო მსხვერპლთა მემორიალური კომპლექსი შედგება მარმარილოს სამი სტელისაგან და მწუხარების სტელისაგან. ცენტრალური სტელის ქვედა ნაწილი შავადაა შეღებილი, ზედა ნაწილი კი თეთრად და წითლად. ცენტრში ჯვარია გამოსახული, რომლის ორივე მხარეს სტელის კედლებზე წარწერაა “უდანაშაულო მსხვერპლნი“. სტელების თავზე დამაგრებულია მეტალის ჯვარი. ცოკოლის შავ ფერზე 192 ბანაკის სიაა ჩამოწერილი. მემორიალის უკანა მხარეს გამოსახულია რელოგიური კონფესიების სიმბოლოები და კომუნისტური სიმბოლო ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომლის შიგნითაც ჩახატულია ნამგალი და ურო. მწუხარების სტელაზე გამოსახულია სსრკ-ის რუკა და მასზე მონიშნულია რეპრესირებულთა ბანაკების ადგილმდებარეობა.

მემორიალზე ვანდალების ტავდასხმა მინიმუმ 20-ჯერ განხორციელდა. 2006 წელს მემორიალი გარემონტდა ქალაქის ადმინისტრაციის სახსრებით. მარმარილოს ფილები შეიცვალა მეტალის ფირფიტებით. დამზადდა ახალი საინფორმაციო დაფა[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Мемориал невинно убиенным. Памятники всего мира. ციტირების თარიღი: 2017-01-19.
  2. Невинно убиенным. Памятники Дона. ციტირების თარიღი: 2017-01-19.
  3. Мемориал «Невинно убиенным» в Ростове-на-Дону. Виртуальный музей ГУЛага. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-20. ციტირების თარიღი: 2017-01-19.