უდაბნოს ზონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს ზონები — გეოგრაფიული ზონები, რომელთა ლანდშაფტში ჭარბობს უდაბნო; გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში და ჩრდილოეთ და დამხრეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში. უდაბნოს ზონებისათვის დამახასიათებელია არიდული ჰავა. ნალექები — 200 მმ-ზე ნაკლები წელიწადში, ზოგგან 50 მმ-ზე ნაკლები. რელიეფისათვის დამახასიათებელია მთიანეთების, წვრილგორაკებისა და მაგიდა მთების რთული შენაცვლება სტრუქტურულ ვაკეებთან, ძველ მდინარეულ ხეობებთან და დახშულ ტბიურ ქვაბულებთან. ფართოდ არის გავრცელებული რელიეფის ჟოლური ფორმები. ტერიტორიის დიდი ნაწილი გაუდინარია, ზოგ უდაბნოს ტრანზიტული მდინარეები (სირდარია, ამუდარია, ნილოსი, ხუანხე და სხვა) კვეთს. ბევრი ტბა ზაფხულობით შრება, ზოგი მოხაზულობას და სიდიდეს იცვლის (ლობნორი, ჩადი, ეირი). გრუნტის წყლები ხშირად მინერალიზებულია. ნიადაგი სუსტად არის განვითარებული.მცენარეული საფარი მეჩხერია. ფართოდ არის გავრცელებული ქსეროფილური და ჰალოფილური მცენარეულობა. ცხოველთა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია: ბევრია მღრღნელები და ქვეწარმავლები. უდაბნოს ზონებში განვითარებულია საძოვრული მეცხოველეობა. მიწათმოქმედება მოითხოვს მორწყვას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]