უდაბნოს გორასამარხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს გორასამარხები — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს აღმოსავლეთით, 4 კილომეტრზე, ველზე. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულით.

ძეგლი 1990 წელს აღმოაჩინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. აქ აღმოჩენილი იქნა მიწაყრილიანი გორასამარხების მთელი სერია. გაითხარა სამი ინვენტარიანი სამარხი. სამივე მათგანი ორმოსამარხია, მიცვალებულები ესვენენ მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, მოხრილი კიდურებით. ერთ-ერთ სამარხში მიცვალებული ესვენა ურემზე. თავით სამხრეთისაკენ. სამარხში აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი, წინააზიური ტიპის ბრინჯაოს სატევარი, ბრინჯაოს ლახტისთავი და შუბისპირი, ასევე ობსიდიანის ისრისპირები.

ძეგლზე მოპოვებული მასალა ინახება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]