უგარდანთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უგარდანთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ უგარდანთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკის ნანგრევზე რამდენიმე ქვაა შემორჩენილი. გეგმა არ იკითხება. ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს „შოთე მასეგ“-ს - ჩვენი ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004