უგანდის გეგმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდორ ჰერცლი - სიონისტური მოძრაობის დამფუძნებელი
ჯოზეფ ჩემბერლენი - ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, გეგმის ინიციატორი

უგანდის გეგმა – პროგრამა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ შესთავაზა სიონისტურ მოძრაობას 1903 წელს, რომლის მიხედვითაც ებრაული სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბებულიყო თანამედროვე კენიის ტერიტორიაზე და მისთვის უნდა ეწოდებინათ უგანდა.

შეთავაზება[რედაქტირება]

1903 წლის 14 აგვისტოს ბრიტანეთის კოლონიების მინისტრმა ჯოზეფ ჩემბერლენმა სიონისტური მოძრაობის პრეზიდენტს თეოდორ ჰერცლს შესთავაზა ებრაელების განსახლება აღმოსავლეთ აფრიკაში.

მკვლევარების აზრით, ბრიტანეთის ეს შეთავაზება ემსახურებოდა რამდენიმე მიზანს. ძირითადი მიზანი იყო აღმოსავლეთი აფრიკის, როგორც ბრიტანეთის კოლონიის განვითარება და აქ რკინიგზის მშენებლობა. გარდა ამისა ბრიტანეთს სურდა თეთრკანიანი მოსახლეობის მოზიდვა ბრიტანეთის აფრიკაში, რათა გაეძლიერებინა თავისი კოლონიზაციას.

სიონისტების დამოკიდებულება[რედაქტირება]

პროგრამა შეხვდა მტკიცე წინააღმდეგობას მეექვსე სიონისტურ კონგრესზე. იდეას მხარი დაუჭირა თ. ჰერცლმა, იგი აპირებდა მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ბრიტანეთის მთავრობასთან და იმედოვნებდა შემდეგ მის მხარდაჭერას რათა შეექმნა ებრაული დასახლებები ელ-არიშში და პალესტინაში. რუსეთის სიონისტთა უმრავლესობა, რომელთაც იეხიელ ჩლენოვი და მენახემ უსიშკინი მეთაურობდნენ, გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა. საერთო ჯამში 295 დელეგატიდან 172 წინააღმდეგი იყო ხოლო 123 მომხრე.

წყროები[რედაქტირება]