უბორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
უბორტი
რუს. Уборть, უკრ. Уборть, ბელარ. Убарць
Emilchyne river ubort.jpg
მდინარე უბორტი იემილჩინეში, უკრაინა
სხვა სახელი უბარცი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ბელარუსის დროშა ბელარუსი
სათავე 50°42′36″ ჩ. გ. 27°53′56″ ა. გ. / 50.71000° ჩ. გ. 27.89889° ა. გ. / 50.71000; 27.89889
შესართავი 52°06′05″ ჩ. გ. 28°27′56″ ა. გ. / 52.10139° ჩ. გ. 28.46556° ა. გ. / 52.10139; 28.46556
შესართავის მდებარეობა პრიპიატი
სიგრძე 292 კმ
აუზის ფართობი 5 820 კმ²
Commons-logo.svg უბორტი ვიკისაწყობში

უბორტი (რუს. Уборть, უკრ. Уборть, ბელარ. Убарць, უბარცი) — მდინარე ჟიტომირის ოლქსა (უკრაინა) და გომელის ოლქში (ბელარუსი). ის მდინარე პრიპიატის მარჯვენა შენაკადია, რომელიც, თავის მხრივ, დნეპრში ჩაედინება.[1] მდინარის სიგრძე 292 კილომეტრია, ხოლო მისი აუზის ფართობი 5 820 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.[2]

მდინარის ძირითად საზრდოს (~ 70%) გამდნარი თოვლი წარმოადგენს და ძირითადად, გაზაფხულის მიწურულს იმატებს მისი სიმაღლე. ჩვეულებრივ, მარტის შუა რიცხვებიდან მაისის დასაწყისამდე და ზაფხულის თვეებში უბორტი ადიდებული არაა. ნოემბერის შუა რიცხვებიდან იანვრის მიწურულამდე მდინარე ხშირად იყინება, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის დასაწყისამდე დნება.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე უბორტი სათავეს იღებს ჟიტომირის ოლქში მდებარე სოფლის, ანდრეიევიჩის მიმდებარედ, მის სამხრეთით მდებარე მთებში.[3] მდინარე წარმოიქმნება ზღვის დონიდან 207 მეტრის სიმაღლეზე, წყლის მცირე ნაკადებით. პირველი ნაკადი სიმონის მთებიდან გამოედინება (222 მეტრი), ხოლო მეორე მარინივკას მთების ჩრდილო-აღმოსავლეთით (225 მეტრი). მდინარე გაედინება იემილჩინესა და ოლევსკის ჩრდილოეთით, მოგვიანებით კი ბოროვოიეს (Баравое)[4] მახლობლად უკრაინისა და ბელარუსის საზღვარს კვეთს და ბელარუსში გადადის. საზღვრის გადაკვეთიდან ის ლელჩიცისა და მოისეიევიჩის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით გაედინება და პიეტრიკავში მდინარე პრიპიატს უერთდება. მდინარის შესართავი ზღვის დონიდან 120 მეტრზე მდებარეობს.

უბორტის ძირითადი შენაკადებია:[5] 67 კილომეტრის სიგრძის პერგა (Перга), რომელიც მდინარეს 51°24′00″ ჩ. გ. 027°52′57″ ა. გ. / 51.40000° ჩ. გ. 27.88250° ა. გ. / 51.40000; 27.88250-ის შესაბამის ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე უერთდება, ხოლო მეორე შენაკადია სვიდოვეცი (Свидовець), რომელიც უბორტს ბელარუსის ტერიტორიაზე კოორდინატების: 51°42′55″ ჩ. გ. 028°17′28″ ა. გ. / 51.71528° ჩ. გ. 28.29111° ა. გ. / 51.71528; 28.29111 შესაბამის ადგილზე უერთდება.[6] სხვა შენაკადებს შორისაა: რუდნიცა, პპლოტნიცა, ლოხნიცა, გურისტაია (მარჯვენა) და ნერასნა, ლიტოშა, ვიგოშა და კოროსტინკა (მარცხენა).

მდინარის ვარდნა, მთელი თავისი სიგრძის, 292 კილომეტრის განმავლობაში, მხოლოდ 87 მეტრს შეადგენს. ამის შედეგად უბორტი მეანდრის ტიპის მდინარეა, რომლისთვისაც ხშირია ჭაობიანი ადგილები. მდინარის მთლიანი აუზის ფართობია 5 820 კვადრატული კილომეტრი. მდინარის წყლის საშუალო ხარჯი მდინარის შესართავთან არის 24.4 კუბური მეტრი წამში.

მდინარე გამოიყენება თევზჭერისთვის. აქ მოიპოვებენ: ქორჭილას, ჩვეულებრივ ნაფოტას, ჩვეულებრივ ციმორს. მდინარეში ასევე ბინადრობს უკრაინული სალამურა, სალამურების ოჯახის წარმომადგენელი თევზი.

მდინარე უბორტი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლათინურ ენაში მდინარის სახელწოდება გვხვდება როგორც ჰუბორტი (Hubort), რომლის პირველი შემორჩენილი ნიმუში 1412 წლით თარიღდება. XVII და XVIII საუკუნეების ზოგიერთ რუკაზე მდინარე აღნიშნულია როგორც Олевская (ოლევსკაია) ან ოლევსკო (პოლ. Olewsko), როგორც დასახლებული პუნქტი ოლევსკი. სახელწოდება უბორტის წარმოშობა სადავოა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია დაფების გამოყენებასთან (უბორტ), რის მეშვეობითაც ხის ფუტკრებისთვის ხელოვნურ საცხოვრებელ გარემოს ჰქმნიდნენ.[7] ასე ფიქრობდა პოლონელი კაზიმეჟ მოშინსკიც, რომელიც ამბობდა, რომ ტერმინს სლავური ფესვები აქვს და ხეებზე თაფლის მოპოვებასთანაა დაკავშირებული. ბელარუსი მკვლევარი, ჟუჩკევიჩი მიიჩნევდა, რომ მდინარის სახელწოდება სლავური ტერმინიდან მოდის, რაც „მომზადებას“, „დასუფთავებას“ ნიშნავს. ის ასევე ამბობდა, რომ ეს ტერმინი დაკავშირებულია იმ ფაქტთან,რომ მდინარის მიმდებარედ ღორები სახლობდნენ.

1941 წლის ივლისში 30-დან 40-მდე ებრაელი გადაიყვანეს მდინარე უბორტზე, სადაც მათი უმეტესობა დაამცირეს და აწამეს. ებრაელების უმეტესობა პოგრომში მოკლეს.[8]

მდინარე ძლიერ დაბინძურდა ჩერნობილის კატასტროფის დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Khvagina, T. A. (2005). Polesye: from the Bug to the Ubort' (be, ru, en). Minsk: Vysheysha shkola. ISBN 985-06-1153-7. 
  • Gerlach, Thomas (2009). Ukraine: Zwischen den Karpaten und dem Schwarzen Meer (Ukraine: Between the Carpathians and the Black Sea) (de). Berlin: Trescher. ISBN 978-3-89794-152-6. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Uborć pl. in Słownik geograficzny Królestwa Polskiego (Geographical Dictionary of the Kingdom of Poland) volume XII, page 734, (1892)
  2. Уборть, დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
  3. Andreyevichi (Approved) GEOnet სახელების სერვერზე, United States National Geospatial-Intelligence Agency
  4. Baravoye (Approved) GEOnet სახელების სერვერზე, National Geospatial-Intelligence Agency
  5. Other tributaries are the Бересток, Мала Глумча, Зольня, Телина, Угля, Мудрич, Божанка, and Силець.
  6. Świdówka (Svidovets of the Dnieper) pl. in Słownik geograficzny Królestwa Polskiego (Geographical Dictionary of the Kingdom of Poland) volume XI, page 649, (1890)
  7. ZHUCHKEVICH, Vadim Andreevich (1974). Краткий топонимический словарь Белоруссии. (ru). OCLC 749097432. 
  8. McBride, Jared (July 20, 2016). „Ukrainian Holocaust Perpetrators Are Being Honored in Place of Their Victims“. The Tablet. ციტირების თარიღი: July 22, 2016.