უბიკვისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

უბიკვისტები (< ლათ. ubique — ყველგან) — ცხოველებისა და მცენარეების სახეობები, რომლებიც ბინადრობენ სხვადასხვაგვარ ეკოლოგიურ პირობებში, მაგ., სხვადასხვა ნიადაგში, ეკოლოგიურად თავისებურებებით განსხვავებულ შიდა წყალსატევებში, ხმელეთის სხვადასხვა ბიოტოპში და ა. შ. ახასიათებთ ფართო ეკოლოგიური ვალენტობა — შეუძლიათ იარსებონ თითქმის ყოველგვარ კლიმატურ პირობებში, სხვადასხვა მარილიანობის მქონე წყალში და განსხვავებულ ადგილსამყოფელში. უბიკვისტებს ეკუთვნის ჩვეულებრივი ლელი — გვხვდება წყალსატევებსა და ხმელეთზე, ზოგჯერ გრუნტის წყლებიან ადგილებში, თიხნარ და ქვიშნარ გრუნტზე — ტროპიკებიდან არქტიკამდე; ჩვეულებრივი ფიჭვი — იზრდება სფაგნუმიან ჭაობებში, კირქვებზე, ქვიშაე, თიხნარ ნიადაგზე; მგელი და ჩვეულებრივი მელა გავრცელებულია ტუნდრაში, ტყეში, ველზე, ნახევრად უდაბნოებში, ზოგჯერ უდაბნოშიც. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია უბიკვისტები წყლის გარემოში (მაგ., მრავალი წყლის უმარტივესი, დიატომისებრი წყალმცენარეები და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]