უაუტლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უაუტლა
Sistema Huautla.jpg
კოორდინატები: 18°07′ ჩ. გ. 96°49′ დ. გ. / 18.117° ჩ. გ. 96.817° დ. გ. / 18.117; -96.817
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ტერიტორიული ერთეული ოახაკის შტატი
სიგრძე 64,2 მ
სიღრმე 1545 მ
აღმოჩენის წელი 1960-იანები
სირთულის კატეგორია 21
უაუტლა — მექსიკა
უაუტლა

უაუტლა (ესპ. Sistema Huautla) — კარსტული მღვიმე სამხრეთ მექსიკაში, ოახაკის შტატში. მდებარეობს სიერა-მასატეკის ქედზე, ქალაქ ორისაბიდან სამხრეთით 80 კმ-ში. წარმოადგენს ვერტიკალური ტიპის ლაბირინთს, რომელიც წარმოქმნილია რამდენიმე მღვიმის შეერთებით: სან-აგუსტინი (შესასვლელი ზღვის დონიდან 1750 მ), ლი-ნიტა (2110 მ), ლა-გრიეტა (1860 მ), ნიტა-ნანტა (2237 მ) და სოტანო-დელ-რიო-იგლესია. უაუტლა მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კარსტული მღვიმეა. მღვიმური სისტემის სიგრძე შეადგენს 64,2 კმ-ს, ხოლო სიღრმე 1545 მ-ს.[1] საერთო ჯამში აქვს 21 შესასვლელი.[2] მიწისქვეშეთში მოგზაურთათვის უაუტლა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მღვიმურ სისტემას წარმოადგენს. მღვიმის ფსკერულ ნაწილში მდებარეობს სიფონების სერია, რომლებშიც შესრულებულია რიგი ურთულესი ჩაშვება.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]