უარდ კანინგემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
უარდ კანინგემი
Ward Cunningham - Commons-1.jpg
კანინგემი 2011 წელს
მშობლიური სახელი Howard G. Cunningham
დაბადების სახელი ჰაუარდ კანინგემი
დაბადების თარიღი 5 თებერვალი, 1949 (1949-26-05) (71 წლის)
მიჩიგან-სიტი, ინდიანა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი პერდიუს უნივერსიტეტი
საქმიანობა პროგრამისტი
აქტიური 1984-დღემდე

ჰაუარდ კანინგემი (ინგლ. Howard Cunningham), ან უარდ კანინგემი (ინგლ. Ward Cunningham; დ. 26 მაისი, 1949, მიჩიგან-სიტი, ინდიანა, აშშ) — ამერიკელი პროგრამისტი, Wiki-ტექნოლოგიის გამომგონებელი, პატერნებისა და ექსტრემალური პროგრამირების ერთ-ერთი პიონერი.

დაიბადა 1949 წლის 26 მაისს მიჩიგან-სიტიში, ინდიანას შტატში. გაიზარდა ჰაილენდში, ლეიკის ოლქში (ინდიანა), სადაც დაამთავრა ადგილობრივი სკოლა.[1] ბაკალავრის ხარისხი მიიღო პერდიუს უნივერსიტეტში, უესტ-ლაფეიტში 1978 წელს.[2]

ვიკი-კონფეფციაზე მუშაობა დაიწყო 1980-იანების მიწურულს, რომლის რეალიზება პრაქტიკაში პირველად განახორციელა 1990-იანი წლების შუა პერიოდში. 1995 წლის 25 მარტს გაიხსნა ამ ტექნოლოგიაზე მომუშავე პირველი ვიკი-ქსელი, „პორტლენდის (პროგრამული კოდების) ნიმუშების საცავი[3], რისთვისაც დაიწერა პირველი ვიკი-ძრავი WikiWikiWeb. კანინგემის თქმით, ძრავს სახელი შეურჩია მას შემდეგ, რაც ჰონოლულუს საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას, აეროპორტის თანამშრომელმა შესთავაზა მას ესარგებლა „ვიკი-ვიკი შატლით“ — მცირე ზომის ავტობუსი, რომელიც გადაადგილდება აეროპორტის ტერმინალებს შორის. სიტყვა „ვიკი“ მომდინარეობს ჰავაიურიდან, სადაც wikiwiki ნიშნავს „სწრაფს.[4][5][6]

2003-2005 წლებში კანინგემი მუშაობდა ამერიკულ კორპორაცია Microsoft-ში. 2005 წლის ოქტომბრიდან 2007 წლამდე იყო ფონდ Eclipse Foundation-ის დირექტორი. 2007-2011 წლებში იყო AboutUs-ის ტექნიკური დირექტორი.

კანინგემი არის 2001 წელს გამოცემული Wiki-ტექნოლოგიის სახელმძღვანელოს, „The Wiki Way“-ის თანაავტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ward's Home Page. ციტირების თარიღი: September 29, 2018.
  2. The Wikipedia Revolution - Andrew Lih, page 46
  3. Portland Pattern Repository. c2.com. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
  4. mauimapp.com. Hawaiian Words; Hawaiian to English [archived September 14, 2008; Retrieved September 19, 2008].
  5. Hasan, Heather (2012), Wikipedia, 3.5 million articles and counting, New York : Rosen Central, с. 11, ISBN 9781448855575, https://archive.org/details/wikipedia35milli0000hasa/page/11. წაკითხვის თარიღი: August 6, 2019
  6. Andrews, Lorrin (1865), A dictionary of the Hawaiian language to which is appended an English-Hawaiian vocabulary and a chronological table of remarkable events, Henry M. Whitney, с. 514, https://archive.org/details/dictionaryofhawa00andrrich/. წაკითხვის თარიღი: June 1, 2014