უადაის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

უადაის პლატოპლატო ჩადის აღმოსავლეთ ნაწილში, სუდანთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. ჩადის აღმოსავლეთში ენედის და უადაის პლატოები ქმნიან აუზისკენ თანდათანობითი დაფერდების სახეს, რომელიც ეშვება ჩადის ტბაში. პლატოს ცენტრალურ მთიანეთში აღმართულია გუერას მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1790 მეტრს.

მდინარე ბათა მთავარი დამშრალი მდინარეა ამ რეგიონში, რომელშიც პლატოს დასავლეთით, წვიმების სეზონის პერიოდში, დინებას წყალი მოაქვს მოკლე წყალმოვარდნების დროს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]